იზოლირებული მოწყობილობები.
ლეინის სისტემა, 1850 წელი
1850 წელს მასაჩუსეტელმა ბენჟამინ ლეინმა მიიღო პირველი ცნობილი პატენტი დაწნეხილი ჰაერით აღჭურვილ რესპირატორზე. მისი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მომხმარებლისთვის საშუალება მიეცა "შესულიყო შენობებში და გემებში, რომლებიც სავსე იყო დაბინძურებული ჰაერით, ასევე კოლექტორებში, შახტებში, ჭებში და სხვა ადგილებში, რომლებიც სავსე იყო მავნე გაზებით ადამიანის დასაცავად დახრჩობისგან".
ლაკურის აპარატი, 1863 წლი
1863 წელს ა. ლაკურმა დააპატენტა თავისი გამოგონება - გაუმჯობესებული სასუნთქი აპარატი. აპარატი შედგებოდა ჰაერ შეუვალი ჩანთისგან, რომელიც დამზადებული იყო ტყავის ორი ფურცლისგან. მოწყობილობა თავსდებოდა ზურგზე და ფიქსირდებოდა ორი ქამრით. ჩანთა სავსე იყო სუფთა ჰაერით. ზომა ვარირებდა ჰაერის მიწოდების გარეშე 10-დან 30 წუთამდე დროისთვის. ჩანთის ზედა ნაწილიდან ორი კაუჩუკის მილი მიერთებული იყო მუნდშტუკზე, რომელიც კბილებით მაგრდებოდა. როცა ჩანთა ივსებოდა, მუნდშტუკში აყენებდნენ საცობებს, როცა მეხანძრე შედიოდა გაკვამლულ შენობაში, საცობები იხსნებოდა. კომპლექტში შედიოდა წყვილი სათვალე გაზისგან დასაცავად, ცხვირის მოსაჭერი და სასტვენი, რომლის დაჭერისას სიგნალი გამოიცემოდა. ცდები, ჩატარებული სახანძრო დაცვის მსხვადასხვა დეპარტამენტის მიერ, ნიუ იორკის და ბრუკლინის
ლაკურის აპარატის რეკლამა, 1863 წელი
ჩათვლით, და ასევე - ამერიკული ფლოტის მიერ, ამტკიცებდნენ, რომ მოწყობილობა აბსოლუტურად მუშაობისუნარიანი იყო.
ფლეისის აპარატი, 1878 წელი
კომპანია Siebe Gorman Co, Ltd, ძირითადად ცნობილმა როგორც წყალქვეშა სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობების მწარმოებელმა, ინგლისში ასევე ცნობილი გახდა სახმელეთო სამუშაოებისთვის საჭირო სასუნთქი აპარატების მწარმოებელი. პირველი მათგანი, შემუშავებული 1870-იან წლებში ჰენრი ფლეის მიერ, შედეგბოდა ნიღბისგან,
ჰენრი ფლეისი
რომელიც დამზადებული იყო რეზინის შემცველი ქსოვილით და ფარავდა მთელს სახეს, სასუნთქი ტომრისგან, რომელიც ნიღაბთან შლანგის საშუალებით იყო დაკავშირებული, ასევე სპილენძის ჟანგბადის ცილინდრისგან. კონსტრუქციაში ასევე ჩართული იყო ხანშირმჟავის გაზის აბსორბენტი, რომელიც ამოსუნთქული ჰაერის რამდენჯერმე გამოყენების
საშუალებას იძლეოდა. ფლეისის აპარატმა თავისი უპირატესობა მეშახტეების გადარსარჩენი ოპერაციის სერიების დროს დაამტკიცა, რომელიც ინგლისში 1880 წლიდან ტარდებოდა. კომპანია Siebe Gorman -ის აპარატი და მთავარი დამპროექტებლები ფლეისი და რობერტ დევისი რესპირატორების დიზაინზეც დიდი ზეგავლენის მქონენი იყვნენ. მათი წარმოების დამცავი ნიღბები პროტოტიპს წარმოადგენდა პირველი მსოფლიო ომის დრო გაზსაწინააღმდეგოს შესაქმნელად.
ფლეისის სასუნთქი აპარატი, 1878 წელი. 1. სასუნთქი ტომარა, 2-ჟანგბადის ცილინდრი, 3 -ნახშირორჟანგოვანი გაზის აბორბაციიც კამერა
კვამლისგან დამცავი Vajen Bader, 1886 წელი
ფირმა Vajen Bader მეხანძრეების სასუნთქ მოწყობილობებს 1881 წელს დაარსების დღიდან აწარმოებდა. კვამლისგან დამცავი Vajen Bader"1890-იანებში და 1900-იანების დასაწყისში ფარავდა მეხანძრის თავს და სახეს გარემომცველი გარემოსგან და დაწნეხილი ჰაერიანი ბალონიდან აწვდიდა ჰაერს, რომელიც მიმაგრებული იყო მუზარადის უკანა ნაწილზე. მუზარადი იცავდა მაღალი ტემპერატურისგან, მომწამლავი ნივთიერებებისგან და კვამლისგან. ამას გარდა, მუზარადის ზედა ნაწილზე განლაგებული იყო სპეციალური ბალიში, რომელიც მეხანძრის თავს ჩამოვარდნილი ნამტვრევებისგან იცავდა. მუზარადი აღჭურვილი იყო სასტვენით, ხმოვანი სიგნალის გამოსაცემად. ოკულარები შესრულებული იყო სქელი მინისგან, ამასთან ისინი დაცული იყო სპეციალური გისოსებით და აღჭურვილი იყო შუშის გამწმენდით, რომელიც მოქმედებაში სპეციალური სახელური გადაწევით მოდიოდა. პლასტინები, რომლებიც ყურების საწინააღმდეგო მხარეს იყოს განთავსებული, ახდენდნენ ბგერის გაძლიერებას, ამგვარად, მუზარადში სმენადობა უკეთესიც კი იყო ვიდრე მის გარეშე.
Vajen Bader-ის "მეხანძრის დამცავები"-ს განსხვავებული კონსტრუქცია
Vajen Bader კვამლის შლემი , XIX საუკუნის დასასრული
დრაგერის აპარატი, 1903 წელი
1903 წელს კომპანია Dräger-ის მიერ გერმანიაში შემუშავებული აპარატი, მოქმედებდა კომპანია Siebe Gorman-ის ცალკეული მოწყობილობების მოქმედების საშუალების მსგავსად. კომპანიის პროდუქცია, სასუნთქი აპარატები და სხვა აღჭურვილობა უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად პოპულარული გახდა სამთო-სამაშველო ბიზნესში, სიტყვა «draegerman» საბოლო ჯამში გახდა სინონიმი მიწისქვეშა მშველელისა. კომპანია, რომელიც დღესაც არსებობს, ამტკიცებს, რომ ორი მილიონი დამცავი ნიღაბი გამოუშვა გერმანიის სამხედრო ძალებისთვის პირველი მსოფლიო ომის დროს.
სასუნთქი აპარატი, გერმანული ფირმა დრანგლერის მეხანძრეებისათვის, 1903 წელი
წყარო:http://fire-truck.ru
კომენტარები -0