საქართველოს ჩემპიონატი სახანძრო-გამოყენებით სპორტში ბონდო შანიძის პრიზზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » საქართველოს ჩემპიონატი სახანძრო-გამოყენებით სპორტში ბონდო შანიძის პრიზზე

საქართველოს ჩემპიონატი სახანძრო-გამოყენებით სპორტში ბონდო შანიძის პრიზზე

სახანძრო-გამოყენებით სპორტში სრულიად საქართველოს პირველობა შედგა ჯერ კიდევ 1937 წელს. მაშინ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთისა და ქუთაისის გარნიზონები. 1938,1939 და 1940 წლებში მეხანძრეთა შორის ჩატარდა შეჯიბრი რესპუბლიკის პირველობაზე, ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახანძრო დაცვის თითქმის მთელმა შემადგენლობამ.
1947 წელს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის მთავარმა სამმართველომ ჩაატარა საკავშირო შეჯიბრება, რომელსაც წინ უძღოდა რესპუბლიკების, მხარეებისა და ოლქების ნაკრებ გუნდთა რამდენიმე ზონალური შეჯიბრი. ერთერთი ასეთი შეჯიბრი შედგა ქ. თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, კრასნოდარის, სტავროპოლის, როსტოვის, გროზნოს და დაღესტნის ნაკრებ გუნდებს შორის. ამ შეჯიბრების ორგანიზაცია და ჩატარება დაევალა საქართველოს სსრ შინაგან სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს. ასეთი დიდი მასშტაბის ორგანიზაცია და ჩატარება ჩვენი რესპუბლიკის სახანძრო დაცვისათვის დიდ გამოცდას წარმოადგენდა. ეს გამოცდა ჩვენმა კოლექტივმა წარმატებით ჩააბარა. მას შემდეგ საქართველოში არაერთგზის ჩატარებულა საკავშირო პირველობა და ყოველთვის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე.
სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ოსტატის წოდება პირველად მიენიჭათ ქართველ სპორტსმენთა დიდ ჯგუფს და მათ შორის ბონდო შანძეს, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ღია ჩემპიონატს სახანძრო-გამოყენებით სპორტში ბონდო შანიძის სახელი დაერქვა.
ქ.თბილისის და საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში ის ხომ არაერთხელ იმარჯვებდა ქალაქის, რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის პირველობებში.
ამ შეჯიბრებებს დასაბამი მიეცა ბონდო შანიძის დაღუპვის მეორე წელს, 1975 წელს. შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომნხეთის, ლატვიის, ლიტვის, თათართა ავტონომიური რესპუბლიკის, მოსკოვის, ლენინგრადის, აგრეთვე საქართველოს, აჭარის, აფხაზეთის, თბილისის, ქუთაისის და ფოთის საუკეთესო სპორტსმენებმა. ასე მიეცა დასაბამი ტრადიციას - შანიძის მემორიალმა მოკლე დროში საპატიო ადგილი დაიკავა არა მარტო საკავშირო ფედერაციის კალენდარში, არამედ მოიპოვა საერთაშორისო ტურნირის სტატუსი.
მაშ ასე, შეჯიბრება გვპირდება საინტერესო და დაძაბულ ბრძოლას ვნახოთ შესძლებენ თუ არა გამოცდილი ოსტატები, ჩვეულ მაღალ მაჩვენებლების გამოვლინებას, თუ დაუთმობენ კვარცხლბეკს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.
ბ.შანიძის პრიზზე შეჯიბრებაში გამარჯვებულნი გუნდურ ჩათვლაში.

1975 წელი - ლატვიის სსრ
1976 წელი - აზერბაიჯანი სსრ
1977 წელი - ბელორუსიის სსრ
1978 წელი - უკრაინის სსრ
1979 წელი - ქ.მოსკოვი
1980 წელი - ქ.მოსკოვი
1981 წელი - უკრაინის სსრ
1982 წელი - რსფსრ
1983 წელი - უკრაინა
1984 წელი - უკრაინა
1985 წელი - უკრაინა
1986 წელი - უკრაინა
1987 წელი - სსრკ პირველი ნაკრები
1988 წელი - რსფსრ
1989 წელი - ქ.ფოთი
100 მეტრიანი დაბრკოლებატა ზოლის გადალახვაში.

1975 წელი - კივირენკო ვ.ი. (ლატვიის სსრ) – 17,1 წამი
1976 წელი - შულგა ვ.ი. (ბელორუსიის სსრ) –1 6,5 წამი
1977 წელი - ნემილოვი ვ.ვ. (ბელორუსიის სსრ) – 16,6 წამი
1978 წელი - ნემილოვი ვ.ვ. (ბელორუსიის სსრ) – 16,6 წამი
1979 წელი - პოლიკარპოვი ი.ვ. (ქ.მოსკოვი) – 16,7 წამი
1980 წელი - ნემილოვი ვ.ვ. (ბელორუსიის სსრ) – 16,71 წამი
1982 წელი - ტუჟიკოვი ი.ი. (უკრაინის სსრ) –
1983 წელი -შერსტიუკი ა.ი. (უკრაინის სსრ) –16,92 წამი
1984 წელი - გრამატსკი ი.ი. (უკრაინის სსრ) –16,92 წამი
1985 წელი - პოზდნიაკოვი ე.გ. (უკრაინის სსრ) –16,96 წამი
1986 წელი - ივანოვი ვ.ა. (უკრაინის სსრ) –16,73 წამი
1987 წელი - კონოპლიოვი ა. (სსრკ პირველი ნაკრები) – 17,84 წამი
1988 წელი - არბუზოვი ს.ი. (რსფსრ) -17,22 წამი
1989 წელი -ბაირამიდი ს. ( ქ.ფოთი)- 17,00 წამი
საიერიშო კიბე

1975 წელი - სოროკინი ნ.მ (უზბეკეთი) – 14, 3 წამი
1976 წელი - სოროკინი ნ.მ (უზბეკეთი) – 14 წამი
1977 წელი - კივირენკო ვ.ი. (უკრაინა) – 14, 4 წამი
1978 წელი - სკუბა პ. (უკრაინა) – 14, 4 წამი
1979 წელი -კივირენკო ვ.ი. (უკრაინა) – 14, 4 წამი
1980 წელი - სკუბა პ. (უკრაინა) – 14, 2 წამი
1981 წელი - ტარასოვი ა. (ბელორუსია) – 14, 6 წამი
1982 წელი - სტრიევი ნ. (რსფსრ) – 13,85 წამი
1983 წელი - მაიერი ვ. (ბელორუსია) – 13,86 წამი
1984 წელი - ასატოვი რ. (რსფსრ) – 13,71 წამი
1985 წელი - პოზდნიაკოვი ე. (უკრაინა) – 14, 19 წამი
1986 წელი - რუსეიშვილი ვ. (უკრაინა) – 13,74 წამი
1987 წელი - დუსენკო ი. (უკრაინა) – 13,72 წამი
1988 წელი -გრომადსკი ი. (სსრკ-2) 13,95 წამი
1989 წელი - შეროზია ზ. (ქ.ფოთი) – 15,4 წამი
649
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.