პროფესიის სიყვარულით » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

პროფესიის სიყვარულით

ლევთერ ჭოჭუა

არიან ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას, ნიადაგ იღვწიან კოლექტივის, ორგანიზაციის საკეთილდღეოდ, ძალასა და ენაერგიას არ იშურებენ წარმატების მოსაპოვებლად, მაღალი ადამიანური თვისებებით სამაგალითონი არიან საზოგადოებასა და ოჯახში. სწორედ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება შოთა დომენტის ძე სალუქვაძე, რომელიც ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონს სათავეში ედგა სამოციან წლებში.
არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე, როსდესაც პირველად შევაღე სახანძრო რაზმის კარები და მუშაობის დაწყება ვითხოვე. შ.სალუქვაძემ მაგიდასთან მიმიწვია მუშაობის პირობების გაცნობის მიზნით. იგი ისე დამაჯერებლად მიყვებოდა სახანძრო საქმიანობას და მის სტრუქტურას, რომ ასეთი აზრი მებადებოდა, თითქოს ეს სამსახური ყველაზე საამაყო და საგმირო იყო, ერთსაათიანი საუბრის შემდეგ მითხრა:
- ახლა წადი მოიფიქრე, გადაწყვიტე და ორ-სამ დღეში მოდიო.
მე დაფიქრება არც დამჭირვებია. იმ დღიდანვე ჩავირიცხე ფოთის სახანძრო რაზმში, შ.სალუქვაძეს მუდამ ფორმის ტანსაცმელი ეცვა. ზუსტად იცავდა და ასრულებდა სამსახურის წესდებას. სამსახურში კი ყველაზე ადრე მოდიოდა და ხშირად გვიან ღამემდე მუშაობდა.
დღესასწაულის დღეებში, როდესაც მეთაურთა საგანგებო მორიგეობა იყო დაწესებული, იგი სახანძრო რაზმიდან ფეხს არ მოიცვლიდა. ყოველ ორშაბათ დღეს ატარებდა მეთაურთა თათბირს, სადაც იხილებოდა საკითხები ჩატარებული მუშაობის შესახებ.
ყველა ხანძარზე გადიოდა და მონაწილეობას ღებულობდა ხანძრის ქრობაში, საოცარი ის იყო, რომ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობასთან ერთად ხშირად მელულის მოვალეობასაც ასრულებდა. გაბედულად შეიჭრებოდა საბრძოლო უბანში და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი ებრძოდა ხანძრის სტიქიას. მისი მოქმედება ამხნევებდა მეხანძღეებს აყვარებდა პროფესიას, უწილადებდა გამარჯვების სიხარულს.
ერთხელ ნინოშვილის ქუჩაზე კომუნალური მეურნეობის ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარმა იფეთქა, ცეცხლი მოსდებოდა სხვენის სათავსოს, რომელიც გადაკეთებული იყო საცხოვრებელ ოთახებად. ხანძრის ადგილზე გამოცხადდა სახანძრო რაზმი შ.სალუქვაძის ხელმძღვანელობით. მან უმალვე გასცა განკარგულება საჭირო რაოდენობის ლულების ხანძრის კერაზე მიწოდების შესახებ, მეხანძრეები აქტიურად მოქმედებდნენ, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.
სხვენის სათავსოში შესასვლელ დერეფანს ცეცხლი ფარავდა. ვერც სახურავის ახსნამ გამოიღო დადებითი შედეგი. სხვენში აირწინაღის გარეშე შესვლა შეუძლებელი იყო. ადგილი ჰქონდა ძლიერ დაკვამლიანებას, აირწინაღები კი იმხნად არ გააჩნდათ. შ.სალუქვაძე გასაშლელი კიბის გამოყენებით სამერცხლურიდან უტევდა ხანძარს, მაგრამ არც ეს იძლეოდა ეფექტს, საჭირო იყო როგორმე შეეღწიათ სხვენის სათავსოში. აირწინაღის გარეშე კი შესვლას ვერავინ ბედავდა, შ.სალუქვაძის თავდადებამ თავისი გაიტანა, იგი ლულით ხელში შეიჭრა სამერცხლურიდან.
- დაიღუპება, კვამლით გაიგუდება - იძახდა ხალხი.
რამდენიმე წუთის შემდეგ შ.სალუქვაძე სამერცხლურიდან თავი გამოყო და ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ მრისხანე გამომეტყველებით ბრძანა:
- მოუმატეთ წნევას!
შემდეგ ისევ შევიდა, ერთბაშად სამი მეხანძრე გაეშურა იქ, სადაც ხიფათი იყო მოსალოდნელი. სულ ცოტა ხანში ხანძრიც ლიკვიდირებულ იქნა. მრავალი ასეთი ეპიზოდი შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ცხოვრებიდან.
შ.სალუქვაძემ დიდი შრომა გასწია მესამე სახანძრო ნაწილის შენობის მშენებლობის პერიოდში. იგი დღედაღამეს ასწორებდა, თვითონ ღებულობდა მონაწილეობას ფიზიკურ სამუშაოებში. არასოდეს იტყოდა დავიღალეო. მუდამ თავდაჭერილი და აუღელვებელი იყო. დავალების შესრულებისადმი მუდამ მაღალ მომთხოვნელობას იჩენდა. თათბირებს სამუშაო საათების ბოლოს იწვევდა, ხოლო მის დამთავრების შემდეგაც ბევჯერ თავის კაბინეტში საქმიანობდა. ერთი სიტყვით თავის პროფესიაზე უზომიოდ შეყვარებული იყო და ღრმად დაუფლებული, ამიტომაც დააწინაურეს იგი მახარაძის შს რაიგანყოფილების სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ქვეგანყოფილების უფროსად, ამ პოსტზე იგი დღესაც იმყოფება.
ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.9-11
986
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.