ცეცხლოვანი ბრანდმაიორი. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლოვანი ბრანდმაიორი.

ა. აგამირზოვი


ცეცხლოვანი ბრანდმაიორი.ალექსანდრე ბერიძე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში, ღარიბი გლეხის ოჯახში ფეხადგმული ყმაწვილი, გასული საუკუნის მიწურულში მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ აიძულა სამუშაოს საშოვნელად საქართველოს საზღვრებს გასცილებოდა. იგი ჯერ მტვირთავად მუშაობდა ქ. ქერჩში, ხოლო 1899 წელს გადავიდა პეტერბურგში და ქარხანა „სიმენესში“ მოეწყო მუშად. აქ პირველად გაეცნო სახანძრო საქმეს და ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოებაში ჩაეწერა.
ერთხელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ახალგაზრდა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობაში და ცხოვრებაში პირველი საბრძოლო ნათლობაც გამოსცადა.
ალექსანდრე გაიტაცა მეხანძრის ხიფათით აღსავსე საპატიო და კეთილშობილურმა საქმიანობამ, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. რევოლუციამდე არაერთხელ გამოუვლენია გმირობა და მამაცობა დიდი ხანძრების ჩაქრობისას, შეუნელებლად იმაღლებდა თავის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.
ალექსანდრე სწრაფად დაწინაურდა სამსახურში. რამდენიმე წელიწადში გაიარა გზა რიგითი მეხანძრიდან ქ. პეტერბურგის ნევის სახანძრო ნაწილის ბრანდმაიორამდე. გამანადგურებელი ხანძრების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ. ორიოლში, რუსეთი სახანძრო დაცვის საზოგადოებამ ა. ბერიძეს ორიოლის საქალაქო სამმართველოში ბრანდმაიორის თანამდებობაზე სამუშაოდ რეკომენდაცია მისცა.
ორიოლში რამდენიმე წლით მუშაობის მანძილზე ალექსანდრე ბერიძემ სახანძრო ნაწილის საქმიანობა მაღალ დონეზე აიყვანა.
1920 წლის იანვრიდან ა. ბერიძე თბილისის სახანძრო რაზმში იწყებს მუშაობას ბრანდმაიორად.
მენშევიკური მთავრობის დაცემის წინ, უპარტიო ბოლშევიკი ა. ბერიძე ქალაქის თავთან გამოიძახეს, რომელმაც უბრძანა მთელი სახანძრო აღალი და ცხენები ქ. მცხეთაში გადაეზიდათ. ისინი მენშევიკური არმიის განკარგულებაში უნდა გადასულიყვნენ. ა. ბერიძემ საფრთხეს არ მოერიდა, თვით ჩაუდგა სათავეში სახანძრო აღალს და არსენალისაკენ დაიძრა; პოლიციის ჩინოვნიკმა ბოლომდე არ მისდიეს აღალის მიმართულებას და ქალაქის თავს უპატაკეს, რომ მისი ბრძანების შესრულება.
მეორე დღეს, ქალაქის მოედანზე, მრავალრიცხოვან მშრომელებს შორის, რომლებიც ზეიმით ეგებებოდნენ ცხენოსანი არმიის მოწინავე ნაწილებს, თავის კოლეგებთან ერთად ბერიძეც იყო.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ახალი ორგანიზაცია.
ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ა. ბერიძე. ის თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა მეხანძრეებს. ზრდიდა და წინ წევდა კადრებს.
ხელქვეითებს უყვარდათ იგი. მასში ხედავდნენ სახანძრო საქმის საუკეთესო მცოდნეს. მკაცრს, მაგრამ გულისხმიერ და სამართლიან ხელმძღანელს. ა. ბერიძე ყოველთვის ცეცხლის სტიქიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, განსაკუთრებით ძნელ უბანზე იყო ხოლმე.
ვერ მოსთვლის კაცი რამდენი რთული ხანძრის ქრობაში აქვს მიღებული მონაწილეობა „ცეცხლოვან“ ბრანდმაიორს.
აი ერთ-ერთი ეპიზოდი: 1921 წლის 17 ივლისი. თბილისის არსენალის რკინიგზის ჩიხში ხანძარი გაჩნდა. პირადი შემადგენლობა, რომელსაც „ცეცხლოვანი“ ბრანდმაიორი ხელმძღანელობდა, საკუთარი სიცოცხლის რისკით შეება სტიქიას და ორნახევარ საათში მოსპო რთული ხანძრის კერა. მამაცობისა და გულადობისათვის ა.ბერიძე კავკასიის არმიის ხელმძღვანელობამ ბრძოლის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო რევოლუციურმა კომიტეტმა სახელობითი ოქროს საათი აჩუქა.
1929 წლის აპრილში დიდი ხანძარი გაჩნდა ქუთაისის ერთ-ერთ კვარტალში. ძლიერი ქარი კიდევ უფრო აბობოქრებდა ცეცხლის ენებს. ქუთაისელი მეხანძრეების დასახმარებლად გაიგზავნა სახანძრო ქვედანაყოფები, მობილიზაცია გაუკეთდა მახლობელი ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს.
ხანძრის ქრობის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის კომუნალური განყოფილების უფროსი ინსპექტორი ა. ბერიძე. მან სწრაფად შეაფასა მდგომარეობა. ცეცხლის კერა რამდენიმე უბნად დაჰყო. გაითვალისწინა ადგილმდებარეობის ხარისხი, არსებულ ძალებს თავი მოუყარა საბრძოლო უბნებზე და თავდადებით შეება სტიქიას.
ხანძრის ქრობის ყველა საშუალების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა მისი მოსპობა და ხანძრისაგან შენობის დიდი ნაწილის გადარჩენა.
„ცეცხლოვანი“ ბრანდმაიორისა და მისი მეხანძრეების თავდადება აღინიშნა, ხოლო ბერიძე საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა ოქროს საათითა და სიგელით დააჯილდოვა.
თავისი მამაცობითა და შრომისმოყვარეობით მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მშრომელთა ფართო ფენებში.
1934 წელს ა.ბერიძე ინიშნება თბილისის სახანძრო დაცვის უფროსად და საქართველოს სსრ ამიერკავკასიიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახანძრო დაცის სამმართველოს უფროსისი მოადგილედ.
კეთილსინდისიერი შრომისა და მრავალი რთული ხანძრის წარმატებით ლიკვიდაციისათვის 1928 წელს საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა თბი- ლისის სახანძრო რაზმი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა.
მთავრობის ჯილდომ კიდევ უფრო აღაფრთოვანა დედაქალაქის სახანძრო დაცვის მუშაკები. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ათი წლისათვისათვის რესპუბლიკის სახალხო ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში მათ მაღალ წარმატებებს მიაღწიეს. მრავალი მეხანძრე და მათ შორის ა. ბერიძეც დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.
შესანიშნავმა ადამიანმა, მედგარმა და მამაცმა „ცეცხლოვანმა“ ბრანდმაიორმა ა. ბერიძემ სიყვარულის ძეგლი აიგო რესპუბლიკის სახანძრო დაცვის მუშაკთა გულში.
1969 წელი.


არვინ და არაფერია დავიწყებულითბ. 1992 წელი გვ. 3-7
846
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.