უსაფრთხოება და წყალზე შველა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » უსაფრთხოება და წყალზე შველა

უსაფრთხოება და წყალზე შველა

როგორ მოვიქცეთ წყალში ყოფნის დროს

გახსოვდეთ, უსაფრთხოების ძირითადი პირობებია:
> საცურაოდ ადგილის სწორი შერჩევა;
> ცურვის და მცურავ საშუალებებზე ყოფნის წესების მკაცრი დაცვა.

აკრძალულია:

უსაფრთხოება და წყალზე შველა> გამაფრთხილებელ ნიშნებზე ასვლა;
> წყალში გადახტომა ნავებიდან, კატერებიდან და ისეთი ნაგებობებიდან, რომლებიც მაგისთვის განკუთვნილი არ არის;
> წყალში გადახტომა ხიდებიდან, დამბებიდან, ხეებიდან და მაღალი ნაპირებიდან;
> ცურვისთვის გამოუსადეგარი ისეთი საშიში საშუალებების გამოყენება როგორიცაა: ფიცრები,
მორები, ავტომობილის საბურავები და სხვა.;
> ბანაობისთვის განკუთვნილ ადგილებში მცურავ საშუალებებზე ცურვა;
> ალკოჰოლური სასმელების დალევა;
> ბანაობისთვის განკუთვნილი ადგილებში წყლის და ნაპირის დაბინძურება, თეთრეულის და ტანისამოსის რეცხვა;
> მცურავ საშუალებებთან მიახლოვება;
> წყალში ხელების და ფეხების მოძრაობის შემზღუდველი თამაშობების მოწყობა;
> დახმარების ტყუილად მოთხოვნა;
> ცურვის არამცოდნე ადამიანებისთვის წელს ზემოდ წყალში შესვლა.

წყალში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:


> დაზარალებული დააწვინეთ ზურგზე, მკვრივ ზედაპირზე;
> დაზარალებულს ერთი ხელით გაუღეთ პირი, ხოლო ხელსახოცში ან ცხვირსახოცში გახვეული მეორე ხელის თითით გაუსუფთავეთ პირის ღრუ ქვიშისაგან;
> კეფის ქვეშ დადებული ხელის მეშვეობით მაქსიმალურად გაუშალეთ ხერხემალი კისრის მიდამოში, გააღებინეთ პირი ნიკაპზე ხელის დაჭერით და დააფიქსირეთ ასეთ მდგომარეობაში ერთი ხელით, მეორე ხელი მოუჭირეთ ცხვირის ნესტოებზე.
> ღრმად ჩაისუნთქეთ და გაღებულ პირზე მჭიდრო შეხებით ჩაბერეთ ჰაერი დაზარალებულს, ერთდროულად ცალი თვალით აკონტროლეთ მკერდის ღრუს აწევა. თუ ადამიანი უგონოდაა და ვერ ხერხდება პირის გაღება, მოახდინეთ ჰაერის ჩაბერვა ცხვირის ღრუს მეშვეობით. (წუთში 16-20 ჩაბერვა);
> გულის მასაჟის ჩასატარებლად მოთავსდით დაზარალებულის გვერდით, ერთი ხელისგული დადეთ მკერდის წინა-ქვედა მხარეზე, მეორე ხელის გული პირველის გასწვრივ, გაშალეთ ხელები იდაყვებში და გააკეთეთ რიტმული დაწოლები ტანის მთელი სიმძიმით (80-100 დაწოლა წუთში)
> თუ მაშველი ერთია – ჰაერის ჩაბერვების და დაწოლების რაოდენობის თანაფარდობაა 1:5, ხოლო თუ მაშველები ორია – 2:15;
> გულის რეანიმაციის დროს ყოველი ორი წუთის შემდეგ საჭიროა რამდენიმე წამით შეჩერება და საძილე არტერიაზე თითის მიდებით პულსის შემოწმება. ხელოვნური სუნთქვის და გულის მასაჟის ჩატარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დაზარალებულს არ აღუდგება სუნთქვა, პულსი, შეუვიწროვდება თვალის გუგები და გაუმჯობესდება კანის ფერი.


გახსოვდეთ, ექსტრემალურ პირობებში არ უნდა აყვეთ პანიკას! თქვენ იკითხავთ თუ შესაძლებელია რაიმე რეკომენდაციის და წესის გახსენება როცა იხრჩობი ან შველი დაზარალებულს? შესაძლებელია! კარგად ათვისებული წესები თავისით აღგიდგებათ მეხსიერებაში და დაგეხმარებათ!

ყინულზე მოქცევა


უბედურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყინულზე მოიქცეთ ძალიან ფრთხილად. ყველაზე საშიშია პირველი დნობისკენ წასული ყინული, რომელიც ძალიან თხელია, არამყარია და ვერ უძლებს პატარა ბავშვის წონასაც.

