ტყის ხანძრები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ტყის ხანძრები

ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებს და სხვა მწვანე მცენარეებს – ბუჩქებს, ბალახს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, მიტოვებული ადგილების მახლობლად.
ხანძრის გაჩენაზე და გავრცელებაზე მოქმედებს სიცხე, ძლიერი ქარი, გვალვა.

ხანძრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:


ტყის ხანძრები
-არ გადააგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი;
- არ დაწვათ ბალახი ან ნაგავი ქუჩაში, გამწვანების ზოლში, მინდვრებში და ტყის სიახლოვეს;
- არ დაანთოთ ცეცხლი ბარბექიუსთვის ღია მოედნებზე, ტყის, გამხმარი ბალახის ან ტოტების სიახლოვეს;
- მოერიდეთ ხანძრის გამომწვევ საქმიანობებს;
- არ დატოვოთ ნაგავი ტყეში, რადგან არსებობს მისი თვითაალების საშიშროება;
- არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი და არ მოწიოთ სიგარეტი მოსავლის აღების დროს;
-მიაქციეთ ყურადღება მომატებულ ხანძარსაშიშ ზონაში შესვლის ამკრძალავ ნიშნებს.


ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივმა მოვლენებმა, მაგალითად მეხის ჩამოვარდნა (რაც იშვიათია) და ადამიანის ქმედებებმა:

ტყის ხანძრები
-უნებლიე (მოკლე ჩართვა, აღჭურვილობის გადახურება, ნაპერწკალი მუშაობის დროს).
-შემთხვევითი აალების შედეგად (უპასუხისმგებლოდ მოქცევა პიკნიკების დროს და ადვილად აალებადი მასალების გადაყრა).
-განზრახ – როცა ხანძარი მოწყობილია შეგნებულად.



სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს (სარეველების და მცენარეული ნარჩენების დაწვა მკაცრად აკრძალულია სახანძრო უსაფრთხოების კანონით). სამწუხაროდ ამგვარი ხანძრები ყველაზე გავრცელებულია.


ხანძრის შემთხვევაში:


ტყის ხანძრები-დაუყონებლივ დარეკეთ (112)საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია თქვენი მდებარეობის და ხანძრის ზუსტი ადგილის შესახებ;
-აღწერეთ ცეცხლმოკიდებული მცენარეების სახე;
-თუ შეგიძლიათ მიუთითეთ ცეცხლის გავრცელების მიმართულება;
-არ გათიშოთ ტელეფონი მანამ, სანამ სრულად არ მიაწვდით აუცილებელ ინფორმაციას.


თუ თქვენი სახლი მდებარეობს ტყეში, მის სიახლოვეს ან მწვანე ნერგების ზოლში:



ტყის ხანძრები
- სახლიდან 20 მეტრის რადიუსში მოთიბეთ ბალახი, შეაგროვეთ და გაიტანეთ გამხმარი
ბალახი, ფოთლები და ტოტები;
- დაასუფთავეთ თქვენი ეზო – გაიტანეთ ხმელი ფოთლები და ტოტები, მიაქციეთ ყურადღება, რომ ტოტები არ ეხებოდეს სახლის კედლებს სახურავს და აივნებს;
-არ შეინახოთ ადვილად აალებადი მასალები და საწვავი სახლთან ახლოს;
- შეიძინეთ ცეცხლმაქრები და რეგულარულად შეამოწმეთ მათი მდგომარება;
- დააყენეთ წყლის მიწოდების ონკანები, საკმარისად გრძელი შლანგი, რომ მიწვდეს მთელს ტერიტორიას, ყოველთვის გქონდეთ წყლით სავსე რეზერვუარები და მექანიკური წყლის პომპა.


თუ ხანძარი ვრცელდება თქვენი სახლის მიმართულებით:


ტყის ხანძრები
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
- გადაიტანეთ საწვავი მასალები თქვენი სახლიდან შორს დახურულ და დაცულ ადგილებში, რათა არ მოხდეს ხანძრის შემდგომი გავრცელების პროვოცირება;
- თქვენი სახლის სიახლოვეს გადაკეტეთ გაზის და საწვავის მოწოდების ყველა ვენტილი;
- უზრუნველყავით სახანძრო მანქანების შეუფერხებელი გავლის შესაძლებლობა.
- ძლიერი კვამლის შემთხვევაში ჩართეთ შიდა და გარე განათება.



თუ ხანძარმა თქვენს სახლამდე მოაღწია:

ტყის ხანძრები
- არ გამოხვიდეთ სახლიდან, თუ არ იქნებით დარწმუნებული, რომ ეს უსაფრთხოა. არა აალებადი მასალებისგან აშენებულ სახლში გადარჩენის ალბათობა დიდია;
-შეიყვანეთ სახლში ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები;
- დახურეთ ყველა კარი და ფანჯარა ამოქოლეთ ყველა ნაპრალი სველი ნაჭრით.
- ჩამოხსენით ფარდები;
- ავეჯი გადაიტანეთ ოთახის ცენტრში ფანჯრებიდან მოშორებით;
- სახლში დახურეთ ყველა კარები;
- უზრუნველყავით წყლის მარაგი;
- ოჯახის წევრები შეკრიბეთ ერთ ადგილას
- შეამოწმეთ გაქვთ თუ არა ფრანი, იმ შემთხვევისთვის, თუ გაითიშება ელექტროენერგია


როდესაც ხანძარი ლიკვიდირებულია:

ტყის ხანძრები
- გამოდით სახლიდან და უშუალო სიახლოვეს დაუყონებლივ ჩააქრეთ ხანძრის კერები;
- განახორციელეთ მორიგეობა მანამ, სამან არ იქნება ლიკვიდირებული ხანძრის ყველა კერა, რადგან სახლის ახლოს სულ მცირედმა ცეცხლმა შეიძლება გამოიწვიოს ახალი ხანძარი.



ევაკუაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იმ მიმართულებით სადაც არ არის ცეცხლი და კვამლი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

ტყის ხანძრის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ჩაუმქრალი სიგარეტია – არასდროს გადააგდოთ მოკიდებული სიგარეტი მიმავალი მანქანიდან. მოწევის შემდეგ ყოველთვის ჩააქრეთ სიგარეტი.

წყარო:
ტყის ხანძრები
1720
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.