wyaldidobebi,წყალდიდობები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

წყალდიდობები

წყალდიდობა

წყალდიდობები– საკმაოდ გავრცელებულისტიქიური უბედურებაა, იგი შეიძლება იყოს როგორც ლოკალური (ცალკეული სოფლების ან პატარა დასახლებების მასშტაბით), ასევე მასშტაბური და მოიცვას მდინარეების მთლიანი აუზები და მრავალი დასახლებული პუნქტი.
დატბორვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. დაბლობში წყალდიდობა ნელა ვითარდება რამდენიმე დღის განმავლობაში, უცაბედი წყალდიდობებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ხანდახან ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გარეშე. ასეთი წყალდიდობები წარმოქმნის საშიშ დამანგრეველ ტალღას, რომელსაც მოაქვს ქვები, ტალახი, ნაგავი და ხეები.
წყალდიდობა ასევე ხდება როდესაც მდინარეების კალაპოტებში წყლის დონე იმდენად მატულობს, რომ იწვევს ზედაპირზე გრუნტის წყლების გამოსვლას ან კაშხალებიდან წყლის გადმოსვლას, თუ წყლის დაწოლა ძალიან დიდია, შეიძლება მოხდეს ჯებირის გარღვევა. წყალდიდობა შეიძლება მოხდეს კაშხლის გარღვევის შედეგად, ამ დროს წყლის ძლიერი ნაკადი გავს უეცარ წყალდიდობას, მხოლოდ გაცილებით უფრო დამანგრეველი და კატასტროფული მასშტაბით.

როგორ გადავურჩეთ წყალდიდობას მაღალი რისკის ზონაში:

წყალდიდობები
-მოიქეცით ბუნებრივად პერიოდში, როდესაც მდინარეში წყლის დონის მომატება მოსალოდნელი არაა: არ ჩაყაროთ ნარჩენები და ნაგავი მდინარეებში, არხებსა და რუებში;
- თუ ნარჩენები უკვე მოხვდა მდინარეების და არხების კალაპოტებში, აცნობეთ ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და კომუნალურ სამსახურებს;
- ქალაქებში, რომლებშიც წვიმის დროს იმატებს ზედაპირული ნაკადი, არ ჩაყაროთ ნაგავი წყალგამტარ არხებში და არ დახუროთ სადრენაჟე ჭები.
- თუ შესაძლებელია წინასწარ მოამზადეთ ქვიშით სავსე ტომრები, რომლებსაც განათავსებთ შესასვლელში და არ მისცემთ წყალს სახლში შემოვარდნის საშუალებას.
- არ დაკეტოთ წყლის შესაგროვებელი წყალამრიდები ზაფხულის პერიოდში ძალიან პატარა რუებმა, მდინარეებმა, სადრენაჟე და წვიმის წყლის გამტარმა არხებმაც, რომლებიც გამოიყურებიან საკმაოდ უსაფრთხოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი წყალდიდობა.


როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს:


წყალდიდობები
- მიაქციეთ ყურადღება შეტყობინებებს ტელევიზორში, რადიოში და ინტერნეტში.
- გახსოვდეთ კატასტროფული წყალდიდობა შეიძლება უცებ მოხდეს. საფრთხის გაჩენისას დაუყონებლივ, ვინმეს ბრძანების დალოდების გარეშე ადით სახლის ზედა სართულებზე
- დაიჭირეთ თავი ელექტრო სადენებიდან შორს.
- თავი აარიდეთ იმ ადგილებს სადაც შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი და მოხდეს ჩამონგრევა.
- არ შეუშალოთ ხელი მაშველებს მუშაობაში როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს ძალიან პატარა რუებმა, მდინარეებმა, სადრენაჟე და წვიმის წყლის გამტარმა არხებმაც, რომლებიც გამოიყურებიან საკმაოდ უსაფრთხოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი წყალდიდობა.


როგორ მოვიქცეთ ევაკუაციის დროს?


