სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი I. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი I.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია. ნაწილი I.

რესპირატორები და აირწინაღები


სველი წვერი

ერთი ამერიკული ანეკდოტი ყვება გრძელწვერა მეხანძრეებზე, რომლებიც წინასწარ წყლით დასველებულ წვერებს, იყენებდნენ როგორც ფილტრს, რათა კვამლით გავსებულ შენობაში შესულიყვნენ. ეს არ იცავდა მაღალი ტემპერატურისგან ან მხუთავი გაზისგან, თუმცა აშკარად უზრუნველყოფდა მოკლე გარბენებისთვის დაცვას აალებული ოთახის შიგნით.

ფილტვების დამცავი ანუ ჰესლეტის რესპირატორი, 1847 წელი.


გაზისსაწინააღმდეგო რესპირატორების ყველაზე ადრეულ წინაპრებს შორის იყო მოწყობილობა, რომელიც 1847 წელს ლუის პ. ჰესლეტმა გამოიგონა ლუიშვილიდან - კენტუკის შტატიდან. ეს მოწყობილობა იყენებდა ორ ერთმხრიან ჩამკეტს: ერთს, რათა ხახვის ფორმის ფილტრიდან ჰაერი გამოეშვა და მეორეს - ამოსუნთქული ჰაერის უშუალოდ ატმოსფეროში გამოსაშვებად. ფილტრის მასალა - ბამბა ან სხვა ფოროვანი ნივთიერება, წყლით დასველებული - იწვევდა მტვრის ან სხვა მაგარი მიკრო ნაწილაკების შეკავებას, მაგრამ არ შეეძლო მომწავლელი გაზის წინაღობა ყოფილიყო. ორი წლის შემდეგ - მოწყობილობა "ფილტვების დამცავს" მიანიჭეს პირველი ამერიკული პატენტი, როგორც ჰაერის გამწმენდ რესპირატორს.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.


სტენჰაუსის გაზის ნიღაბი, 1854 წელი.


1850-იანების დასაწყისში, შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯონ სტენჰაუსმა აღმოაჩინა სხვადასხვა ფორმის ნახშირის შესაძლებლობა შეეკავებინა გაზის დიდი მოცულობა. მან გამოიგონა ერთ-ერთი პირველი ნიღაბი, რომელსაც შეეძლო გარემომცველი ჰაერიდან მომწამვლელი გაზი გაეძევებინა. ნიღაბის ფილტრი რომელიც ხის ნახშირის ფხვნილისგან იყო დამზადებული, ჰაერგამტარი მარლის ორ ფენას შორის იმყოფებოდა, და მფლობელის ცხვირს და პირს ფარავდა. თუმცა უხეში, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით, გამოგონება პრაქტიკული და საკმაოდ ეფექტური იყო, იმდენად რომ ლონდონის ზოგიერთმა ქიმიურმა ფაბრიკამ ამ რესპირატორებით საკუთარი მუშები აღჭურვა. ხის ნახშირი მის აქტივირებულ ფორმაში საბოლოოდ გაზსაწინააღმდეგოების ფილტრებში უფრო მეტად გამოყენებად საშუალება გახდა.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.



ტინდელის რესპირატორი მეხანძრეებიისთვის, 1871 წელი.


ეს გამოგონებები, "რესპირატორი მეხანძრის", ითავსებდა სტენჰაუსის ნიღბის და სხვა მოწყობილობების დამცავ ფუნქციებს. სტატია, რომელიც 1875 წლის ივლისში ჟურნალში "მეწარმე და მშენებელი" გამოქვეყნდა აღწერდა მას შემდეგნაირად: "პროფესორის ტინდელის ნიღაბი მეხანძრეებისათვის.. აღჭურვილია რესპირატორით, რომელიც შეიცავს განყოფილებას საჰაერო ჩამკეტებისათვის და გამფილტრავ მილს დაახლოებით ოთხი დუიმის სიგრძისა, რომელიც გარეთა მხარესაა მიმართული. გამფილტრავი მოწყობილობა შედგება ბამბისაგან, რომელიც გაჯერებულია გლიცერინით, ფილტრი - ხის ნახშირით; გლიცერინი მოქმედებს კვამლის ნაწილაკებზე, ხის ნახშირი კი ნახშირწყალბადის ორთქლზე. პროფესორი ტინდელი აცხადებს, რომ ასეთი მოწყობილობის დახმარებით შესაძლოა იმყოფებოდე ყველა საშინელ ატმოსფეროში ნახევარ საათამდე, მაშინ როცა ადრე, დაუცველი ადამიანი ასეთ ჰაერში ერთი წუთის განმავლობაში კვდებოდა.
სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.


