რამ გამოიწვია ხანძარი კუმისის აგარაკებზე - ადგილობრივების კომენტარი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » რამ გამოიწვია ხანძარი კუმისის აგარაკებზე - ადგილობრივების კომენტარი

რამ გამოიწვია ხანძარი კუმისის აგარაკებზე - ადგილობრივების კომენტარი

კუმისში ცეცხლი მაღალი ბალახის დაწვის შედეგად გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, სოფელ კუმისის 21-ე ქუჩაზე ერთ-ერთმა ოჯახმა ეზოდან ბალახის მოცილების მიზნით მას ცეცხლი მოუკიდა, რის შედეგადაც ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი 12.30 საათზე გაჩნდა, რის შემდეგაც მაშველები ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.
მაშველებმა კუმისის ტერიტორიაზე ვერტმფრენით ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები უკვე დაასრულეს. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მანქანები, რომლებიც დარჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ახორციელებენ.
ხანძრის შედეგად ათამდე მიტოვებული სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.
გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შესწავლის შემდეგ დაადგენს.

წყარო:ambebi.ge
585
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.