ტრაგედია რუსეთში- ხანძარმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ტრაგედია რუსეთში- ხანძარმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგედია რუსეთში- ხანძარმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

12:23 2015-04-13

რუსეთში, ხაკასიის რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ერთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ექიმების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ხანძრის მიზეზად ხმელი ბალახის დაწვა სახელდება, რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. ხანძრის მრავალი კერის გამო მტელ რეგიონში დაკვამლიანებაა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა 30-მდე დასახლებული პუნქტი მოიცვა. დაიწვა 1200 სახლი. 2 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მაშველებმა რეგიონის 27 დასახლებულ პუნქტში მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამი სახანძრო მატარებელი და ავიაცია.
წყარო: http://www.newposts.ge
835
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.