შამბე ბაშირი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

შამბე ბაშირი

დიმიტრი მალაღურაძე


შამბე ბაშირიშამბე ბაშირი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში 1904 წელს. პირველი იმპერიალისტური ომის დროს დაობლებულის მზრუნველობა იკისრეს მაშინ იქ მყოფმა ქართველმა ოფიცრებმა, ბოლოს ს. ხიმშიაშვილმა 1917 წელს თბილისში ჩამოიყვანა.
1921 – 22 წლებში შ.ბაშირი იყო ქართული ლეგიონის მოხალისე, 1922 წლიდან კი, ქ.თბილისის სახანძრო დაცვის უფროსის ა.ბერიძის ინციატივიათა და მონდომებით, რიგით მეხანძრედ მიიღეს. პირველ დღიდან გამოიჩინა სახანძრო საქმის კარგად ათვისების უნარი. იგი თავის ქვეგანყოფილებაში მალე საბრძოლო მომზადების მოწინავე გახდა, აქტიურად მონაწილეობდა სახანძრო რაზმის საზოგადოებრივ საქმიანობაში და პროფკავშირული კომიტეტის მუშაობაში; დახმარებას უწევდა სახანძრო ნაწილის ხელმძღვანელობას მოსახლეობაში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური აგიტმასიური მუშაობის ჩატარებაში რისთვისაც, როგორც მოწინავე და აქტიური რიგითი მეხანძრე, ქ. თბილისის სახანძრო დაცვის სხვა მოწინავე მუშაკებთან ერთად, 1928წ. დაჯილდოვდა საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ „შრომის წითელი დროშის ორდენით“. დამსახურებული მეხანძრე განაგრძობს შრომას, პირველი სახანძრო ნაწილში, იგი აქტიურ სამსახურეობრივ და საზოგადოებრივ მუშაობას ეწევა, როგორც მოწინავე, დამოუკიდებლად სახანძრო საქმის შემსწავლელი და გულმოდგინე, ენერგიული მუშაკი, ქალაქის სახანძრო დაცვის ხელმძღვანელობამ 1929 წელს იგი დააწინაურა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მეორე სახანძრო ნაწილის უფროსად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა პირადი შემადგენლობის საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების სრულყოფას, რის შედეგად სულ მალე, ეს სახანძრო ნაწილები ქ. თბილისის სახანძრო დაცვაში ერთ-ერთი მოწინავენი გახდნენ.
პირნათლად ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, ხანძარზე მუშაობის დროს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აწვდიდა წყალს საბრძოლო უბანზე გასულ მელულე მეხანძრეებს, რომლებიც დიდი წარმატებით აქრობდნენ ხანძარს.
ამ პერიოდში კინორეჟისორმა პერესტიანმა მიიწვია იგი მუნჯ მხატვრულ კინოფილმში - „წითელი ეშმაკუნები“ - მონაწილეობის მისაღებად.
სახანძრო რაზმის ნაწილში მუშაობის პროცესში შამბე ბაშირი ძლიერ იყო დაინტერესებული რომ მიეღო სახანძრო ავტომობილის მძღოლის კვალიფიკაცია, რისთვისაც მან სამსხურიდან თავისუფალ დროს დაამთავრა მძღოლების საკვალიფიკაციო კურსები, მაღალ დონეზე ჩააბარა გამოცდები, შეისწავლა სახანძრო ავტომობილის ძირითადი თავისებურებანი და 1936 წლიდან 1949 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე, კი მეორე სახანძრო ნაწილის, სახანძრო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და წარმატებით ართმევდა თავს ამ პასუხსაგებ საქმეს.
ასეთი მშრომელი კაცი, შამბე ბაშირი 1949 წელს პენსიაზე გავიდა ,მაგრამ დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია სახანძრო დარგში შემოქმედებითი მუშაობა, იგი ხანძგრძლივი დროის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო აგიტ-მასიურ პროფილაქტიკურ მუშაობას ეწეოდა ყოფილ მუშტაიდის კულტურისა და დასვენების პარკში.
შ.ბაშირი თბილისში სახანძრო დაცვის რიგებში მუშაობის დროს დაოჯახდა, ჰყავს ვაჟი ნიკოლოზი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და ერთ-ერთ წამყვან სამინისტროში წარმატებით ასრულებს სახანძრო დაცვის ინსპექციის უფროსის მოვალეობას, ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი.
შამბე ბაშირის შესახებ ბევრი დაიწერა, განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალისტ ვ. ფილატოვას მიერ დაწერილი ბიოგრაფიული ნარკვევი „ბაბუას ნაამბობი“, რომელიც 1968 წელს ითარგმნა ქართულად.

1990წ.

არვინ და არაფერია დავიწყებულითბ.1992 წელი გვ.52-55
3306
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.