ხანძარი ლიფტში ? » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი ლიფტში ?

ხანძარი ლიფტში ? ლიფტში ხანძრის გაჩენის ხშირი მიზეზია ჩაუქრობელი სიგარეტის ან ასანთის გადაგდება, ან კიდევ მოკლე ჩართვა ელექტრო გაყვანილობაში. ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყონებლივ გააგებინეთ დისპეჩერს.
თუ ლიფტი მოძრაობს არ გააჩეროთ, დაელოდეთ მის გაჩერებას, შემდეგ გამოდით ლიფტის კაბინიდან და რაიმე საგნით დაბლოკეთ ლიფტის კარები, რათა სხვამ არ ისარგებლოს მისით. ცეცხლის ჩაქრობისას კაბინაში ნუ შეხვალთ, რადგანაც ის შეიძლება დაიძრას თავისით. კაბინა იმყოფება დენის ძაბვის ქვეშ, ამიტომ საშიშია ცეცხლის ჩაქრობა წყლით, ჩასაქრობად გამოიყენეთ მშრალი სქელი მატერიალი, მშრალი სილა, ან ნახშირორჟანგოვანი და ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობები.
თუ მოკლე ჩართვის გამო ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის და კაბინაში ხანძარია, ეცადეთ გააღოთ ლიფტის ავტომატური კარი. იყვირეთ, დააბრახუნეთ კედლებზე და ითხოვეთ შველა. იყავით ფრთხილად ლიფტიდან გამოსვლის დროს, რათა არ ჩავარდეთ. თუ დამოუკიდებლად ვერ გამოდიხართ, მაშინ დამხმარე ძალის მოსვლამდე აიკარით ცხვირ-პირი ცხვირსახოცით, უკეთესია სველით. თუნდაც შარდით დასველებული.
3048
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.