როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს

როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს

უსაფრთხოების რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ სტიქიის დროს.
სტიქიის დაწყებამდე:

თუ მიიღეთ სიგნალი, რომ იწყება ქუჩების დატბორვა, ხოლო თქეში არ ჩერდება, აუცილებლად:
- დაუკავშირდით სამაშველო სამსახურებს, მეზობლებს, ნათესავებს.
- გამორთეთ ტელევიზორი, ელექტროტექნიკა.
- თუ არის შესაძლებლობა, შეალაგეთ ტექნიკა გარდერობებზე, კარადებზე, ანტრესოლებზე და ა.შ.
- შეაგროვეთ ფულადი დანაზოგი, ძვირფასეულობები, საბუთები.
- დაკეტეთ ყველა კარი, ფანჯარა და სარკმელი.
- ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
- აიღეთ ერთი-ორი ჯემპრი, ტელეფონის დამტენი, ბინტი, ლეიკოპლასტერები, საკვები (ეს შესაძლოა იყოს ძეხვი, პური, მზა საკვები)
- ჩაკეტეთ სახლი და დატოვეთ სტიქიის ადგილი (აღსანიშნავია, რომ მაქსიმარულად უნდა ეცადოთ გადახვიდეთ უფრო მაღალ ადგილას).
- იქონიეთ ფარანი.
თუ აღმოჩნდით სტიქიის პირობებში, აუცილებლად:

- დაუკავშირდით სამაშველო სამსახურებს, მეზობლებს, ნათესავებს;
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
- გამორთეთ ტელევიზორი, ელექტროტექნიკა, გაზი;
- თუ არის შესაძლებლობა, შეალაგეთ ტექნიკა გარდერობებზე, კარადებზე, ანტრესოლებზე და ა.შ.
- შეაგროვეთ ფულადი დანაზოგი, ძვირფასეულობები, საბუთები;
- დაკეტეთ ყველა კარი, ფანჯარა და სარკმელი;
- ადით სხვენზე, ზედა სართულებზე ან სახურავზე;
- რომ ანიშნოთ მაშველებს ადგილმდებარეობა, იქონიეთ თეთრი ან ჭრელი ზეწარი (დღისით) ან ფარანი (ღამით);
სტიქიის შემდეგ:

- აუცილებლად მიმართეთ მუნიციპალურ ორგანოებს;
- დარეგისტრირდით;
- გაუწიეთ დახმარება სხვებს.
წყარო:http://www.ambebi.ge
2056
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.