ჩვენი მოწინავე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ჩვენი მოწინავე

დ.მალაღურაძე . ი.ჩილაჩავა


არიან ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერს გვეუბნებიან, ჩვეულებრივი უბრალო, უპრეტენზიო ხალხია, მაგრამ შინაგან ბუნებაზე მთელი წიგნი დაიწერება... სწორედ ასეთი აღმოჩნდა თბილისის მეექვე სახანძრო ნაწილის I ყარაულის (უფროსი დ.ზალოილო)მე-2 ათეულის მეთაური შიო ქართველიშვილი, საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი, შუახნის ჯმუხი კაცი.
შიო ქართველიშვილი 24 წელია სახანძრო დაცვას ემსახურება, ფხიზლად დგას სახალხო დოვლათისა და მოქალაქეთა ქონების ხანძრისაგან დაცვის სადარაჯოზე. იცის თავისი საქმე შიომ. არავითარი სიძნელის წინაშე არ დაიხევს უკან. მისცეს საბრძოლო ამოცანა? საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, უყოყმანოდ, სიტყვაშეუბეუნებლად შეასრულებს მას. შიომ არაერთხელ დაამტკიცა ეს საქმით. ამიტომ მოიხვეჭა სახელი და ავტორიტეტი ქართველიშვილმა მთელს ნაწილში. მის ვაჟკაცურ შემართებაზე მეტყველებს ის რთული ხანძრები როლმლის ქრობაში შიოს 24 წლის განმავლობაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.
რომელი ერთი დაგისახელოთ, ხანძარი ხანძარია, დიდი იქნება ის თუ პატარა, ოსტატურად უნდა ჩააქრო, სწრაფად და საზრიანად. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, -უბრალოდ თქვა მან და იმაზე კრინტიც არ დაუძრავს, ამ სამი წლის წინათ ძეგვში მომხდარი ხანძრის ქრობაზე ნამდვილი გმირობა რომ ჩაიდინა. ხანძრის ქრობის იმ რთულ პირობებში ქართველიშვილის საზრიანმა მოქმედებამ დააჩქაარა ხანძრის ლოკალიზაცია და გზა გაუხსნა მეხანძრეებს მუშაობისათვის. შიო მაშინ არც დაფიქრებულა, რომ ასე, მასავით უბრალოდ იბადებიან ნამდვილი გმირები, ცეცხლის ფრონტის მებრძოლი ადამიანები. ქართველიშვილი სწორედ ამ ხანძარზე მუშაობისათვის დაჯილდოვდა მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“. ეს იყო შიოს რიგით მეექვსე მედალი, რაც კი მას სახანძრო დაცვაში ყოფნის სხვადასხვა დროს დაუმსახურებია უმწიკლო მუშაობისათვის.
საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების ფრიადოსანი შ. ქართველიშვილი გამოცდილი სპორტსმენია. სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ყოფილი ჩემპიონი (100-მეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, 1954წ.) მდიდარ გამოცდილებას მუდამ ახმარდა და ახმარს სპორტსმენ მებრძოლთა სწავლა-აღზრდას საქმეს.
ერთი მედალთაგანი სწორედ სპორტული მიღწევებისათვის დაიმსახურა შიომ 1946 წლის აგვისტოში, ლენინგრადში ჩატარებულ შეჯიბრებაზე.
შ.ქართველიშვილი ახლაც უპრეტენზიოდ, მონდომებით ატარებს სამსახურს თბილისის მეექვსე სახანძრო ნაწილში და პირადი მაგალითით აღაფრთოვანებს ამხანაგებს.
1963წ.


არვინ და არაფერია დავიწყებულითბ.1992 წელი გვ.50-52
1954
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.