გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში ხანძრები მთავარი უბედურება იყო. ერთ საათში მთელი ქალაქები იწვოდა. ცეცხლში კვდებოდა ხალხი, ცხოველები, იწვოდა ხელოვნების შეუფასებელი ნაწარმოებები. როცა ხანძარი ანადგურებდა ათობით და ასობით სახლს, მის შესახებ ბევრს არ ლაპარაკობდნენ. მხოლოდ ის ხანძარი მიიჩნეოდა დიდად და ამახსოვრებდა თავს ხალხს, როდესაც ცეცხლი სულ მცირე რამდენიმე ათას სახლს მაინც შთანთქავდა. XV საუკუნის განმავლობაში მოსკოვში 20-ზე მეტჯერ მოხდა საშინელი ხანძარი. ქალაქები ვლადიმირი, კიევი, ნოვგოროდი, სუზდალი, ფსკოვი, კოსტრომა და განსაკუთრებით მოსკოვი იწვეოდა ისე ძლიერად, რომ უბრალოდ გასაოცარია რუსი ხალხის მოთმინება და სიმტკიცე, რომელიც მათ ფერფლიდან აღადგენდა. ბუნებრივია, იმ დროში ხანძრის ჩაქრობის რაიმე ხერხებზე და მეთოდებზე საუბარი არ არის, ამიტომ სახანძრო დაცვის განვითარების ხანძრებთან მთელი ბრძოლა ემორჩილებოდა საკანონმდებლო ხასიათის გამაფრთხილებელ ზომებს.
სახანძრო ტუმბოები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი: 200 წელს ჩვ. წ. ა-მდე ბერძენმა ქთესიბმა დაამზადა პირველი ორცილინცდრიანი ტუმბო, ხოლო 50 წლის შემდეგ მისმა მოწაფემ გერონმა გამოიგონა სახანძრო ლულა, რამაც აამაღლა ჭავლის შორსმიმავლობა. ტუმბოს კორპუსი დამზადებული იყო ბრინჯაოსგან, კონსტრუქცია კი იმდენად წარმატებული იყო, რომ პრაქტიკულად არ განუცდია ცვლილებები.
ქთესიბ - გერონის სახანძრო ტუმბო
დასავლეთ ევროპაში პირველი სახანძრო ტუმბოები გამოჩნდა XVI საუკუნის დასაწყისში. მათი გამომგონებელი იყო ა.პლატნერი, ოქროს საქმეების ოსტატი აუგსბურგიდან. გერონის კონსტრუქციისგან განსხვავებით პლატნერის სახანძრო ტუმბოს გააჩნდა მოსახვევი ლულა.
ანტონ პლანტერის სახანძრო ტუმბო
1665 წელს მჭედელმა იოჰან გაუტცმა ნიურნბერგიდან სრულყო ტუმბოს კონსტრუქცია, რამაც საშუალება მისცა მიეღო უწყვეტი წყლის ჭავლი. 1672 წელს ძმებმა ვან დერ ჰეიდეებმა სახანძრო ტუმბოს მოსახვევი ყელის ნაცვლად, რომელიც განსაზღვრავდა ჭავლის მოქმედებას, შემოგვთავაზეს სახანძრო სახელოები. გადაწყვეტილება იმდენად ეფექტური იყო, რომ თანამედროვეობაში სახანძრო სახელოები ძირითადი ელემენტია სახანძრო ტექნიკური აღჭურვილობის.
ძმები ვან დერ ჰეიდეების სახანძრო ტუმბო
იმ დროს რუსეთში ტუმბოები საზღვარგარეთიდან შემოდიოდა, რამაც ცეცხლთან ბრძოლის ეფექტი მნიშვნელოვანწილად აამაღლა. ხანძრის ჩაქრობისას პირველი ტაქტიკური ხერხებიც გაჩნდა. ასე მაგალითად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აალებული შენობის ჩაქრობასთან ერთად მეხანძრეების ჯგუფი დაკავებული იყო ახლომდებარე შენობების დაშლით. იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა სახლი აალებული შენობის უშუალო სიახლოვეს მდებარეობდა, ყენდებოდა ხარის ტყავის ფარები, რომელიც წყლით იყო მორწყული. ასეთმა ღონისძიებებმა მოსკოვში დიდი ხანძრების რიცხვი მნიშვნელოვმად შეამცირა. პირველი ცნობები ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე შეგიძლიათ იხილოთ ძველი რუსული კანონების კრებულში "რუსული სამართალი იაროსლავ ბრძენისა“. ეს დოკუმენტი XI ასწლეულს განეკუთვნება. XIV და XV ასწლეულებში არამხოლოდ იწყებენ მკაცრი კანონების გამოშვებას, რომელიც ხანძრის გაჩენის გამო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, არამედ მიიღება გარკვეული გამაფრთხილებელი ზომებიც.XVII საუკუნის რუსეთში ცეცხლთან საბრძოლველად სპეციალური ტექნიკა არ არსებობდა. ხანძრის ჩაქრობის ძირითადი საშუალებები უშუალოდ სათლით ცეცხლში წყლის ჩასხმა და ცეცხლის გავრცელების გზაზე ხის შენობების დანგრევა იყო. ამ მიზნებით გამოიყენებოდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საგნები: სათლები, ცულები, ძალაყინები, ნიჩბები. 1649 წლიდან მცველები, რომლებიც ქალაქებში ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობას აკვირდებოდნენ, ასევე აღიჭურვნენ ხელის სახანძრო ტუმბოებით - "წყალდასასხმელი მილებით". წყლის დასასხმელი მილი სპილენძის ფურცლისგან ან ხისგან მზადდებოდა, რომლის შიგნითაც
პორშინი მოძრაობდა.
