პირველი დახმარება ცხოველების, მწერებისა და გველის ნაკბენის დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველი დახმარება ცხოველების, მწერებისა და გველის ნაკბენის დროს

პირველი დახმარება ცხოველების, მწერებისა და გველის ნაკბენის დროს

-.doc [46 Kb] (ჩამოტვირთები: 10)
ცხოველების ნაკბენი

კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი რომელსას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა), წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

პირველი დახმარების მიზანი ცხოველების ნაკბენის დროს:
1.სისხლდენის კონტროლი;
2. ინფექციის რისკის შემცირება როგორც დაზარალებულისათვის, ისე თქვენთვის
3. სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:
ზედაპირული ნაკბენის დროს:
1.უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;
2.ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;
3.ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.

სერიოზული ჭრილობის დროს:
1.საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;
2.ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;
3.წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.

მწერების ნაკბენი

ფუტკრის, ბზიკის და სხვა მწერების ნაკბენი ხშირად უფრო მტკივნეული და შემაწუხებელია, ვიდრე საშიში. დასაწყისში მწვავე ტკივილს მოსდევს ზომიერი შეშუპება და მტკივნეულობა, რომელიც შეიძლება შეამსუბუქოს პირველმა დახმარებამ. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ამ ნაკბენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა- ანაფილაქსიური შოკი. ძალიან საშიშია ნაკბენი პირში ანდა ყელში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეშუპების შედეგად.

პირველი დახმარების მიზანი მწერების ნაკბენის დროს:
1.შეშუპებისა და ტკივილის შემსუბუქება;
2. საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულის გაგზავნა სამკურნალო დაწესებულებაში.

პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს:
1. პინცეტით ამოიღეთ ნექტარი;
2. დაადეთ ცივი კომპრესი, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება;
3. თუ დაზარალებულს ტკივილი და შეშუპება უგრძელდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში ურჩიეთ მას მიმართოს ექიმს.

თუ ნაკბენი პირის ღრუშია:
1. მიეცით დაზარალებულს ყინული მოსაწუწნად, რათა შეამციროთ შეშუპება;
2. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური და მათ მოსვლამდე დააწყნარეთ დაზარალებული

ტკიპის ნაკბენი

ტკიპა არის პატარა ობობას მსგავსი არსება, რომელიც ბინადრობს ბალახზე ან ტყეში და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ სიმცირის გამო. ის მაგრდება ცხოველის ან ადამიანის კანზე და წოვს მათ სისხლს. ტკიპის ნაკბენი მტკივნეუ-ლი არ არის, მაგრამ როცა ტკიპა წოვს სისხლს, ეს ადგილი შუპდება, ზომაში იზრდება და ადვილად ჩანს.
ტკიპას შეუძლია გადაიტანოს დაავადება და გამოიწვიოს ინფექცია.
თუ ტკიპას ამოიღებთ, გაატანეთ ის დაზარალებულს ექიმთან.

გველის ნაკბენი

დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
1. წყვილი ნაკბენი;
2.ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
3.შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
4.სუნთქვის გაძნელება;
5.მხედველობის დაბინდვა;
6.ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:
1. მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
2. ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით;
3. მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს არტერიის გადაკეტვა;
4.ჩაატარეთ კიდურის იმობილიზაცია;
5.აკონტროლეთ ABC ;
6. მოახდინეთ სწრაფი ჰოსპიტალიზაცია
4543
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.