შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი

შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი

შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი განკუთვნილია ხანძართა საქრობად მათი განვითარების დაწყებით სტადიაზე. მათ აწყობენ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საწარმოო, კორპუსებში, საწყობებსა და ბაზებში.
შიგნითა წყალსადენის შემადგენელი ნაწილებია: შეყვანილობანი, წრიული ხაზები წყალსაზომებთან, წყალსადენის ქსელი დგარებით, სახანძრო ონკანები. შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებს, აერთებენ სამეურნეო-სასმელ და საწამოო წყალსადენებთან.
არსებობს მთელი რიგ მოთხოვნებისა, რომლებსაც მხედველობაში ღებულობენ შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს. მაგალითად, სახანძრო ონკანის წყლის ნაკადს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,5 ლ/წმ ხარჯვა, ხოლო მისი კომპაქტური ნაწილი აღწევდეს დასაცავი სათავსოების ყველაზე უფრო დაშორებულ წერტილს. ათზე მეტი სახანძრო ონკანის რაოდენობისას მაგისტრალურ წყალსადენის ქსელს რგოლურად გარდაქმნიან და ორი შეყვანილობით აერთებენ გარეთა ქსელთან. რგოლურად გარდაქმნის ანალოგიურ მოთხოვნას უყენებენ ცალკეულ დგარებს, თუ მათ ათ ონკანზე მეტი აქვთ. დგარები გაჰყავთ საერთო მისადგომ ადგილებში, როგორც წესი, კიბის უჯრედებში ან მათ ახლოს.
ხანძრის დროს ქსელში დაწნევის ასაწევად სახანძრო ონკანების ახლო დგამენ სახანძრო ტუმბო-ამწეების გამშვებ-კნოპებს. ასეთ მოწყობილობას ითვალისწინებენ იმ შემთხვევაში, როცა ჩვეულებრივ დროში აუცილებელი არაა იქონიონ მაღალი დაწნევა, რადგან ამ შემთხვევაში მაღალი შენობების ქვედა სართულების ქსელების უბნები მაღალი დაწნევის ქვეშ იმუშავებენ. ამაღლებულ დაწნევას კი შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს წყალგამანაწილებელი და საკეტი მოწყობილობანი.
შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ გამოცდიან ჰიდრავლიკურად და ამოწმებენ. სახანძრო ონკანებს ამოწმებენ წყლის გაშვებით, რისთვისაც შეარჩევენ ერთ-ორ უფრო მაღლა მდებარე და დაშორებულ ონკანს, გააწყობენ სახელოს, ხაზს და გახსნიან ვენტილებს. ამის შემდეგ ამოწმებენ ნაკადის კომპაქტური ნაწილის სიგრძეს.
თუ ქსელში ჩართულია სახანძრო ტუმბო-ამწევი, მაშინ მასაც ამოწმებენ. შემოწმების ასეთი ხერხის დროს შეიძლება უფრო სწრაფად გამოავლინონ შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენების, აგრეთვე მათი მოწყობილობის: სახანძრო სახელოების, ლულების, წყალსადენის ქსელის, დგარებისა და სახანძრო ონკანების უწესივრობა.
სახანძრო ონკანების წესივრულობას ამოწმებენ არანაკლებ კვარტალში ერთხელ ონკანის გახსნით სახელოდან წყლის გამოშვების გზით ან ვედროში ჩაშვებით.
სახანძრო სახელოებს გამოცდიან ჰიდრავლიკურად არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
შიგნითა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის სქემა.
1.-შეყვანილობა
2-წრიული ხაზი
3-წყალსაზომი
4,5 -სამეურნეო და სახანძრო ტუმბოები
6-მანომეტრი
7-სათადარიგო ავზი
8-სახანძრო ონკანები
მიხაილ შუვალოვი „სახნძრო საქმის საფუძვლები“ თბილისი 1982 წელი გვ.203-204
1556
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.