გაცივების ცეცხლმქრობი საშუალებანი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » გაცივების ცეცხლმქრობი საშუალებანი

გაცივების ცეცხლმქრობი საშუალებანი

გაცივების ცეცხლმქრობი საშუალებები აქვეითებენ ტემპერატურას წვის ზონაში სითბოს წართმევის ხარჯზე,სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში არსებული საწვავი ნივთიერებების სითბოს წართმევის პროცესი დამოკიდებულია წვის სახეობაზე და მის თავისებურებებზე.
ჰეტეროგენული წვის დროს (ვარვარით) სითბო ერთმევა წვის ზონას, რის შედეგადაც წვის ზონაში ტემპერატურა უნდა შემცირდეს და ჩამოვიდეს ჩაქრობის ტემპერატურის ქვევით.
ჰომოგენური წვის დროს (ალით) სითბოს წართმევის შესაძლებლობა დამოკიდებულია საწვავი ნივთიერების მდგომარეობაზე. გაზის წვისას წვის ზონიდან და საწვავი ნივთიერებიდან შეუძლებელია სითბოს წართმევა.
თხევადი და მყარი ნივთიერებების წვისას ზედა ფენა ხურდება ისეთ ტემპერატურამდე, რომელიც მნიშვნელოვნად ჭარბობს აალების ტემპერატურას. მყარ ნივთიერებათა ზედაპირის ფენის ტემპერატურა აღწევს 500-600c-ს, სითხეებისა კი-200-300c-ს. ამ ნივთიერებათა წვა რომ შეწყდეს,ზედაპირული ფენის გახურების ტემპერატურა უნდა იქნეს აალების ტემპერატურაზე დაბალი.
პრაქტიკულად ეს მიიღწევა ყველა მყარი ნივთიერებისათვის და ზოგიერთი თხევადისათვის სითბოს წართმევით. გამონაკლისს წარმოადგენს სითხეები აალების დაბალი ტემპერატურით.
სითბოს წართმევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გაცივების ცეცხლმქრობი საშუალება ეხება იმ ნივთიერების გახურებულ ზედაპირის ფენას, რომელიც იწვის. სითბოს წართმევის სიჩქარე, ე.ი. ქრობის ეფექტურობა დამოკიდებულია შეხების ზედაპირზე, გახურებული ფენისა და ცეცხლმქრობი საშუალების ტემპერატურათა სხვაობაზე, საშუალებათა მიერ სითბოს შთანთქმის უნარზე, ე.ი. მის თბოტევადობაზე და მისი მიწოდების სიჩქარეზე. მოცემულ შემთხვევაში ცეცხლმქრობი საშუალების მიწოდების სიჩქარედ მიიჩნევა მისი გახარჯვა დროის ერთეულში გახურების ნაწილზე ან მთელ ზედაპირზე, რომელიც მონაწილეობს წვაში.
გაცივების ძირითად ცეცხლმქრობ საშუალებებს მიეკუთვნება წყალი და მყარი ნახშირმჟავა (ნახშირმჟავა თოვლი). ზოგიერთი სითხის წვის დროს შეიძლება თვით ეს სითხე იქნეს ცეცხლმქრობი საშუალება.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
1361
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.