შენობა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

შენობა

შენობა - მიწისზედა ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივი, საწარმოო და სამეურნეო ფუნქციის შესასრულებლად.

საზოგადოებრივი შენობები - განკუთვნილია მოახლეობის სოციალური უზუნველყოფისათვის, ადმინიტრაციული დაწეებულებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განთავსებისათვის.

საწარმოო შენობები - სამრეწველო და სასაწყობო, კომუნალური - სამეურნეო , სამრეცხვაო, სახაბაზო, გარაჟები, მაცივრები და სხვა),აგრეთვე სასოფლო - სამეურნეო ნაგებობები (საჯინიბო, ბოსელი და სხვა).

სამრეწველო შენობები - ნედლეულის, მზა პროდუქციის ან ნახევარფაბრიკატების გამოშვებასთან და შენახბასთან დაკავშირებული საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების განთავსებისათვის განკუთვნილი შენობები.

სამოქალაქო შენობები - საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობები (სკოლა, საავათმყოფო, თეატრი, კლუბი, აბანო, დაწესებულები შენობები, საბავშვო ბა-ღები, ბაგები, სასადილოები, სავაჭრო შენობები და სხვა.

საცხოვრებელი შენობები - განკუთვნილია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოცრებად.

სამოქალაქო შენობები - ეს ზოგადი ცნებაა, რომელიც მართებულია ვიხმაროთ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საცხოვრებელ სახლებზე, სატუმროებზე, თეატრებზე, მუზეუმებზე , სკოლებსა და საავათმყოფოებზე, საბავშვო ბაღებსა და ბაგებზე, ადმინ. შენობებზე, საგამოფენო დარბაზებზე, კინოთეატრებზე, კლუბებზე სანატორიუმებსა და დასასვენებელ სახლებზე, სასადილოებზე , რესტორნებზე, ვაგზლებზე, სპორტულ ნაგებობებზე და ა.შ.

შენობათა ცეცხლმედეგობის ხარისხი - მახასიათებელი, კონსტრუქციული ელემენტების ანთებადობის ჯგუფის და მათი ცეცხლმედეგობის ზღვრის ერთობლიობა.

ცეცხლმედეგობა- მასალათა უნარი შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა ხანძრის დროს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას. საერთო გაგებით „შენობის ცეცხლმედეგობა“ ნიშნავს შენობის უნარს - წინააღმდეგობა გაუწიოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თავის საექსპლუატაციო თვისებების შენარჩუნებით.

„შენობათა ცეცხლმედეგობა“ -ს ყოფენ ხუთ ხარისხად.

I-II -ხარისხის ცეცხლმედეგობით შენობებში ყველა კონსტრუქციას( კედლები, გადახურვები, სახურავები, ტიხრები) აკეთებენ უწვი მასალისაგან, რომელთა ცეცხლმედეგობა 0,2 დან 4 სმ-მდე.

III- ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში კედლებს აკეთებენ უწვი მასალისაგან, გადხურვებსა და ტიხრებს - ძნელადწვადისაგან, ხოლო შეთავსებით სახურავებს - წვადი მასალისაგან.

IV - ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში კედლებსა და გადხურვებს აკეთებენ -ძნელადწვადი, ხოლო შეთავსებით სახურავებსა და ტიხრებს - წვადი მასალისაგან.

V - ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში ყველა კონსტრუქციას ასრულებენ წვადი მასალისაგან.

ცეცხლგამძლეობა - მასალათა უნარი შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა ხანძრის დროს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას.

ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი – განკუთვნილია ცეცხლის გადასვლის ასაცილებლად ხანძრის შემთხვევაში ერთი შენობიდან მეორზე.

ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის სიდიდე – სამრეწველო შენობისათვის დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე.
1.შენობის და ნაგებობის ხარისხზე.
2.იმ წარმოების სახანძრო საშიშროებაზე, რომელიც განლაგებულია შენობაში.
3.შენობებს შორის გასასვლელების მოწყობის აუცილებლობაზე სახანძრო მანქანებისათვის.
4. ხანძარსაწინააღმდეგო კედლის არსებობაზე.

შენობის დაგეგმვისას ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებიდან უნდა გავითვალისწინოთ:
ადგილმდებარეობის რელიეფი, გაბატონებული ქარების მიმართულება, გზების, გასასვლელების, ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების, ბუნებრივი წყალსადენების და ხის ნარგავების ადგილთა არსებობა და მათი აუცილებელი მოწყობა.

შენობის კვალიფიკაცია ხდება, სხვადასხვა ნიშან – თვისებებით. დანიშნულების მიხედვით არის:
1) სამოქალაქო და 2) საწარმოო.
სამოქალაქოს მიეკუთვნება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები(სკოლები, თეარები, სავაჭრო შენობები და სხვა.
საწარმოო შენობებს მიეკუთვნებიან სამრეწველო და სასაწყობო, კომუნალურ – სამეურნეო (სამრეცხაო, სახაბაზო, გარაჟები, მაცივრები და სხვა). აგრეთვე სასოფლო – სამეურნეო ნაგებობები (საძროხე, საჯინიბო და სხვა).

შენობები არის – ერთსართულიანი
– საშუალო სართულიანობის (2–5 სართული)
– დიდსართულიანი (6–14 სართული)
– და მაღლივი (15 –100 და მეტი სართული).
3879
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.