ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნეს.
ახლადგარემონტებული, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და 37 თანამშრომელი იმუშავებს. მეხანძრე-მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.
ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სრული აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ „დაზარალებული“ სპეციალური საკაცით გრძელ თოკზე დაუშვეს, ხანძრის ქრობის პროცესი წარმოადგინეს და საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა განახორციელეს.

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
4211
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.