სახანძრო სათლი: მითები და რეალობა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

სათლი, როგორც უნივერსალური ჭურჭელი წყლის და სითხეების არცთუ დიდ მანძილზე გადასატანად, უხსოვარი დროიდან მოდის. ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში და სხვადასხვა ქვეყნებში ხალხი საოჯახო საჭიროებისთვის და ხანძრის ჩასაქრობად სხვადასხვა ჭურჭელს იყენებდა: ამფორებიდან დაწყებული შუშის ბოთლებამდე და სათლებამდე, თუმცა სწორედ სათლი გახდა საუკეთესო წყლის გადასატანად და ჩვენს დრომდე პრაქტიკულად უცვლელი სახით მოაღწია. სწორედ კონუსური სათლებით არის აღჭურვილი ყველა სახანძრო ფარი. და ყოველი მეხანძრე აღგიწერს კონუსური სათლების ათამდე ჯადოსნურ თვისებას, რომლებიც შეუცვლელია ხანძრის დროს.
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ძველი ასირიის და შუმერის ბარელიეფებზე სათლის გამოსახულება

სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

სათლებით ხანძრის ქრობა, ინგლისი, 1617 წელი

მაშინვე გახდა სათლი კონუსური? ჩაატარა თუ არა ვინმემ სერიოზული შესწავლა საკითხისა: რატომ არის სახანძრო სათლი სწორედ ამგვარი ფორმის?- ვფიქრობთ, რომ არა! შევეცადოთ ამ საკითხში გავერკვეთ. დავიწყოთ იქიდან, რომ სახანძრო მუზეუმებში, ხანძრის ამსახველი სურათები და სათლის ძველი ფოტოგრაფიები არსებობენ ... მათ აქვთ ჩვეულებრივი ფორმა, როგორიც ჰქონდა იმ დროს საოჯახო სათლებს. უფრო მეტად გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ პირველი კონუსური სახანძრო სათლები ინგლისში გაჩნდა, სადაც პირველ სახანძრო ნაწილებში ძირითადად ყოფილი მეზღვაურები მსახურობდნენ. მათ დაიწყეს ამგვარი ფორმების სათლის გამოყენება ხანძრის ჩაქრობისას. შემდეგ ეს ტრადიცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თუმცა ძველი სახით არც წიგნებში, არც გრავიურებში, არც სურათებზე, არც მეხანძრეების სახელმძღვანელოებში XVII-ე და XIX-ე საუკუნეებისა არანაირი კონუსური სათლები არ არის გამოსახული. ლონდონის სახანძრო ბრიგადის ფოტოარქივის ყურადღებით შესწავლისას ვერცერთ სურათზე ვერ მოხერხდა კონუსური სათლის აღმოჩენა. ფლოტში აფრისგან გაკეთებული კონუსები მართლაც გამოიყენებოდა - მაგრამ მხოლოდ როგორც მცურავი ღუზები. გამოდის, რომ კონუსური სათლები არ გვხვდება, მინიმუმ XX საუკუნის დასაწყისამდე!
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ტილოს სახანძრო სათლი პადლტუაუნის ტაძარში. ინგლისი