1874 წლის პატენტის მიხედვით, ლონდონელმა სამუელ ბარტონმა დააპროექტა მოწყობილობა იმისთვის, რათა "უზრუნველეყო სუნთქვა, იმ ადგილებში, სადაც ატმოსფერო მავნე გაზებით იყო სავსე, ორთქლებით, კვამლით ან სხვა ნარევებით". მოწყობილობა წარმოადგენდა სახის დამფარავს რეზინისა და მეტალისას, თავზე მისამაგრებელ ქამრებს, შუშის ოკულარებს, რომელიც კაპიუშონის რეზინებით იყო დამაგრებული და ერთმხრივ სარქველებს გამოსვლისთვის და შესვლისთვის. მეტალის საცავი ნიღბის წინა ნაწილზე შეიცავდა გამფილტრავი მატერიალების ფენას: ხის ნახშირს, გლიცერინით გაჯერებულ ბამბებს. საცავზე დამატებით, პატენტი აღწერდა დაცვის მარტივ იზოლირებულ სისტემას, რომელშიც მომხმარებელი ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს მილიდან, უკავშირდება ჰაერის რეზერვუარს, რომელიც ზურგზეა მოთავსებული.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.


ნილის კვამლის მაიზოლირებელი ნიღაბი, 1877 წელი.


ჯორჯ ნილის 1877 წელს დაპატენტებული "კვამლის მაიზოლირებელი ნიღაბი" წარმაოდგენდა სახეზე მჭიდროდ მიკრულ ნიღაბს ოკულარებით. მომხმარებელი ამოისუნთქვდა ჰაერს რეზინის მილის გავლით, რომელიც მკერდზე ფილტრთან იყო შეერთებული. მეორე ვერსიით, რომელიც ორი წლის შემდეგ იქნა დაპატენტებული, ფილტრი უშუალოდ ნიღბის სახის ნაწილზე მაგრდებოდა.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.




ფინჯნის ფორმის რესპირატორები, 1879 წელი.


1879 წელს, ჰადსონ ჰიორტმა დააპატენტა ფინჯნის ფორმის რესპიტრატორი, რომელიც გამოიყენებოდა "მომწამვლელი ან მავნე გაზების, მტვრის ნაწილაკების ან სხვა ნივთიერებების ყელში და ფილტვების მოხვედრის აღსაკვეთად". რესპირატორი გავდა მათ, რომლებიც თანამედროვე მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება. ასეთი ნიღბები, ღორის დინგებს რომ მოგვაგონებენ, ფარავენ ცხვირს და პირს და საიმედოდ ამაგრებენ თავზე თასმების დახმარებით. საჰაერო სარქველი ნიღბის წინა ნაწილზე ამოსუნთქული ჰაერის გამოშვების საშუალებას იძლეოდა. გამომგონებლები რესპირატორის კონსტრუქციაში ამატებდნენ ზოგიერთ გაუმჯობესებას, მაგალითად გამოცვლად ფლიტრებს. გამომგონებლის ფირმა H.S. Cover, რეპირატორების გამოშვებას 1970-იან წლებამდე აგრძელებდა.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.



ლების რესპირატორი, 1891 წელი


ბერლინელი ბერნჰარდ ლები აწარმოებდა და ყიდიდა დამცავ სასუნთქ მოწყობილობას საკუთარი კომპანიის საშუალებით 1870-იანი წლებიდან. აპარატი, რომლისთვისაც ლებმა ევროპასა და აშშ-ში რამდენიმე პატენტი დაარეგისტრირა, დამუშავებული იყო, რათა "გაესუფთავებინა უსუფთაო ან მოწამლული ჰაერი... დაბინძურებული მტვრით, კვამლით, ან მავნე გაზებით და გამონაბოლქვებით".
სამ კამერიანი მეტალის კორპუსი შეიცავდა გაფილტრვის სისტემას, რომელიც შეიცავდა თხევად ქიმიკატებს და რამდენიმე ფენას გრანულირებული მუქი ნაცრისფერი და ფოროვანი მატერიალისა.
დრეკადი მილი აერთებდა საცავს მუნდშტუკთან, რომლის გავლითაც მფლობელს გასუფთავებული ჰაერის ჩასუნთქვა შეეძლო. დამატებითი კონფიგურაცია ითვალისწინებდა საცავის განლაგებას უშუალოდ დახურულ შლემზე. ლების აღჭურვილობის მომხმარებელთა სიაში იყო ბრუკლინური ხანძრის დაცვის დეპარტამენტი ნიუ იორკში.

სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.


მიუნცის რესპირატორი, 1902 წელი


1902 წელს ვაინონელმა ლუის მიუნცმა, მინესოტა, გამოიგონა გაზსაწინააღმდეგო სრული თავსაბურავი. ნიღბის წინა ნაწილი შეიცავდა მილებს, სარქველებს, ღრუბლისებურ ფილტრს დაფუძნებულს ნახშირბადის ადსორბენტზე.
სუნთქვის დაცვის საშუალებების ისტორია.  ნაწილი I.


წყარო:http://fire-truck.ru
2481
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.