სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც News.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, სპორტის სასახლეში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.
"მიზეზები ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება, ხანძარი სპორტის სასახლის ფოიეში გაჩნდა, სერიოზულად არაფერი დაზიანებულა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა",- აცხადებს გიორგაძე News.ge- სთან საუბრისას.
03.06.2014წ.
წყარო: News.ge
კომენტარები -0