წყალდიდობები
- აიღეთ აუცილებელი ნივთები (საბუთები, ძვირფასეულობა, თბილი ტანისამოსი, სასმელი წყალი, ფარანი) და რაც შეიძლება ორგანიზებულად დატოვეთ სახლი.
- მზად იყავით დახმარების აღმოსაჩენად, იმოქმედეთ ერთობლივად სამაშველო ჯგუფებთან ერთად.
- თუ თქვენი სახლი მდებარეობს კაშხლიდან ნაკადის დინების მიმართულებით, დაადგინეთ, კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, თუ როგორი იქნება განგაშის სიგნალი, რა დრო დაგჭირდებათ სახლიდან გამოსაღწევად და სად არის უსაფრთხო ზონა.
- იმოქმედეთ სიტუაციიდან გამომდინარე და ყურადყება მიაქციეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეტყობინებებს.


თუ დრო საკმარისია, რეკომენდირებულია:


- ჩაკეტოთ სახლი
- გამორთოთ დენი საერთო გამომრთველით
- გამოაერთოთ ყველა ელექტრო ხელსაწყო

როდესაც კეტავთ კარს და თიშავთ დენს არ შეეხოთ ელექტრონ ხელსაწყოებს, თუ დგახართ წყალში.



როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის შემდეგ


- მოუსმინეთ შეტყობინებებს წყალმომარაგების და უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების შესახებ.
- მოერიდეთ წყალდიდობის წყლებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული ნაგვით, საავტომობილო ზეთით, ბენზინით და კანალიზაციით. ასევე წყალს შეიძლება ქონდეს მიწისქვეშა სადენებიდან აღებული ელექტრო მუხტი.
- არ იაროთ გამდინარე წყალში.
- იყავით ფრთხილად იმ ადგილებში სადაც წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილმა წყლის დონემ დაიკლო, გზები შეიძლება იყოს დაზიანებული და საშიში.
- სახლში დაბრუნდით მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ორგანოები გამოაცხადებენ, რომ ეს უსაფრთხოა.


როგორ მოვიქცეთ თუ თქვენ გიწევთ სახლის მიტოვება

წყალდიდობები

- არ იაროთ წყლის ნაკადში. 15 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე წყლის ნაკადმა შეიძლება წააქციოს ადამიანი. თუ თქვენ იძულებული ხართ წყალში გადაადგილდეთ, იარეთ იქ სადაც წყალი მდორეა. გამოიყენეთ ჯოხი წყლის სიღრმის და ნიადაგის სიმყარის შესამოწმებლად.
- არ გადაადგილდეთ ავტომობილით დატბორილ რაიონებში. თუ თქვენი ავტომობილის გარშემო წყლის დონე მატულობს, თუ ეს უსაფრთხოა გადმოდით მანქანიდან და გადადით უფრო შემაღლებულ ადგილას.
- არ გადაკვეთოთ მდინარეები ფეხით ან ავტომობილით.
- მოახდინეთ შინაური ცხოველების ევაკუაცია, თუ ეს შეუძლებელია გამოიყვანეთ ისინი თავიანთი სადგომებიდან.
- აუცილებლობის შემთხვევაში იყავით მზად დატოვოთ სახლი – მოამზადეთ ზურგჩანთა პირადი დოკუმენტებით და აუცილებელი ნივთებით (ფარანი, სასტვენი, საწვიმარი, რეზინის ჩექმები, ბოთლი სასმელი წყლით, რადიომიმღები გამოსაცვლელი ელემენტებით, ჯოხი, თოკი და სხვა).
- სანამ არ შეამოწმებთ არ გამოიყენოთ ელ. ხელსაწყოები.
- გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ყველა ზედაპირს.
- დაიჭირეთ თავი შორს დატბორილი სახლებიდან.
- იყავით ფრთხილად, რადგან სახლში შესვლის დროს თქვენ შეიძლება დაგხვდეთ ფარული დაზიანებები.

წყალდიდობები

- რაც შეიძლება მალე აღადგინეთ კანალიზაციის სისტემა. დაზიანებული საკანალიზაციო სისტემები უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს.
- გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ყველაფერს რაც დასველდა. წყალდიდობის შემდეგ დარჩენილი ტალახი შეიძლება იყოს დაბინძურებული ჩამდინარე წყლებით და ქიმიკატებით.
- მკვდარი ცხოველების აღმოჩენისას დარეკეთ სანიტარულ- ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ სამსახურში.

გახსოვდეთ! საფრთხე არსებობს მაშინაც, როცა წყალდიდობის წყლები უკუიქცნენ


წყარო:
წყალდიდობები
4272
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.