სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან

სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან

სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან ფოთელ მეხანძრე-მაშველთა შემართება, მათი ბრძოლისუნარიანობა და გამბედაობა მრავალი ათეული წლების წინათაც იყო ცნობილი როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა იყო ჩავარდნებიც, გარდატეხისა და გამძლეობის წლებიც, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა მდგომარეობაა დღეს, როგორია მათი საბრძოლო მზადყოფნა, რა უჭირთ და რა ულხინთ. სწორედაც ამ მიზნით ეწვია 2016 წლის 18 თებერვალს ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი.
მათ მოინახულეს არსებული ტექნიკა-შეიარაღება, საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივი სათავსოები სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან
უფროს მეთაურთა შემადგენლობასთან გამართულ თათბირზე განიხილეს და აღინიშნა ტექნიკა - შეიარაღების გადაიარაღების - განახლების საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირადი შემადგენლობის თეორიული და პრქტიკული მომზადების დონის ასამაღებლად მომთხოვნელობის გაძლიერებაზე. ითქვა, რომ არაა საკმარისი იყო დისციპლინიანი, მთავარია სათანადო დონეზე ფლობდე იმ ილეთებს, წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს, რაც აუცილებელია სტიქიასთან ბრძოლის დროს მატერიალურისტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან დოვლათისა და ადამიანთა გადასარჩენად. აღინიშნა სხვა სახის საჭირბოროტო საკითხებიც. დაისახა მეტად მნიშვნელოვანი სამომავლო ამოცანები.
ზემდგომი ორგანოებიდან ბატონი ზვიად ქაწაშვილისა და ბატონი მერაბ მალანიას სტუმრობა კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველთა განწყობას, ახალ ენერგიას, ახალ იმედსა და სულისკვეთებას აღუძრავს მათ, რათა პირნათლად უზრუნველყონ მათ წინაშე დასახული მეტად რთული და ხიფათით აღსავსე ამოცანების სწორად გადაწყვეტა. სტუმრად ფოთელ მეხანძრე - მაშველებთან
ფოთელ მეხანძრეთა-მაშველთა მეხსიერებაში კი წარუშლელად დარჩება მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრის შთაბეჭდილება. ამავდროულად ეს მოვლენა ამიერიდან ისტორიის საკუთრება ხდება. გაივლის ათეული წლები და მომავალი თაობა თვალს გადაავლებს ფოთელ მეხანძრეთა ისტორიას და თვალწინ წარმოუდგებათ დღევანდელი ღირსსახსოვარი დღე.
1812
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.