ცეცხლმქრობი საშუალებები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლმქრობი საშუალებები


ცეცხლმქრობი საშუალებები ცეცხლმქრობი საშუალებების საერთო ცნებანი. ცეცხლმქრობი საშუალებები ეწოდება ნივთიერებებს ან მასალებს, რომელთა გამოყენებითაც იქმნება წვის შეწყვეტის უზრუნველყოფის პირობები. ასეთი ნივთიერებანი და მასალები ბუნებაში მრავალია. მაგრამ ხანძრის ქრობისათვის იყენებენ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გააჩნიათ ქრობის მაღალი ეფექტი, ე.ი. შედარებით მცირე დაახარჯით სწრაფად წყვეტენ წვას.
ბ) ხელმისაწვდომია გამოყენებისათვის და იაფი.
გ) უვნებელია ადამიანისათვის და არ აყენებენ ზიანს იმ საგნებს, რომლებზედაც მოქმედებენ.
ხანძრის ჩასაქრობად, ცეცხლმქრობ საშუალებებს იყენებენ გაზისებურ, თხევად და მყარ მდგომარეობაშ, აგრეთვე სითხის (ქაფთან) ან მყარ ნივთიერებასთან (მარილის ხსნარებთან) შენარევის სახით.
წვის შეწყვეტის ხერხების მიხედვით ცეცხლმქრობი საშუალებანი იყოფა შემდეგ სახეებად:
გაცივების: წყალი,მარილების წყლის ხსნარები, მყარი ნახშირმჟავა და სხვა.
იზოლაციის: ქიმიური და საჰაერო-მექანიკური ქაფი, საბურველი, ცეცხლმქრობი ფხვნილები, სილა, ფლუსი, ტალკი, ცარცი და სხვა.
შეზავების: წყლის ორთქლი, ნახშირმჟავა გაზი, აზოტი და სხვა.
ქიმიური შეფერხების საშუალებანი: შემადგენლობანი 3,5; 4HD; 7, ცეცხლმქრობი ემულსიები და სხვა.
ერთი და იგივე ცეცხლმქრობი საშუალება თვისებისა და გამოყენების პირობების მიხედვით შეიძლება რამდენიმე ხერხის საშუალებად გამოდგეს. მაგალითად, წყალი ძირითადად გაცივების საშუალებაა, მაგრამ გაზნავთობ შადრევნების დროს იგი შეზავების საშუალებას წარმოადგენს, გოგირდნახშირბადის ქრობისას კი-იზოლაციის საშუალებას.
თითოეული ცეცხლმქრობი საშუალება თავის ცეცხლქრობის თვისებებით ხასიათდება. ხანძრის ქრობის ტექნიკის განვითარებასთან ერთად ეს თვისებანი სულ უფრო სრულყოფილად გამოიყენება.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
3296
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.