საყოფაცხოვრებო ხანძრები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

საყოფაცხოვრებო ხანძრები

ცეცხლი – ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც არა მარტო ანადგურებს ქონებას, არამედ კლავს. ეს არ დაუშვათ, დროულად მიიღეთ აუცილებელი ზომები.

როგორ ავიცილოთ თავიდან ხანძარი? დაიცავით შემდეგი წესები:

საყოფაცხოვრებო ხანძრები
- არ დატოვოთ ანთებული გაზქურა ყურადღების გარეშე
- არ მოწიოთ საწოლში
- რეგულარულად შეამოწმეთ ელექტრო გაყვანილობა, გასათბობი ხელსაწყოები და სისტემები
- არ დატოვოთ ასანთი და სანთებელა ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში
- არ გამოიყენოთ გაზის და ღია ცეცხლიანი გამათბობლები (ბუხრები) ცუდი ვენტილაციის მქონე შენობებში
- გაიტანეთ ადვილად აალებადი საგნები – ძველი ჟურნალები, საღებავის კონტეინერები, გამხსნელები, ძველი ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება სარდაფში, ავტოფარეხში, სხვენში და ა.შ.
- რეგულარულად მოაწესრიგეთ და არ ჩახერგოთ სახანძრო კიბეები და გასასვლელები, რადგან უმეტეს შემთხვევებში ისინი წარმოადგენენ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გადარჩენის ერთადერთ გზას.
- შეამოწმეთ თქვენი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების (შლანგები), ჰიდრანტების გამართულობა და გქონდეთ ისინი სამუშაო მდგომარეობაში
- ისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენი ოჯახის წევრებს ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება, რადგანაც ხანძრის შემთხვევაში არ გექნებათ ინსტრუქციების კითხვის დრო
- ასწავლეთ ბავშვებს ხანძრის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე
- შენობაში ხანძრის შენიშვნისას ან კვამლის არსებობისას დაუყოვნებლივ დარეკეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურში და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ რომ ეს უკვე სხვამ გააკეთა
- არასდროს გადააგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი ფანჯრიდან ან აივნიდან, რადგანაც არსებობს თქვენს ქვემოდ მდებარე ბინის ოთახში ან აივანზე მისი მოხვედრის და ხანძრის გამოწვევის დიდი ალბათობა



როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს


საყოფაცხოვრებო ხანძრები


- თუ ღამე შენიშნეთ ხანძარი და არ გაქვთ სახანძროსიგნალიზაცია, მიირბინეთ ფანჯარასთან ანგაიქეცით სადარბაზოში და შეძახილით „ხანძარია“ გააღვიძეთ ოჯახის წევრები და მეზობლები
- დარეკეთ 112-ზე და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია ხანძრის ზუსტ ადგილზე:
მისამართი, სართული და ბინის ნომერი
- თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის მხოლოდ ერთ ოთახში დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. გამოიძახეთ სახანძრო დახმარება და მოახდინეთ თქვენი ოჯახის წევრების ევაკუაცია. მცირე ხანძრის შემთხვევაში სცადეთ მისი თქვენ თვითონვე ჩაქრობა.
- ძლიერი ხანძრის დროს, დატოვეთ ბინა და დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარები, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს შეუწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას.
- ევაკუაციის დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი შეგროვდეს ერთ ოთახში და მხოლოდ ყველას შეგროვების შემდეგ დატოვეთ ბინა არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ბენზინის ჩასაქრ ობად.
- მზად იყავით ცეცხლისგან და კვამლისგან თავის დასაცავად, თუ არის დრო ჩაიცვით სქელი
ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი; პირზე და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი
- ხანძრის დროს არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტაში და კაბინაში რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლიფტში მყოფების გაგუდვა
- თუ ცეცხლი უშუალოდ თქვენ არ გემუქრებათ (ხანძარი თქვენს ბინაში არ არის), მაშინ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხოა თქვენსავე ბინაში დარჩენა. კვამლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად დაკეტეთ კარებები, ფანჯრები და ნაპრალები ამოქოლეთ სველი პირსახოცით. თუ გარეთ კვამლი არ დგას – გადით აივანზე, გამოიკეტეთ კარი და დაელოდეთ დახმარებას


გახსოვდეთ! არ გამოიყენოთ წყალი:

საყოფაცხოვრებო ხანძრები- აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დენით დაზიანება.
- ბენზინის და ნავთობპროდუქტების ჩასაქრობად, რადგან ისინი ექცევიან წყლის ზედაპირზე და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება.



არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ბენზინის ჩასაქრობად



წყარო:
საყოფაცხოვრებო ხანძრები
843
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.