ცისფერი ფერის ყინული – ყველაზე მყარია, ხოლო თეთრი ბევრად სუსტია


> ერთი ადამიანისთვის უსაფრთხოა 7 სმ სისქის მქონე მოლურჯო ან მომწვანო შეფერილობის ყინული
> ადამიანთა ჯგუფისთვის უსაფრთხოა არა ნაკლებ 15 სმ სისქის მქონე ყინული
> რამდენიმე ადამიანის ყინულზე გადაადგილების დროს საჭიროა ერთმანეთის უკან გარკვეული დისტანციის დაცვა.
> ციგურებზე მასობრივი სრიალის დროს ყინულის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 25 სმ-სა.
> წყალსაცავის გაყინულ ზედაპირზე გავლის წინ საჭიროა გაიზომოს ყინულის სისქე წვეტიანი ჯოხით ან სხვა მსგავსი საგნით.
> არავითარ შემთხვევაში არ გამოსცადოთ ყინულის სიმყარე ფეხის დარტყმით.
> ყინულზე გადაადგილების დროს მიაქციეთ ყურადღება მის ზედაპირს, შემოუარეთ საშიშ ადგილებს (შეიმჩნევა ბუჩქები). განსაკუთრებით ფრთხილად იყავით იმ ადგილებში სადაცაასწრაფი დინება, ნაკადულები, საწარმოებებიდან ხდება თბილი წყლის ჩაშვება. თუ ყინული არასაკმარისად მყარია დაუყოვნებლივ ძალიან ფრთხილად დაბრუნდით იგივე გზით უკან.

თუ ყინული ჩაგიტყდათ და წყალში ჩავარდით:


>არ მიეცეთ პანიკას, შეეცადეთ გაჩერდეთ წყლის ზედაპირზე და დაუძახეთ დახმარებას;
უსაფრთხოება და წყალზე შველა>შეეცადეთ ამოხვიდეთ წყლიდან ყინულის ზედაპირზე ფართოდ გაშლილი ხელების მეშვეობით, მკერდით დაწოლით და ფეხების რიგრიგობით ამოწევით;
> რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენეთ თქვენი სხეული საყრდენი ფართის გაზრდის მიზნით;
> ყინულის ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ გადაგორდით ან გახოხდით იმ ადგილას სადაც ყინული მყარია.

ახლა საჭიროა ტანისამოსის რაც შეიძლება მალე გამოცვლა.

თუ მშრალი ტანსაცმელი არ გაქვთ, გაწურეთ სველი და ისევ ჩაიცვით. გასათბობად ივარჯიშეთ.

შეიძლება ტანის დაიზილოთ შალის მშრალი ქსოვილით, რის შემდეგაც შეეფაროთ ქარისგან დაცულ ადგილას და დალიოთ ცხელი სასმელი.


იყავით ფრთხილად და არ ჩაიგდოთ სიცოცხლე საფრთხეში!


თუ ვინმეს ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა:

უსაფრთხოება და წყალზე შველასანამ გაიქცევით დასახმარებლად საჭიროა:
> დაუძახოთ ხალხს დასახმარებლად;
> იპოვეთ საგანი რომელიც შეგიძლიათ გადაუგდოთ დაზარალებულს (ჯოხი, თოკი, ქამარი, კაშნი, ცარიელი ჩანთა ან ზურგჩანთა კარგად მიკერებული გადასაკიდებით);
> შეაფასეთ რამდენად შორს ნაპირიდან იმყოფება დაზარალებული და თუ არის მასთან უსაფ-რთხოდ მისვლის შესაძლებლობა.


თუ ხართ დარწმუნებული რომ გადაარჩენთ ადამიანს:


> დაუძახეთ რო მიდიხართ დასახმარებლად;
> დაზარალებულს მიუახლოვდით ხოხვით, ფართედ გაშლილი ხელებით;
> ქვემოდან დაიდეთ თხილამურები, ფიცარი ან ფანერა;
> შეათანხმეთ დაზარალებულთან თქვენი მოქმედებები (შეთანხმდით ბრძანებაზე რომლის შემდეგაც თქვენ ძლიერად ამოქაჩავთ მას წყლიდან და ის ამ დროს შეეცდება ტანის აზიდვას ზედაპირზე).
> არ მიუახლოვდეთ ჩატეხილი ყინულის ნაპირს, ხოხვით მიუახლოვდით და გაუწოდეთ დაზარალებულს ჯოხი, კაშნი, თოკი, ციგა, თხილამური და ამოქაჩეთ ყინულის ზედაპირზე;
> დაზარალებულთან ერთად ხოხვით დაბრუნდით უკან.

წყარო:
უსაფრთხოება და წყალზე შველა
947
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.