რიტუალები და დღესასწაულები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

რიტუალები და დღესასწაულები

ცეცხლოვნი ბურთების ფესტივალი - ნეჯაპა, სალვადორი.


რიტუალები და დღესასწაულებიაუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცეცხლოვანი ბურთების ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ტარდება ნეჯაპაში, ძალზედ სახიფათოა. ამ დღეს ადამიანები აღნიშნავენ ვულკანის ამოფქვევის დღეს, რომელიც დაფიქსირდა 1678 წელს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ დღეს შეებრძოლა წმინდა ხერონიმო ეშმაკს. ფესტივალი ტარდება 31 აგვისტოს რომლის დროსაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ცეცხლმოკიდებულ ბურთებს ესვრის.


ცეცხლის ფესტივალი - სან-ბართლომეო - დე - პირანესი, ესპანეთი


რიტუალები და დღესასწაულები ცეცხლის ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად 17 იანვარს სოფელ სან-ბართლომეო - დე - პირანესში. ადგილობრივი მოსახლეობა აიძულებს საკუთარ ცხენებს გადალახონ ცეცხლოვანი ბარიერები. ეს ფესტივალი ეძღვნება წმინდა ანტონის, რომელიც გახლავთ ცხოველების მფარველი, ხოლო ცეცხლი, ამ ადამიანების რწმენით, დემონების განდევნის უტყუარი საშუალებააა.





ცეცხლმოკიდებული კასრების ფესტივალი - ოტტერი-სენტ-მერი, ინგლისი


რიტუალები და დღესასწაულებიოტტერი-სენტ-მერი ცნობილია თავისი ტრადიციული დღესასწაულით რომელიც მრავალ საუკუნეს ითვლის. ეს ყოველწლიური ფესტივალი იმართება 5 ნოემბერს, რომლის დროსაც თითოეული ბარიდან გამოაქვთ ცეცხლმოკიდებული კასრი, რომლებსაც ყველაზე მამაცი ადამიანები თავზე იდებენ და მთელ ქალაქში ასე გადაადგილდებიან.
989
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.