სათლმა განვითარების დიდი გზა განვლო და მასზე ათასობით ინჟინერს უნდა ემუშავა, რათა ის გამხდარიყო ისეთი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ ვინ და რა მიზნით გამოიგონა კონუსური სათლი? დავიწყოთ იქიდან, რომ მანამდე სანამ სათლს ხანძრისას გამოიყენებდნენ, ის სადმე უნდა აევსოთ: ეს ამოცანა წყდებოდა სხვადასხვა ხერხებით: გამოიყენებოდა ჭები, ხელოვნური წყალსაცავები.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სათავსოების კუთხეებში და სხვენებზე აწყობდნენ სათლებს ქვიშით და წყლით ცეცხლსაქრობების ნაცვლად, და იქ საერთოდ არ იყო საჭირო კონუსური ფორმა, რადგან ამ ფორმით წყლის შენახვა სავსებით შეუძლებელია. პირიქით, ხშირად სახანძრო სათლებს იყენებდნენ იმისთვის, რომ დაედოთ ბრტყელ ზედაპირზე: ერთ ან ორ კედელს პარალელურს აკეთებდნენ, ფსკერს კი ასწორებდნენ.
კიდევ ერთი სახე წყლის შენახვისა იყო სავსე სათლების ჩამოკიდება კრონშტეინებზე. და არც აქ გვაძლევდა კონუსური ფორმა რაიმე უპირატესობას, მისი საჭიროება არ იყო.
მტკიცდება, რომ კუნუსის სახე საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად ჩავასხათ წყალ ხანძრის კერაში. მაგრამ ჰიდრავლიკის კანონების მიხედვით, კურსის, რომელიც შედის ხანძრის სპეციალისტების სასწავლო პროგრამაში, ფორმა სათავსისა, ასევე მისი მახასიათებლები (სითხის გასვლა დროის ერთეულში, დაცემის კუთხე და სიშორე) დამოკიდებულია დინების ინტენსიურობაზე და არა მის ფორმაზე და დიამეტრზე, ასევე არც ჭურჭლის ფორმაზე, რომლიდანაც წყალი მოედინება. ამგვარად, ფორმა, ჩვენს შემთხვევაში კონუსური, ჭურჭლის მახასიათებლებზე გავლენას ვერ ახდენს და რეალური დახმარების გაწევა არ შეუძლია. ჩვენს დროში მეხანძრეები არ სარგებლობენ სათლებით ცეცხლის ჩასაქრობად, და ისინი გადავიდნენ ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების რიგებში. მაგრამ ადრე, როცა არ არსებობდა ასე განვითარებული სახანძრო ტექნიკა, სათლები, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოიყენებოდა.
მივმართოთ ისტორიას, იმისთვის რათა გავიგოთ მაინც საიდან მოვიდა კონუსური სათლები. როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები სათლებს ხანძრების ჩაქრობისას? თუ რუსეთის შორეულ კუთხეებს ავიღებთ, სადაც არ იყო არც სახანძრო ბრიგადები, არც სახანძრო მილები, მთელი იმედები მხოლოდ სათლებზე იყო დამყარებული. არსებობდა კიდეც შესაბამისი მშვენიერი სახელწოდება მათი გამოყენების საშუალებისა "მფრინავი სათლები". რიჟის, რეველის და მიტავის გუბერნიის ყველა ქალაქსა და სოფელში, წყალი ხანძრამდე მიდიოდა არა კასრებით, არამედ "მფრინავი სათლებით". ხსენებულ გუბერნიებში ხანძრამდე წყლის მიტანის მიღებული საშუალება შემდგომში მდგომარეობს: ცეცხლის პირველად გამოჩენისას, ხანძრისკენ გაქცეული მთელი ხალხი, ქალებიც და მოზარდებიც კი, დაუყოვნებლივ დგებიან ორ რიგად სახით ერთმანეთისკენ. თითოეული