ხელის სახანძრო ტუმბოს გამოგონება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ხელის სახანძრო ტუმბოს გამოგონება

ხელის სახანძრო ტუმბოს გამოგონება

ქთესიბი ალექსანდრიელი (285-222 წ. ჩვ.წ.ა-მდე) იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ქარის თვისებები და პნევმატური ძალა ახსნა. სწორედ ეს აღმოჩენები დაედო საფუძვლად მის მრავალრიცხვოვან გამოგონებებს. ქთესიბი ალექსანდრიაში დაიბადა, მისი მამა დალაქი იყო. საინჟინრო ნიჭით დაჯიდლოებულმა დიდი აღიარება მოიპოვა თავისი მექანიკური
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

ქთესიბი ალექსანდრიელი

ხელსაწყოების წყალობით. ნაშრომმა "პნევმატიკის შესახებ" მას მეცნიერების მამის წოდება მოუტანა, სადაც პირველად აღიწერა დაწნეხილი ჰაერის თვისებები ტუმბოებში და ზარბაზნებში გამოსაყენებლად. სავარაუდოდ, ქთესიბი იყო ალექსანდრიის მუზეუმის პირველი ზედამხედველი. სამწუხაროდ, მისი ცხოვრებისა და შრომების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ქთესიბმა გამოიგონა წყლის ტუმბო, რომელიც რომაელი არქიტექტორის ვირტუვიუსის (1 ს. ჩვ.წ.ა-მდე) მიხედვით, შემძლე იყო "ჰაერის წნევის დახმარებით
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

ქთესიბის კონსტრუქციის რომაული ტუმბო. ნაპოვნია მადრიდთან ახლოს, ესპანეთი.

წყალი მილით ზემოთ გადმოეფრქვია". ქთესიბის წყალსაფრქვევ მანქანას თანამედროვე ხელის მოქმედების ტუმბოს ყველა ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი გააჩნდა. ქთესიბის სახანძრო მანქანის კიდევ უფრო ნათელი აღწერა მისი მოწაფის გერონის ტრაქტატშია მოცემული. გერონს მიეწერება ძალიან მნიშვნელოვანი სრულყოფა, რომლის წყალობითაც სახანძრო მილმა დაიწყო ქმედითი სარგებლობის მოტანა ხანძრის ჩაქრობისას - მოსახვევი მილის გამოგონება.
ვირტუვიუსის აღწერა:

"ახლა აუცილებელია ავხსნათ ქთესიბის მანქანა, რომელიც წყალს სიმაღლეზე სწევს. ის გაკეთებულია სპილენძისგან, და ორი სათლისგან შედგება, რომლებიც გვერდიგვერდ დგანან და აღჭურვილი არიან ჩანგლის ფორმის მილებით, რომლებიც შიგთავსიდან ჰაერის წნევით სითხეს გამოყოფენ. სათლები აღჭურვილია აგრეთვე ჩამკეტებით." მომავალში
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

ქთესიბის ტუმბოს მოწყობილობა

ქთესიბის გამოგონება დიდი ხნით დაივიწყეს. მხოლოდ 1518 წელს აუგსბურგში (გერმანია) ოქროს საქმეების ოსტატმა ანტონ პლატნერმა ააგო ხელის მოქმედების სახანძრო ტუმბო, რომელიც ქთესიბის მანქანას ჰგავდა. გაურკვეველი რჩება, ეს საკუთრივ გამოგონება იყო თუ პლატნერმა ძველი ლათინური ხელნაწერებით ისარგებლა. ხელის დგუშის, როგორც
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

ქთესიბის კონსტრუქციის ტუმბო ხანძარზე

ხანძრის ჩაქრობის საიმედო მექანიზირებული საშუალების სრულყოფა დაკავშირებულია იან ვან დერ ჰეიდის სახელთან. მან შეცვალა ტუმბოში მოუხერხებელი მოხვეული ყელი, რომლიდანაც იფრქვეოდა წყლის ჭავლი, გრძელი, მოქნილი სახანძრო სახელურებით, რომელიც შეკერილი იყო აფრებისგან. სახანძრო სახელურის წყალობით ტუმბოდან შესაძლო იყო წყლის მიწოდება ცეცხლში მნიშვნელოვანი მანძილიდან, მაშინ როცა წინა კონსტრუქციიდან წყლის კომპაქტურ ჭავლი მხოლოდ 10-12 ნაბიჯის სიგრძისა შეიძლება
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

იან ვან დერ ჰეიდე

ყოფილიყო. იან ვან დერ ჰეიდმა თავისი გამოგონება 1672 წელს ამსტერდამის საქალაქო მმართველობის წევრებს აჩვენა, რომლებმაც მაშინვე აღიარეს მისი დიდი მნიშვნელობა ხანძართან ბრძოლის საქმეში. ჰეიდემ ქალაქის ბრანდმეისტერის თანამდებობა მიიღო. გამომგონებელმა ამსტერდამში სახანძრო ტუმბოების (მილების) ფაბრიკა დააარსა და
ხელის   სახანძრო   ტუმბოს  გამოგონება

ვან დერ ჰეიდეს მანქნით, ხანძრის ქრობა ხანძარზე, ილუსტრაცია წიგნიდან

დაუღლელად უწევდა პროპაგანდას ხანძრის ჩაქრობის ახალ მექანიზმს. იან დერ ჰეიდი კარგი მხატვარი იყო და 1690 წელს გამოსცა წიგნი თავისი ბრწყინვალე ნახატებით, რომელიც აშკარად აჩვენებდა სახანძრო ს ახელურების უპირატესობას. პირველი ორთქლის სახანძრო ტუმბოს გამოგონებამდე (1829წ.) ხელის სახანძრო წყალმფრქვევი მილი, აღჭურვილი სახელურებით, ხანძრების ჩაქრობის მთავარ ტექნიკურ საშუალებად რჩებოდა.

წყარო:http://fire-truck.ru
2337
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.