ადამიანზე ტანსაცმლის წვის დროს, თუ ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია, ცეცხლის ალი ვრცელდება ზემოთ _ სახისკენ, თმისკენ და აზიანებს სუნთქვის ორგანოებს.
თუ ცეცხლი მოედო თქვენს ტანსაცმელს:
- არ გაიქცეთ, ეს მხოლოდ გააძლიერებს ცეცხლს;
- შეეცადეთ სწრაფად გაიხადოთ ცეცხლმოდებული ტანსაცმელი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დაწექით იატაკზე (მიწაზე) და შეეცადეთ გორვით ჩააქროთ ცეცხლი.
თუ ცეცხლი მოედო სხვა ადამიანის ტანსაცმელს:
- არ მისცეთ გაქცევის საშუალება, ცეცხლის ალი უფრო გაძლიერდება;
- დაეხმარეთ სწრაფად გაიხადოს ცეცხლმოდებული ტანსაცმელი და ტანსაცმელს დაასხით წყალი;
- თუ ეს შეუძლებელია, დააგდეთ დაზარალებული იატაკზე (მიწაზე) და შეეცადეთ ნებისმიერი მეთოდით ჩააქროთ ცეცხლი _ დაასხით წყალი, დააყარეთ მიწა, თოვლი, მჭიდროდ დააფარეთ (შემოახვიეთ) მტკიცე ქსოვილი (ბრეზენტი, საბანი, ქურთუკი). ამასთან დაზარალებულს თავი დაუტოვეთ ღიად წვის პროდუქტებით მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით.
კომენტარები -0