რიგი ერთი ბოლოთი ხანძართანაა, მეორეთი კი მდინარესთან, წყაროსთან ან ჭასთან. რიგებში ხალხი ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით დგას, და თითოეულ მათგანს თითო სათლი აქვს. მდინარესთან ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანი ავსებს სათლს, გადასცემს მეზობელს მარცხენა მხრიდან, ის კი გადასცემს შემდეგს და ასე შემდეგ. ბოლო ადამიანი, ანუ ის ვინც სახანძრო მილთან დგას, მასში ასხამს წყალს სათლიდან, გადასცემს მოპირდაპირედ მეორე რიგში მდგარ ადამიანს, ის კი გადასცემს მეზობელს და ასე შემდეგ. ამგვარად ცარიელი სათლი ბრუნდება წყალთან, სადაც ახლიდან ივსება და კვლავ პირველი რიგით მიდის სახანძრო მილთან. ის რიგი რომელსაც წყალი ხანძრამდე მიაქვს მილიდან მარცხენა მხარეს დგას, რადგან მეზობლისგან თითოეულმა ადამიანმა წყლიანი სათლი მარჯვენა ხელით მიიღოს. პირისპირ მდგარი ადამიანები ასევე მარჯვენა ხელით იღებენ უკან გასაგზავნ ცარიელ სათლებს. როდესაც ხანძართან ცოტა ხალხია და მფრინავი სათლების ორი რიგის მოწყობა შეუძლებელია, მაშინ შესაძლოა ადამიანები ერთ რიგად დადგეს. ამასთან, ადამიანი ერთი ხელით მეზობლისგან სათლს მიიღებს, მეორეთი კი გადასცემს მას ცარიელ სათლს.
სოფლებში ხანძართან წყლის მფრინავი სათლებით მიტანის ხერხს, მათთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ წყალი შორს არ იყო, ადამიანების გარკვეული რაოდენობა ხანძარს, ეჭვგარეშეა, მალე ჩააქრობდა. ეს მეთოდი შესაძლოა ჩვენში გართულების გარეშე შემოვიდა, მისი უკიდურესი სიმარტივის გამო, მით უმეტეს რომ კასრებისთვის საჭირო იყო ცხენები, მათი შეკაზმვა და მდინარეზე წასვლა, მაშინ როცა ხანძრის დაწყებიდან თითოეული წუთი ძვირფასია. წყლის მიტანა მფრინავი სათლებით, განსაკუთრებით როცა წყალი შორს არ იმყოფება ხანძრიდან და ხალხი ნელ-ნელა ითავისებს ამ საქმეს, ისე ყოჩაღად ჩატარდება, რომ თითოეული წუთის მანძილზე მილთან მივა ოთხზე არანაკლები სათლი წყლით, ანუ 60 სათლი ყოველ მეოთხედ საათში. ამგვარად, წყალს ხანძრამდე მიიტანენ სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე შესაძლო იყო მიტანა თორმეტ სათლიანი კასრით, ვივარაუდოთ რა 10 წუთი გზაზე, წყლიდან ხანძრამდე და უკან, და კიდევ ხუთი წუთი მისი წყლით ავსებაზე.
ხანძრამდე მფრინავი სათლებით წყლის მიტანა შეიძლება მოეწყოს იმ დასახლებებშიც კი სადაც სააერთოდ არ არის სახანძრო მილები, მაშინ შესაძლოა ცეცხლში წყალი პირდაპირ სათლებიდან ჩაისხას. აქ ჩვენ ვგულისხმობთ, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ხანძარს მის დასაწყისში. ცეცხლის გაძლიერებისას, რა თქმა უნდა, მისი სათლებით ჩაქრობა შეუძლებელია, თუნდაც წყალი იქვე მდებარეობდეს.
ზინოვიევი პ. ვ. "ჩვენი სოფლის ხანძრები. წარდგინება საოლქო უფროსობას, სოფლის მამასახლისებსა და ყველა პატიოსან გლეხს", 1877 წ
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

