რომის დიდი ხანძარი ისტორიკოს ტაციტუსის თანახმად დაიწყო 64 წლის 18 ივლისის ღამეს, ცირკუს მაქსიმუსის გარმშემო შეჯგუფებულ მაღაზიებში. ვინაიდან იმ პერიოდში რომაელთა უმრავლესობა ხის სახლებში ცხოვრობდა, ხანძარი სწრაფად მოედო მეზობელ უბნებს. სვეტონიუსის მტკიცებით ხანძარი ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა და მან თოთხმეტი უბნიდან ოთხი სრულიად გაანადგურა, შვიდი კი ძლიერ დააზიანა. ასევე განადგურდა ნერონის სასახლე, იუპიტერის ტაძარი და ვესტას ტაძრის სამსხვერპლო.
კომენტარები -0