სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი II. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი II.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი II.

შლანგის საშუალებით ჰაერის მისაწოდებელი მოწყობილობა

ძველი შლემი და საჰაერო ტუმბო, 1823 წელი.

სასუნთქი აპარატის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ადრე დარეგისტრირებული შემთხვევა აღნიშნულია ინგლისში 1818 წელს, უიტსტეიბლში, კენტში, სანაპირო ქალაქში ლონდონის სამხრეთაღმოსავლეთით, სადაც დაიწვა ქოხი ფერმაში. ქოხში იყო რამდენიმე ცხენი და სხვა შინაური პირუტყვი. ფერმერმა გამოიყენა პატარა ხელის ტუმბო კოცონის ჩასაქრობად, მაგრამ წყლის ჭავლი არასაკმარისად მძლავრი იყო. კვამლი ცხოველების გადარჩენას ხელს უშლიდა. მაშინ ფერმერის 18 წლის დამხამრემ, ჯონ დინმა აიღო ძველი შლები და ფერმერს თავზე ჩამოაცვა. წყლის ნაცვლად, ხელის ტუმბოს დახმარებით, ჯონი შლემში ჰაერს აწვდიდია, რათა ფერმერს სუნთქვა შეძლებოდა. ამგვარად ეკიპირებულმა ფერმერმა შეძლო თავისი ცხენების გადარჩენა, და გამოიყვანა ისინი აალებული ქოხიდან.
ამ შემთხვევის შემდეგ დინი ბარნარდის ვერფში მოეწყო. ის იყო სასამართლოებში ხანძრების მოწმე. 1823 წელს დინმა მოამზადა კვამლის შლემის კონსტრუქცია. შლემი გარეთ უშვებდა ცუდ ჰაერს, და სახელურების გავლით სუფთათი ივსებოდა მოდიოდა რა შლემის უკანა ნაწილიდან საჰაერო ტუმბომდე, რომელიც გაუკვამლავ ზონაში იყო განლაგებული. ჯონმა და მისმა ძმამ, ჩარლზ დინმა, მიიღეს ერთ-ერთი პირველი პატენტი მეხანძრეების კვამლისგან დაცვის მოწყობილობებზე.
კვამლის შლემები კომპანია Siebe Gorman-ისა, 1827 წელი.

რამდენიმე წელს არაფერი აღსანიშნავი არ მომხდარა, ვიდრე კომპანია Siebe-მა, რომელმაც დინისგან პატენტი შეიძინა, 1827 წელს პირველი კვამლის შლემები არ გამოუშვა. შლემს სამი გამჭვირვალე შუშა ქონდა, რომელიც მეხანძრეს საშუალებას აძლევდა ირგვლივ მდგომარეობას დაკვირვებოდა. შლემის წინა ნაწილზე იყო მცირე ვენტილი. ღია ვენტილით, შლემის მფლობელს შეეძლო თავისუფრად ელაპარაკა და ჩაესუნთქა გარემომცველი ჰაერი. ჰაერი შედიოდა საჰაერო შლანგით, რომელიც მიმაგრებული იყო შლემის უკანა
სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი II.

კვამლის შლემ Siebe Gorman მომზადება

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი II.

ნაწილზე, ის ნამავდა გამჭვირვალე მინებს, რათა დაეცვა ისინი დაორთქვლისგან. დამუშავებული ჰაერის გამოსვლა შლემიდან ხდებოდა ასევე მცირე შლანგის გავლით, რომელიც უკნიდან ჰქონად მიმაგhttp://picz.borbonchia.ge/images/343.pngრებული.
სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი II.

კვამლის შლემ Siebe Gorman


მერიმანის საკვამლო ნიღაბი, 1892 წელი

დენვერელმა მეხანძრემ გვარად მერიმანმა შეიმუშავა ერთ-ერთი ვარიაცია ნიღბისა. საჰაერო მილი, რომელიც სპილოს ხორთუმს გავდა, უერთდებოდა საჰაერო სახელურს, რომელიც სახანძრო სახლურის პარალელურად წყლით ივსებოდა.
სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი II.

მერიმანის საკვამლო ნიღაბი, 1892 წელი

წყარო:http://fire-truck.ru
1954
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.