წყლის მიტანა მფრინავი სათლებით

სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ხანძარი ხის ქალაქში

სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ხანძარი სოფელში. XIX საუკუნეში

"თუ დასახლებაში არის სახანძრო მილი ან თუდაც ჰიდროპულტი, და ისინი წვდებიან ქოხს, სადაც მოხდა ხანძარი, სანამ ცეცხლი გაძლიერდებოდეს, საჭიროა გავაღოთ ერთ-ერთი ფანჯარა და მივუშავთ წყლიანი მილი ქოხის შიგნით. როდესაც არ არის სახანძრო მილი, არც ჰიდროპულტი, მაშინ ქოხს ალყა უნდა შემოვარტყათ სათლებით და რაც შეიძლება მეტი წყალი ფანჯრებიდან სათლებით შევასხათ. დიდი რაოდენობის წყლის შესხმა ქოხის შიგნით, თუ მხოლოდ ამასთან მასში ყველა ხვრელი ამოქოლილია, რომელში შესაძლოა ჰაერი შესულიყო და ცეცხლი გაეძლიერებინა, - ყველაზე მოქმედი ხერხია შიდა ხანძრის ჩასაქრობად, იმ მიზეზით რომ ქოხის ცხელ ჰაერში წყალი გარდაიქმნება ორთქლად და ამასთან მისი თითოეული წვეთი ორთქლად გარდაქმნისას იზრდება მოცულობაში 1700-ჯერ, და ქოხის შიგნით არ ტოვებს ადგილს ჰაერისთვის, შედეგად კი ჟანგბადისთვის, და ამით ახშობს ცეცლხს, რომელსაც სუფთა ჰაერის გარეშე აალება არ შეუძლია.
ამგვარად, XIX-ე საუკუნის პროფესიონალების რჩევები არანაირად არ ითვალისწინებდა სათლის ფორმის განსაკუთრებულობებს. "მიიტანე და დაასხი", - და სასურველია არა ცეცხლში, არამედ მილში!. ანუ სახანძრო დაცვის შექმნის პროცესში ისინი, ვინც ხანძარს პროფესიონალურად აქრობდა, აცნობიერებდნენ, რომ სათლი პრინციპში ჩაქრობის მოუხერხებელი საშუალება იყო: ბევრი წყალი ისხმებოდა მიზანს აცდენილად, საჭირო იყო ცეცხლთან ახლოს მისვლა, მიწოდება მუდმივი არ იყო.
ჰიდრავლიკის თემას დავუბრუნდებით და აღვნიშნავთ, რომ საინჟინრო აზრმა მკაფიოდ იმუშავა: იქმნებოდა სპეციალური კონუსური სათლები - ვიწრო ყელით.
დიდი მეხანძრე, ვარშავისა და მოსკოვის ბრანდმაიორი, ე.ე. ლუნდი 1907 წელს წერდა "რატომ არ არის რეკომენდირებული სათლებით ჩაქრობა? იმიტომ რომ სათლიდან წყლის მხოლოდ 1/4 ხვდება დანიშნულების ადგილას, დანარჩენი 3/4 კი იწვევს ქონების დაზიანებას წყლით. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას სათლებისთვის, რომელთაც გადაჭრილი კონუსის ან არასწორი გადაჭრილი პირამიდის ფორმა აქვთ, რადგანაც ამ სათლებით შესაძლებელია წყლის ჭავლი სასურველ წერტილზე მივმართოთ და შეუძლებელია ერთი მოსმით დავასხათ მთელი წყალი. ამგვარად, ერთი ვედროდან შესაძლოა მივიღოთ რამდენიმე მიმდევრობითი ჭავლი ცნობილი ძალისა. მხოლოდ სათლის ხელოვნების მფლობელი მეხანძრე შეძლებს მისით ცეცხლის ჩაქრობას". ლუნდი ე.ე. , ფედოტოვი პ.ა "სახანძრო ტაქტიკა. ხანძრის ჩაქრობის წესები კითხვებად და პასუხებად". გამოდის რომ თუ არ გამოვიყენებთ სათლებს, როგორც ჩაქრობის საშუალებას, სახანძრო მოთხოვნებისთვის რჩება მხოლოდ ერთი ძირითადი თვისება სათლებისა - მოცულობითი, ანუ მოცულობა საჭირო წყლის მისატანად.
როდის დაიწყეს კონუსური სახანძრო სათლების გამოყენება? გადავშალოთ "პრაქტიკული წარდგენა ბრანდმაისტერებს" 1818 წელს პეტერბურგში გამოცემული და ვხედავთ ჩვეულებრივ სათლს, რომელიც გამოიყენება კასრების ასავსებად. "ხანძარსაქრობი მილებისთვის ქალაქის თითოეულ ნაწილში არის სამი კასრი ზაფხულში გამოსაყენებლად და სამი - ზამთარში". ერთიც და მეორეც ხანძრის ადგილას მიაქვთ ცხენების საშუალებით. პირველის ასავსებად საჭიროა 10 ადამიანი რკინის სათლებით, უკანასკნელის ასავსებად კი - 5 ადამიანი იმავე სათლებით“. აი დასკვნაც - მეხანძრეებს ჭირდებათ სათლები მხოლოდ წყლის მისაზიდად! ესე იგი, მნიშვნელოვანია ოპტიმალური მოცულობა და სიმსუბუქე, რათა წყალი ტყუილად არ იღვრებოდეს და რაც შეიძლება ნაკლებს იწონიდეს, რათა ძალები ტყუილად არ დაიხარჯოს! არანაირი განსაკუთრებული თვისებები წყლის დასასხმელად კოცონში საჭირო არ არის. ასე რომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ თუ წყალს არ გადაზიდავდი - ხანძარს ვერ ჩააქრობდი.
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

