სახანძრო -გამოყენებითი სპორტი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სახანძრო -გამოყენებითი სპორტი


ქვეყნის სახანძრო დაცვა წლითი წლობით ვითარდებოდა, უმჯობესდებოდა ტექნიკა-შეიარაღება, უფრო მაღალ დონეზე ადიოდა მეხანძრეთა ბრძოლის უნარიანობა. ეს ზრდა-განვითარება დაკავშირებული იყო ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკური პირობების განვითარებასთან, იზრდებოდა სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგები, განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში. კვლავ და კვლავ ახალი ამოცანები ისახებოდა მეხანძრეთა წინაშე. ერთერთი ასეთი ამოცანა იყო სახანძრო გამოყენებითი სპორტის დანერგვა სახანძრო ნაწილებში.
ათეული წლები დასჭირდა სპორტის ამ სახეობას, რათა ძირფესვიანად დახვეწილიყო და მაღალ საფეხურზე ასულიყო. 1958 წლიდან ფოთში ფიქრობდნენ სახანძრო-გამოყენებით სპორტში ისეთი გუნდის მომზადებაზე, რომელიც რესპუბლიკურ შეჯიბრებებში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ, ვერა და ვერ ხერხდებოდა საპრიზო ადგილების მოპოვება. მართალია, დებულების შესბამისად ნაწილებში ტარდებოდა საწვთრნელი მეცადინეობები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
1963 წელს ფოთის სახანძრო დაცვაში მეხანძრედ მიღებულ იქნა ახალგაზრდა მძლეოსანი ჭაბუკი გივი, ბუკია, იგი მაშინვე ჩაირიცხა დაცვის სახანძრო-გამოყენებითი სპორტის გუნდში. სულ ცოტა ხანში თვით გივის დაევალა სამივე ნაწილში გუნდების მომზადება და შეჯიბრების ჩატარება. 1964 წლის აგვისტოში დაინიშნა საგარნიზონო შეჯიბრება პროფესიულ საუწყებო და სხვა სახანძრო ნაწილებს შორის სახანძრო-გამოყენებით სპორტში. შეჯიბრება ტარდებოდა სპორტსაზოგადოება „ვოდნიკის“ ცენტრალურ სტადიონზე. ასპარეზობაზე განსაკუთერბით მომხიბლავი იყო გივი ბუკიას მიერ სწრაფად, ლამაზად და მაღალი ოსტატობით შესრულებული ილეთები.
შეჯიბრებაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა პირველმა სახანძრო ნაწილმა, რომელშიც მონაწილეობდა გივი ბუკია. მანვე გაიმარჯვა პირად პირველობაშიც.
მომდევნო წლებში გეგმაზომიერი საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარებით სულ უფრო მკვიდრ ნიადაგზე დგებოდა ამ სპორტის განვითარება.
სახანძრო -გამოყენებითი სპორტი

სურათზე: ფოთის სახანძრო დაცვის ნაკრები გუნდი სახანძრო - გამოყენებით სპორტში.

პირველ რიგში თასით ხელში სსრკ სპორტის ოსტატი გივი ბუკია 1968 წ.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.23-24
3065
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.