შსს-მ სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » შსს-მ სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს

შსს-მ სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს



2015 წლის 05 ივლისს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა გაგზავნილი კუმისის განყოფილების ავტოცისტერნა. იმის გამო, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა და იყო საშიშროება ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების, ოპერაციაში ჩართულ იქნა თბილისის, გარდაბნის და რუსთავის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 14 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის ქრობის ღონისძიებაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ტიპის ნაგებობა. დაშავებული არაა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
1678
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.