გრიგორი ივანეს ძე ჯაყელი წარმოშობით ქუთაისის გუბერნიის აზნაურთაგანია. მან მთელი თავისი ცხოვრება კავკასიას მიუძღვნა, ამ მხარის სამოქალაქო მმართველობის სფეროს. სამსახურის დასრულების შემდგომ, ოჯახური პირობების გამო გ.ი. ჯაყელი გადასა- ხლდა ნოვგოროდის გუბერნიაში, სადაც თავისი უნარი გამოავლინა სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი
საქმიანობის განხრით. მისი მიზანი სახანძრო და სოფლის მეურნეობის საზოგადოებების ორგანიზება.დიდი მცდელობის და სჯა-ბაასის შემდეგ გ.ი.ჯაყელმა ბოლოს და ბოლოს შესძლო ნოვგოროდის გუბერნიის სოფელ კონეცში სოფლის სახანძრო რაზმეულის ჩამოყალიბება, რომელიც ამო- ქმედდა 1904 წელს. გრიგორი ივანეს ძე ჯაყელის დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, აგრეთვე ნოვგოროდის გუბერნიის მესვეურებისა და ზოგიერთი კერძო პირის შემწეობით კონეცის სასოფლო სახანძრო რაზმეული აღჭურვილია ხუთი ზამთრის და ხუთი ზაფხულის სვლებით, აქვს ხუთი კიბე, დასაწყისისათვის საკმაო რაოდენობით ინსტრუმენტები, ორი სახანძრო მილი, კასრები და სხვ.
"პოჟარნოე დელო" 1906 წელი
გაზეთი „ხაზზეა 01 “ №3 2000 წელი გვ.4
კომენტარები -2