სათლებით სახანძრო ტუმბოს შევსება და ხანძრის ქრობა, ნიუ-იორკი, XVIIIსაუკუნე

სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ა.მ. კნიაზევი, მილით ხანძრის ქრობა

"თუ მითითებული საქაჩი არ გვაქვს, ან მისი დაყენება ცნობილ შემთხვევაში შეუძლებელია, მაშინ მოგვიხდება კასრების ავსება სათლებით. სათლები სხვადასხვა მასალისგან მზადდება: ხისგან, რეზინისგან, ტყავისგან, რკინისგანს და ა.შ. და დიდი გამოყენება აქვს სახანძრო საქმეში. ლითონის სათლები, ზეთის საღებავით შეღებილები, ტყავისა განსხვავდებიან თავინთი სიმტკიცით და გრძელვადიანობით, მაგრამ გაცილებით ძვირი ჯდება".
და მხოლოდ თანამედროვე სცენაზე ჩნდება კონუსური სათლები სხვადასხვა სათლებთან ერთად. წავიკითხოთ კიდევ ერთი წყარო. "სათლები უმარტივესი საშუალება ხანძრის ჩასაქრობად იქნება სათლები. პრაქტიკაში ვხვდებით ვედროს ორ ძირითად ტიპს: 1) ლითონის და 2) ბრეზენტის. ლითონის სათლები სხვადასხვა ფორმისაა: ზოგი ცილინდრულია, სხვები კონუსური. ხანძრის ჩასაქრობად გამიზნული სათლები არაფრით განსხვავდება საოჯახოსგან, ამიტომ არცთუ იშვიათად გამოიყენება წყლის მოსატანად, იატაკის გასარეცხად და ა.შ. ეს დაუშვებელია სახანძრო მეურნეობის სწორად წარმართვისთვის. სახანძრო სათლები უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი სამეურნეოსგან გარეგნულად. რეკომენდირებულია ისინი შეიღებოს კაშკაშა წითელ ფერად და მათზე გაკეთდეს წარწერა - "სახანძრო" N...
სათლების არსებითი ნაკლი, ხანძრის ჩასაქრობად მათი უშუალო გამოყენებისას, არის სათლის ზედაპირის სიდიდე, რის გამოც ჩააქრობისას წყალი დიდი ჭავლით ისხმება, მაგრამ ამავე დროს მოკლე და სუსტი. ამას გარდა, ჩაქრობისას, განსაკუთრებით სიჩქარისას, სათლის პირველივე განძრევისას წყლის დიდი რაოდენობა ისხმება, ისე რომ ვერ აღწევს დანიშნულ მიზანს".
პრაქტიკაში ვხვდებით სხვა ტიპის სახანძრო სათლს, რომელსაც სწორკუთხოვანი ბაზისი აქვს, გამოსასვლელი ზედაპირი კი ვიწრო, როგორც ნაპრალი.
სათლის მთელი კორპუსი წარმოადგენს პირამიდას. ასეთი სათლი სახანძრო საქმეში დიდ უპირატესობას გვაძლევს, უბრალო სათლებთან შედარებით, რომლებიც ზემოთ იქნა მოყვანილი. ის იძლევა საშუალებას არამხოლოდ გადმოვასხათ წყალი ძლიერი და ბრტყელი ჭურჭლიდან, არა ერთი მოსმით, როგორც ეს ხდება უბრალო სათლის შემთხვევაში, არამედ სამი, და შესაძლოა ხუთითაც.
ასეთი სათლის ავსება წყლით ხდება 1) ბოლოდან, რომელიც სათლის წინა სახელურის ქვეშ არის განლაგებული, რომელიც მჭირდროდ იკრობს ზედაპირს და მისგან წყლის გადმოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ან 2) სპეციალური ვორონკის დახმარებით. იმისთვის რომ ჭავლს მეტი ძალა მივცეთ, აუცილებელია არ ავავსოთ სათლი ბოლომდე, არამედ გვქონდეს ის თავისუფალი სახელურს ზემოთ. მიზანშეწონილია დავიტოვოთ მეტი სივრცე, წყლის დასხმისას მხოლოდ ბოლომდე. სათლით უკეთესი მანიპულაციისთვის მისი გამოყენებისას, სათლზე მიმაგრებულია ორი სახელური, ერთი ფსკერზე, მეორე ზედაპირზე. სურათზე 24 და 25 გამოსახულია სხვა ტიპის სათლების გამოყენება.
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

