სახანძრო ბოძის ისტორია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სახანძრო ბოძის ისტორია

სახანძრო ბოძი (ან, როგორც მას ჩვენთან უწოდებენ, ჩამოსასრიალებელი ბოძი) - ხის ან მეტალის, სახანძრო ნაწილებში უკვე 140 წელზე მეტია გამოიყენება მაღალი სართულებიდან დაბალ სართულებზე დასაშვებად. ცეცხლთან მებრძოლები ჩვეულებრივ სახანძრო ნაწილის მაღალ სართულებზე იმყოფებიან იმ დრომდე, სანამ სახანძრო განგაში არ დადგება, რის შემდეგაც, ისინი რაც შეიძლება ჩქარა უნდა ეკიპირდნენ, დაეშვან ქვედა სართულზე და ჩაბარგდნენ სახანძრო ავტომობილებში.
სახანძრო ბოძის ისტორია

სახანძრო ბოძი ქალაქ ელ-პასოში (აშშ)

სახანძრო საქმის დაგეგმარება მე-XIX-ე საუკუნეში ტიპიური იყო: პირველ სართულზე განლაგებული იყო ცხენები და სახანძრო ტრანსპორტი, ასევე მთელი ინვენტარი. მეორე სართულს სამორიგეო ცვლის ადგილსამყოფელი, მათ შორის საძინებელი და საყოფაცხოვრებო ნაწილი იკავებდა. მაღალ სართულზე ინახებოდა სახანძრო ნაწილის ცხენების გამოსაკვები ზამთრის მარაგი. 1878 წლამდე ჩვეულებრივ სპირალურ კიბეებს იყენებდნენ. ჩვეულებრივი კიბის გამოყენებას ხელს ცხენების ცნობისმოყვარეობა უშლიდა, რომლებიც შესაძლოა მათში გაბლანდულიყვნენ. სპირალურ კიბეზე დაშვების სიჩქარე სასურველზე ნაკლები იყო, ხანდახან სიჩქარეში შესაძლოა მეხანძრეებს ვიწრო საფეხურებზე კოჭი ეღრძოთ.
სახანძრო ბოძის ისტორია

სახანძრო ნაწილის ქვედა სართული სახანძრო ბოძით

კაპიტანი დევიდ კენიონი ერთერთ ასეთ სახანძრო ნაწილში მსახურობდა, ნომერ 21-ში ჩიკაგოში (აშშ). ერთხელ მეხანძრე ჯორჯ რეიდი სხვენზე მარაგისათვის თივას ტვირთავდა გრძელი ხისტარიანი საბძელის დახმარებით, შემდეგ კი მიაყრდნო ის ქვედა სართულის იატაკს და მასზე ქვევით ჩასრიალდა. ამ ჭკვიანი მეხანძრის მოქმედებამ კაპიტანს დაუბადა აზრი, სართულებს შორის მუდმივი ხვრელი ჰქონოდა და ბოძი დაეყენებინა, ქვემოთ სწრაფად დასაშვებად.
სახანძრო ბოძის ისტორია

ძველი სახანძრო ნაწილის მოსასვენებელი ოთახი

სახანძრო დეპარტამენტის შეფთან შეთანხმების შემდეგ 1878 წელს, 21-ე ნაწილის მეხანძრეებმა ფიჭვის ხისგან დაამზადეს 3 დიუმის (7.62 სმ) ბოძი. ბოძი ლაქით და ცვილის ფენით იყო დაფარული, რათა კარგი ჩამოსრიალება უზრუნველყო. გარკვეული დროის მანძილზე მეხანძრეები კოლეგების დაცინვის საყვარელი ობიექტები იყვნენ, თუმცა მალე შეამჩნიეს, რომ 21-ე ნაწილის მეხანძრეები ყველაზე ადრე მიდიოდნენ გამოძახების ადგილზე, განსაკუთრებით ღამით. ჩიკაგოს სახანძრო დეპარტამენტის შეფმა ბრძანა ბოძები ქალაქის ყველა სახანძრო ნაწილში დაეყენებინათ. პირველი სპილენძის ბოძი 1880 წელს ბოსტონში დააყენეს.
სიჩქარის საზღაურად არსებობდა ტრავმების მიღების რისკი. არასწორი გამოყენებისას, ბოძმა შესაძლოა ხახუნის შედეგად დამწვრობა გამოიწვიოს, მოტეხილობები და ხანდახან დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნაც. ამიტომ ახალ სახანძრო ნაწილებში სახანძრო ბოძების გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული მოწყობილობები დემონტჟდება ან უსაფრთხოების დამატებითი ზომებით გამოიყენება, მაგალითად დაშვების ადგილას საგებების დაგებით.
სახანძრო ბოძის ისტორია

ჩასასრიალებელი ბოძი თანამედროვე სახანძრო ნაწილში

წყარო:fire-truck.ru
2099
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.