სამტრედიელი მეხანძრეები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სამტრედიელი მეხანძრეები

დიმიტრი მალაღურაძე

რევოლუციამდელ საქართველოში, კერძოდ პროვინციულ სამტრედიაში, სამრეწველო საწარმოში ხანძრისაგან დაცვის არავითარი ორგანიზაცია არ არსებობდა. შემთხვევიოთ გაჩენილი ხანძარი კი მოსახლეობას დიდ მატერიალურ ზარალს აყენებდა.
სახალხო კომისარიატის მიერ მიღებულმა დეკრეტმა „ხანძაძართან ბრძოლის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა ორგანიზაციის შესახებ“, რომელიც საქართველოშიც შემოაღწია ხელი შეუწყო ხანძართან ბრძოლის მკვეთრად გაუმჯობესების საქმეს სახელმწიფო და მშრომელთა პირადი ქონების ხანძრისაგან დაცვის ჯეროვანი ყურადღება მიექცა.
სამტრედიაში იქმნება გამაფრთხილებელი ხანძარსაწინააღმდეგო ორგანიზაცია. ახლად ჩამოყალიბებული სახანძრო რაზმი რაზმი,მთელი თავისი აღჭურვილობით მოთავსებული იყო ერთ პატარა დარ- ბაზში, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია.
მეხანძრეებს არ გააჩნდათ არავითარი გამწევი ძალა სახანძრო იარაღების ადგილზე მიტანისათვის.
სამტრედიის სახანძრო რაზმის ყოფილი უფროსი, ჭარმაგი მოხუცი ლუკა წულეისკირი იგონებს იმ დროის ამბავს, როცა პირველად მივიდა სამტრედიის სახანძრო რაზმში, როგორც მეთაური.
-ამ პერიოდში, - ამბობს ლუკა, - სამტრედია უკვე საკმაოდ განვითარებული სამრეწველო ქალაქი იყო. სახანძრო რაზმს ჰქონდა მცირე მწარმოებლის სახანძრო ავტომობილი ტუმბოებით, მეხანძრეთა რაზმი 20 კაცისაგან შედგებოდა. წყალსადენი იმ დროს არ იყო. ხანძრის ქრობისათვის უმეტესად ჭის წყალს იყენებდნენ.
მეხანძრე ვეტერანის მოგონება ახლა თქმულებასავით გაისმის. დღეს სამტრედიის სახანძრო რაზმი კეთილმოწყობილ ორსართულიან სპეციალურ შენობაშია მოთავსებული. რაზმს აქვს სამამულო წარმოების მძლავრი სახანძრო ავტომანქნები, იგი აღჭურვილია უახლოესი სახანძრო ტექნიკური მოწყობილობით. სახანძრო რაზმის მომსახურებაში მტკიცედ ჩადგა რადიო.
ახალ სიმაღლეზე არის აყვანილი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სააგიტაციო - მასობრივი მუშაობა, ცეცხლთან მებრძოლმა ადამიანებმა სრულად იცვალეს სახე. აბა სად ნახავდით წინათ სახანძრო რაზმში საშუალო განათლების მქონე პიროვნებებს. ახლა კი სახანძრო რაზმში 20 მუშაკი საშუალო განათლებითაა.
ახანძრო რაზმის მუშაკები გ. გაგიშვილი, კ. კაჭარავა, გ.ცინცაძე, ნ.ხუჭუა და საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების მუშაკები ხანძარსაწინააღმდეგო სააგიტაციო-მასობრივი მუშაობის მოწინავეთა რიგებში დგანან.
ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საწარმოებისა და კოლმეურნეობების მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის წევრები. განსაკუთრებით კარგად მუშაობს სოფ. იანეთის მახარაძის სახელობის კოლმეურნეობის (თავჯდომარე გ. კოხრეიძე) მოხალისეთა სახანძრო რაზმეული. იგი აღჭურვილია მოტოპომპით და სხვა აუცილებელი ხელსაწყო-იარაღით, კოლმეურნეობის მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის უფროსი ი.კაკაბაძე სისტემატურად ატარებს მოსახლეობაში საუბრებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე.
ამ უკანასკნელი წლების მანძილზე სამტრედიელებმა მეხანძრეებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს. რაიონში და ქალაქად საგრძნობლად შემცირდა ხანძრეები და მისგან გამოწვეული ზარალი. ეს კი მეხანძრეთა მამაცობითაა მიღწეული.
გასული წლის 15 მაისს სახანძრო რაზმის გ.ხუჭუას ყარაულმა ფიცხელი ღონისძიება მიიღო ხე-ტყის გადამამუშავებელ კომბინატში ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში. აქ თავი გამოიჩინეს ათეულის მეთაურმა ო. რუხაძემ, მძღოლმა ს. ბარდაჩიძემ, მეხანძრეებმა: ხუჭუამ, ოდილაძემ და სხვებმა. ასევე აღსანიშნავია ყარაულის უფროსი ვ. კორძაიას და მძღლის ნ. ლაღიოძის თავდადებული მუშაობა ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში. იგი დაჯილდოვებულია მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“.
რაზმის თითოეული წევრი ახლა დაუღალავად იბრძვის იმისათვის, რათა სასახელო მაჩვენებლებით შეხვდეს სახანძრო დაცვის 50-ე წლისთავს.
1968 წელი.


წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.43-46
450
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.