როცა საქმე პროფესიონალების ხელშია... » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როცა საქმე პროფესიონალების ხელშია...

როცა საქმე პროფესიონალების ხელშია...

როცა საქმე პროფესიონალების ხელშია...


2014 წლის 15 მაისის მშვიდ და წყნარ დილას, გარიჟრაჟზე, დაახლოებით 04 საათსა და 55 წუთზე ქ. ფოთის შს სამართველოს მორიგე ჯგუფმა, შემოვლის განხორციელების დროს, კოსტავას ქუჩა #6-ში მრავალბინიანი, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის აივანზე შეამჩნია კვამლში გახვეული ადამიანი, რომელიც შველას ითხოვდა. ისინი დაუყონებლივ გაემართნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისაკენ. შეტყობინების მიღებისთანავე მორიგე რადიომეელსმენის მიერ შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ორი სახანძრო ავტოცისტერნა და ავტომექანიკური კიბე. მეხანძრეების მისვლის მომენტში კვამლი იმდენად გაძლიერებული იყო, რომ მოქალაქე აივანზე თითქმის არ ჩანდა, მას დაბნეულობისაგან ისიც კი ვერ მოეფიქრებინა, რომ აივნის კარი მიეხურა და კვამლში იგუდებოდა. მეეხანძრეებმა სწრაფად, ოპერატიულად და უვნებლად ჩამოიყვანეს ბინის მეპატრონე, მოქალაქე სოსო ბერაია და სასუნთქ აპარატებში განაგრძეს ცეცხლის კერის ძიება, რაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ბინის კონსტრუქციული წყობის სირთულის გამო: ბინა განთავსებული იყო შენობის მე-4 და 5- სართულზე, შიდა კიბით, აივანზე გასასვლელ კარებზე და ფანჯრებზე გისოსებით, სადარბაზოებში გასასვლელი მასიური რკინის კარებით ორივე სართულის საერთო ფართობი შეადგენდა დაახლოებით 250-300 მ/კვ-ს, რომელშიც იმდენად ძლიერად ტრიალებდა გავარვარებული, მკვრივი შავი კვამლი, რომ სასუნთქ აპარატებშიც ჭირდა გზის გაკვლევა. მეხანძრე-მაშველებმა რამოდეიმე წუთში მე-5 სართულიდან შიდა კიბით მე-4 სართულზე შეღწევით, დიდის ძალისხმევით მაინც მიაღწიეს ხანძრის კერამდე, რომელიც აღმოჩნდა მე-4 სართულზე ბინის სიღრმეში განთავსებულ, რკინის კარებით ჩარაზულ გარდერობში. ხანძარი საბოლოოდ დამარცხებულ იქნა შემთხვევის ადგილზე მისვლის მომენტიდან 15-20 წუთში.
მეხანძრე-მაშველების სრაფი, ოპერატიული, დროული, პროფესიო-ნალური და თავგამოდებული მოქმედებების შედეგად გადარჩენილ იქნა ბინა, სახლი, ქონება და რაც ყველაზე მთავარია ადამიანის სიცოცხლე.
მეხანძრეებმა-მაშველებმა დაიმსახურეს მათთვის ყველაზე ძვირფასი, მათი მოქმედებების შემყურე აღფრთოვანებული მოქალაქეების - მადლიერება, ნდობა და პატივისცემა.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი თენგიზ ხაზალია.
2070
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა