მეხანძრეთათვის გამორჩეული პრეზიდენტი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » მეხანძრეთათვის გამორჩეული პრეზიდენტი

მეხანძრეთათვის გამორჩეული პრეზიდენტი

მეხანძრეთათვის გამორჩეული პრეზიდენტი1789 წლის 30 აპრილს ნიუ-იორკში 57 წლის ჯორჯ ვაშინგტონმა დადო ფიცი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა. ამ პერიოდში მას უკვე კარგად იცნობდნენ ნიუ-იორკელი მეხანძრეები. საქმე ისაა, 1776 წელს სახანძრო დეპარტამენტი შეუერთდა ჩრდილოეთ ამერიკის არმიას და მომავალი პრეზიდენტის მხარდამხარ იბრძოდნენ ერთაიანი ამერიკის ბედნიერი მომავლისთვის.
მეხანძრეები ამაყობდნენ ამ გარემოებით და პირველ პრეზიდენტს როგორც ძმას ისე მოიხსენიებდნენ. სიმბოლურია, რომ შენობაში, სადაც პირველმა პრეზიდენტმა ფიცი დადო სახანძრო ტექნიკა ინახებოდა.
ამერიკელი ისტორიკოსების თვალსაზრისით ჯორჯ ვაშნგტონმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სახანძრო სამსახურის განვითარების საქმეში. სწორედ მისი გარჯით ჩამოყალიბდა ქალაქ ალექსანდრიაში ერთ-ერთ სახანძრო კომპანია. არც შემდგომში ივიწყებდა ჯორჯ ვაშინგტონი თავის მეგობარ მეხანძრეებს, რომლებიც ომის ქარცეცხლში მასთან ერთად პირნათლად იხდიდნენ ვალს ქვეყნის წინაშე.
ჯორჯ ვაშინგტონმა ერთ-ერთ თავის გენერალთან ჯორჯ კლინტონთან ერთად მოინახულა ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტი, რის შედეგად პრეზიდენტმა დაავალა გენერალს სახანძრო დაცვის რეორგანიზაცია, სათანადო ტექნიკით აღჭურვა და მეხანძრეთა სოციალური პირობების მკვეთრად გაუმჯობესება. სახანძრო სამსახურის ისტორიაში ჯორჯ ვაშინგტონმა წარუშლელი კვალი დატოვა. ამის გამო არა ერთი სახანძრო რაზმი ატარებდა მის სახელს.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ნებაყოფლობით სახანძრო რაზმში კი ინახება ხელს ტუმბო, რომელსაც მეხანძრეებმა "ლედი ვაშინგტონი" შეარქვეს.
ერთხელ 67-წლის ჯორჯ ვაშინგტონი ქალაქ ალექსანდრიაში ხანძრის კერსათან აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი ჩამობრძანდა ცხენიდან და ხელის საქაჩავი ტუმბოთი წყალი მიაწოდა მეხანძრეებს.
ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდებელ სიტყვაში გენერალმა რობერტ ლიმ მოწიწებით წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "ის იყო პირველი ომში, პირველი მშვიდობის დროს, პირველი თანამემამულეთა, გამორჩეულად კი მეხანძრეთა გულებში".
2684
    

კომენტარები -
1

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.