1829 წელს, პირველი ორთქლის სახანძრო მანქანა დამზადებულ იქნა ლონდონში ცნობილი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის ჯორჯ ბრეიტუეიტის მიერ, რომელსაც ეხმარებოდა კაპიტანი ჯონ ერიქსონი, დიდი გამოგონებელი, რომელიც ამის შემდეგ ამერიკაში გახდა ცნობილი დაჯავშნული სამხედრო გემის Monitor -ის პროექტირებით. პირველ ორთქლის სახანძრო
პირველი ორთქლის სახანძრო მანქანა დამზადებული ლონდონში, 1829 წელს, «Novelty» (ახალი). კონსტრუქტორი - ჯორჯ ბრეიტუეიტი
მანქანას ეწოდებოდა "ახალი", იწონიდა 2.25 ტონას და გააჩნდა 10 ცხენის ძალის სიმძლავრე. ტუმბოები 6.5 დიამეტრის ასევე ორთქლის ცილინდრები ორმაგი იყო და ჰორიზონტალურად განლაგებული, პორშნი და ტუმბო მონტაჟირებული იყო ერთ ღერძზე. გამომუშავებული ორთქლი ცილინდრებიდან გამოიცემოდა მკვებავი ავზის გავლით ორი სპირალური მილის დახმარებით, აცხელებდა წყალს მის ავზში გადაცემამდე, რომელიც იყო ვერტიკალური და ჩადიოდა გამათბობელ კამერაში ქვევით. საწვავი იწვებოდა იძულებითი პრინციპით: ზემოდან ავზში მიწოდებისას, ის იწვებოდა დახურულ კამერაში, წვის პროდუქტი გადიოდა კამერიდან კვამლის მატარებლამდე გველივით ხვეული მილით, რომელიც გაივლიდა წყლის დონის დაბლა რამდენჯერმე, სანამ არ გამოვიოდა ტუმბოს საჰაერო კამერის ზემოთ.
ტუმბო იძლეოდა 200-250 გალონ წყალს 90 ფუტის სიმაღლეზე. მანქანა გამოიყენეს ლონდონში მთელ რიგ ხანძრებზე და მან ურყევად დაამტკიცა თავისი უზარმაზარი მნიშვნელობა, მაგრამ კონსტრუქტორების ყველა ძალისხმევა, მიმართული იმაზე, რომ უზრუნველეყოთ მისი გამოყენება დედაქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ამაო აღმოჩნდა, რამდენადაც შეშფოთებული საზოგადოებრიობა და ხანძრისგან დაზღვევის კომპანიები ამ მონსტრის გამოყენების წინააღმდეგნი იყვნენ. მიუხედავად ინგლისელების უარისა მიეღოთ ახალი სახანძრო აგრეგატი, ბრეიტუაიტმა და მისმა პარტნიორმა შეძლეს დაერწმუნებინათ სხვა საზოგადოებები მანქანის სასარგებლოობაში და კიდევ რამდენიმე აეგოთ.
მანქანა, რომელმაც უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო, პრუსიის მეფისთვის აიგო 1832 წელს, ბერლინის საზოგადოებრივი შენობების დასაცავად. ეს მისი მეოთხე მანქანა იყო, რომელსაც "კომეტა" ეწოდებოდა. ავზი მანქანაზე ისეთივე გეგმის იყო როგორც "ახალზე", ზოგიერთი გამონაკლისით. მას ორმაგი ცილინდრები და ტუმბოები ჰქონდა, რომლებიც ჰორიზონტალურად მუშაობდა. ორთქლის ცილინდრები 12X14 და ტუმბოები 10.5 X 14 მუშაობდნენ 18-დან 25 ბრუნვამდე წუთში სიხშირით, და გამოსცემდნენ წყალს სახელოდან ერთიდან ოთხამდე რაოდენობით. ორთქლი გადაიცემოდა 70 ფუნტი დიუმზე წნევამდე 20 წუთის განმავლობაში, და 1.25 ზედაპირის დიამეტრის გავლით, ორთქლი მიეწოდებოდა 115 ფუნტის სიმაღლემდე. მანქანა მოითხოვდა სამ ბუშელ ნახშირს საათში და მისი ღირებულება 1200 ფუნტ სტერლინგს, ანუ 6000 დოლარს შეადგენდა.
ჯორჯ ბრეიტუეიტის მეოთხე მანქანა - «Comet» (კომეტა). დამზადებული პრუსიის მეფისთვის 1832 წელს.
მანქანის წარმატებამ ბრეიტუეიტს პრუსიიდან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოუტანა, მაგრამ ლონდონელებს არ სურდათ ამ ახალმოდური მანქანების გაგონება და ძველი ხელის ტუმბოებით სარგებლობდნენ. ბრეიტუეიტის მეხუთე და ბოლო მანქანა 1833 წელს აიგო, ექსპერიმენტის სახით. ავზი მანქანაზე ლოკომოტივური ტიპით შესრულდა. მუშაობის შვიდი წლის შემდეგ , იმედ გაცრუებულმა ბრეიტუეიტმა უარი თქვა თავის „პირმშოზე“. კიდევ 7 წლის შემდეგ საქმეს ამერიკელებმა მოკიდეს ხელი და თუმცა ეს იოლი არ იყო, საბოლოოდ დაარწმუნეს მსოფლიო, რომ ორთქლის ძალას კუნთების ძალასთან შედარებით უპირატესობა აქვს.
History of the American Steam Fire-Engine by William T.King, 1896
წყარო:http://fire-truck.ru
კომენტარები -0