მილის სიგრძე 1 მ აღწევდა და ვიწრო დაბოლოვებით სრულდებოდა, რომლის გავლითაც წყლის ჭავლის 7 მ დისტანციაზე იწოდება შეიძლებოდა. წყალი მილში ზემოდან სათლებით ისხმებოდა. მილების მოსკოვში ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ ფაბრიკაში "ზალივნიე ტრუბი" მზადდებოდა.
XVII საუკუნეში უკვე გვხვდება ცნობები "წყალსანთხევი მილების" გამოყენების შესახებ - რომლებიც თანამედროვე დგუშების პროტოტიპია. და თუმცა "წყალსანთხევ მილებს" ხანძრის ჩაქრობის ხერხებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია, ისინი გახდნენ დასაწყისი სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობის განვითარებისა. სახანძრო დაცვამ თავის განვითარებაში დიდი გარღვევა მოახდინა პეტრე დიდის მმართველობის დროს/1711 წლიდან როცა ხანძრის ჩაქრობას ჯარები შეუდგნენ. სრულყოფილებას განიცდიდა სახანძრო აღჭურვილობა, გამოჩნდა შეტყობინების სისტემა - თანამედროვე სიგნალიზაციის პროტოტიპი.
1803 წლის 24 ივლისს პირველად რუსეთში ორგანიზებულ იქნა პირველი პროფესიონალური სახანძრო დაცვა. იწყება სახანძრო დეპოების მშენებლობა, რომლებშიც თავსდებოდა საპოლიციო ნაწილები და სახანძრო ბრიგადები. ბრიგადის შტატში შედიოდნენ ბრანდმაისტერების დამხმარეები, უმცროსი ჩინოვნიკები, ფურმანშიკები. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრული იყო სახანძრო ინსტრუმენტების ზუსტი რაოდენობა, ცხენები და პირადი შეამდგენლობა. სახანძრო ბრიგადები პოლიციის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში რუსეთში საზღვარგარეთიდან ხანძრის ჩაქრობის მიზნით დაიწყეს 2 ცილინდრიანი ტუმბოების შემოტანა, რომლებიც აღჭურვილი იყო ტყავი სახელოებით და ფოლადის მილებით. წყალი ტუმბოში სპეციალური ყუთებიდან შედიოდა. წყლის ჭავლის მოქმედების სიგრძე დაახლოებით 10 მ იყო.
ერთი სახანძრო მილის მომსახურებისთვის საჭირო იყო დაახლოებით 50 ადამიანი, მათგან 12 ორ რიგად ამუშავებდა დგუშს, 8 ემსახურებოდა გამოსშვებ სახელოს და ლულას, 30 კი მილთან სათლებით წყალი მიჰქონდა. მოგვიანებით მილები აღიჭურვა წყლით სპეციალური გადასაქაჩი ტუმბოების საშუალებით, ასევე 240 ან 700 ლ ტევადობის კასრებით. მილები იყო დიდი, საშუალო და პატარა -შესაბამისად, 216, 180 და 144 ლ/წთ წარმოების. დიდ და საშუალო მილების ჭირდებოდა 40 მეტრის ტყავის სახანძრო სახელო, პატარას - 16 მ. 1756 წლის 10 ივლისს მოსკოვში შედგა რუსული წარმოების სახანძრო მილების დათვალიერება: ფაბრიკანტ ე. შაპოშნიკოვის სახანძრო მილები, რომლებიც წყლის ჭავლს 16 მ მეტ სიგრძეზე აწვდიდა; სახანძრო მილები ფაბრიკანტ ჩურაშოვისა 20 მეტრზე მეტ მანძილზე სიშორის წყლის ჭავლის მიწოდებით; სახანძრო მილები მონეტნოგო კარისა 23 მეტრზე მეტის იგივე მაჩვენებლით. მომდევნო წლებში სახანძრო ტუმბოების შემუშავებით რუსი გამომგონებლები ლ. სობაკინი, მ. კაზამანოვი, ი. ბონდარენკო, პ. ზაბურინი, ფ. ბლინოვი და სხვები იყვნენ დაკავებულნი. XIX საუკუნეში რუსეთში გამოიყენებოდა 20ზე მეტი ტიპის ხელის სახანძრო ტუმბო სამამულო კონსტრუქციისა.
წყარო:http://fire-truck.ru
კომენტარები -0