ბრეზენტის სათლები სახანძრო ორგანიზაციებში, გამოიყენება წყლის მისატანად და სამუშაოდ მათ შორის ჰიდროპულტების

პირველი ვიწრო პირამიდის ფორმის, მეორე კი კონუსის ფორმის. ი.ი. რუსასკოვი "სახანძრო პრაქტიკა" გამომცემლობა ნკვდ 1930 წ. აი პასუხიც, სახანძრო სათლების ევოლუვია ორი მიმართულებით ხდებოდა: 1. დაცვა არასანქცირებული გამოყენებისგან; 2. გაუმოჯებესება წყლის ჭავლის გადმოღვრისა ანუ გამოსასვლელი ზედაპირის დახრილობა.
არც იფიქროთ, რომ კონუსური სათლები - რუსული გამოგონებაა! უცხოურ წყაროებს თუ შევხედავთ, ბევრ მსგავსებას ვიპოვით. გავხსნათ ამერიკული პატენტი 1886 წლის 7 დეკემბრიდან. პირველი კონუსური სათლები მასიურად შეინიშნება ამერიკის სარკინიგზო გზებზე XX საუკუნის დასაწყიში. სახანძრო სათლების კონუსური ფორმა - სულაც არ არის
სახანძრო სათლი: მითები და რეალობა

სახანძრო სათლები, აშშ XIX დასასრული და XX დასაწყისი

ინჟინრული ნოუ-ჰაუ, რომელიც აიოლებს ცეცხლის ჩაქრობას. ეს გადაწყვეტილება წმინდად დამცავია, რომელიც მიმართულია არასანქცირებული გამოყენების წინააღმდეგ. ამასთან დღეს არცერთი ნორმატიული დოკუმენტი ასეთ ფორმას არ აღწერს. როგორც ჩანს მოქალაქეებისადმი ნდობა არსებითად გაიზარდა! - არცერთი სიტყვა კონუსურობის შესახებ. ამასთან საცეცხლე სამუშაოების ჩატარების ადგილზე წყლით სავსე კონუსური სათლების შენახვა სრულიად შეუძლებულია და კვლავ არცერთი სიტყვა არ არის ფორმის შესახებ. ასე რომ თუ გაჩნდა აუცილებლობა, მშვიდად დადეთ ჩვეულებრივი სათლები. მხოლოდ წითლად შეღებეთ და წააწერეთ "სახანძრო", რათა გასაგები იყოს, რომ ეს სახანძრო ინვენტარია! კონუსური სათლი - მხოლოდ გარშემომყოფთა მიმართ უნდობლობის მაჩვენებელია!
წყარო:http://fire-truck.ru
4753
    

კომენტარები -
1

RichardvoB 1 აპრილი 2018 02:34
Не знаешь где скачать софт? Вот тут!

-------


chew wga

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.