ხანძარი ქ.ფოთში კაცაძის ქუჩა №6-ში. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ხანძარი ქ.ფოთში კაცაძის ქუჩა №6-ში.

ხანძარი ქ.ფოთში კაცაძის ქუჩა №6-ში.

ხანძარი ქ.ფოთში  კაცაძის ქუჩა №6-ში.




2014 წლის 29 ივნისს 06 საათსა და 19 წუთზე ქ.ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახური, გამოძახებულ იქნა ქ.ფოთი კაცაძის ქუჩა №6-ში ხანძარზე. მისვლის მომენტში აღმოჩნდა, რომ მრავალბინიანი სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ცეცხლი ეკიდა საძინებელ ოთახს, იყო ძლიერი დაკვამლიანება სადარბაზოში და ცეცხლი ვრცელდებოდა შენობის პირველ სართულზე. წინასწარი დაზვერვის შედეგად ოთახში შესასვლელ კარებთან, საწოლთან აღმოჩენილ იქნა ბინის მფლობელის, 1968 წელს დაბადებული, მოქალაქე ალექსანდრე ლორთქიფანიძის გვამი. ხანძარზე მიწოდებული იქნა ოთხი "ბ" ლულა. ხანძარი ლოკალიზირებულ იქნა 06 საათსა და 30 წუთზე, ხოლო ლიკვიდირებული 08 საათსა და 30 წუთზე. ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი და მასში მოთავსებული ქონების ნაწილი, დაზიანდა პირველი სართულის ერთი ოთახი და საოჯახო ქონების ნაწილი.
1466
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა