პირველი დახმარება მოწამვლის დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველი დახმარება მოწამვლის დროს

პირველი დახმარება მოწამვლის დროს

-.doc [44 Kb] (ჩამოტვირთები: 9)


მოწამვლა

მოწამვლა – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შხამის შეღწევის შემთხვევაში. მომწამლავი ნივთიერების (შხამის) როლში შეიძლება აღმოჩნდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით მოხვედრისას შეუძლია სასიცო-ცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის მოშლა.
არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოწამვლებს. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან კვებითი სახის მომწამლავი ნივთიერებებით.
უამრავი ადამიანი იღუპება მოწამვლის შედეგად, მაგრამ დროულად და სწორად ჩატარებული პირველი დახმარების შემთხვევაში ბევრი მოწამლულის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია. გადაუდებელი და-ხმარების ფორმა დამოკიდებულია ორგანიზმში შხამის მოხვედრის გზაზე.

მავნე ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ:
* გადაყლაპვით;
* ინჰალაციით (შესუნთქვით);
* ინექციით;
* კანიდან.

მოწამვლისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:
* ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აგზნებადობა, შენელებული აზროვნება, არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების ტრემორი, კრუნჩხვა და სხვ.);
* კანის ფერის შეცვლა;
* სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
* გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმისა და/ან არტერიული წნევის ცვლილებები);
* სუნთქვის დარღვევა.


პირველი დახმარების ძირითადი მიზანი მოწამვლის დროს:
• სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• მომწამლავი ნივთიერების დადგენა, მისი ზემოქმედების შეჩერება და შესაბამისი მკურნალობა.


პირველი დახმარება მოწამვლის დროს:
* აუცილებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე ნივთიერებების ან აირების გამოყოფით გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად უსაფრთხოებაზე;
* დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული სამსახურები;
* ეცადეთ დაადგინოთ მომწამლავი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო და მისი ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შემთხვევის ადგილზე მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;


• შეამოწმეთ ცნობიერების დონე და ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა;
• თუ მომწამვლავი ნივთიერება გადაყლაპულია, არ გამოიწვიოთ ღებინება. რადგან პირნაღები მასა შეიძლება გახდეს სასუნთქი გზების დახშობის მიზეზი ;
• თუ მომწამლავი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის ზედაპირიდან, ჩამობანეთ წყლით დაზიანებული არე;
• თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამლავი ნივთიერება, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
• თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არის, დააწვინეთ იგი უსაფრთხოების პოზიციაში;

* გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ ცნობიერების დონე, სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა, და ცირკულაციის ნიშნები.
8016
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.