სპორტსმენი დარციმელია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სპორტსმენი დარციმელია

დიმიტრი მალაღურაძე


სპორტსმენი დარციმელია პირველად სახანძრო გამოყენებითი სპორტის მოყვარულები, გაეცნენ მას 1955 წელს, კიევში, ეს გაცნობა ძლიერ სასიამოვნო იყო, ამჯერად ნაკლებად ცნობილი სპორტსმენი საქართველოდან, მიხეილ დარცმელია, საბჭოთა კავშირის სახანძრო დაცვის ჩემპიონი გახდა ორჭიდში.
ამ დროიდან მიხეილ დარცმელია შევიდა სახანძრო-გამოყენებითი სპორტის უძლიერესთა შორის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც ის გამოდიოდა, იგებდა თუ აგებდა, ყოველთვის იბრძოდა ბოლომდე გამარჯვებისათვის და არაფერი იყო მისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გუნდის ინტერესები, რომლის სინდისს თვითონ იცავდა.
გასულ წელს ჩვენ კიდევ ვიხილეთ მიხეილი სსრკ პირველობაზე ლენინგრადში. ამ ძლიერ წარმომადგენელთა ფორუმზე საქართველოს ნაკრებმა საპატიო მესამე ადგილი რომ მოიპოვა, ვეტერან დარცმელიას დიდი დამსახურებაა. ის ყოველთვის დიდი მონდომებით უზიარებს თავის ამხანაგებს გამოცდილებას, მძიმე მომენტში მხარს უჭერს მათ. თავის მეგობარ ოთარ ჭაბუკიანთან ერთად ამზადებდა რესპუბლიკის ნაკრებს ლენინგრადის ბატალიებისათვის. მალე მიხეილი დარცმელიას 40 წელი შეუსრულდება, მაგრამ ჯერ არ აპირებს სპორტის დატოვებას. სახანძრო გეგმის „უშიშარის“ ბოცმანს ბათუმიდან დიდი გეგმები აქვს. დარცმელია - მწვრთნელი უცდის თავის მოწაფეების გამარჯვებას.
1966წ.

არვინ და არაფერია დავიწყებულითბ.1992 წელი გვ.35-36
1924
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.