მყარი ნახშირორჟანგი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

მყარი ნახშირორჟანგი

მყარი ნახშირორჟანგის ძირითადი ცეცხლმქრობი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია სწრაფად წაართვას სითბო ანთებული ნივთიერების გახურებულ ზედაპირულ ფენას.
ნახშირორჟანგის თოვლი წარმოადგენს წვრილ კრისტალურ მასას, რომლის ხვედრითი წონა 1,53. ასეთი მასა წარმოიქმნება ნახშირორჟანგის თხევადი მდგომარეობიდან გაზისებურ ფაზაში გადასვლისას მოცულობის სწრაფი გაფართოებით.
თხევადი ნახშირორჟანგი გაფართოების შედეგად დასაწყისში გადადის მყარ მდგომარეობაში და ცვივა ფანტელების სახით, რომლებიც წააგავს თოვლისას, მისი ტემპერატურაა-78,50c. ქრობის მსვლელობაში, სანამ არსებობს მყარი ნახშირორჟანგი, ეს ტემპერატურა არ იცვლება. გახურებისას მყარი ნახშირორჟანგი თხევადობის ფაზის გამორიცხვით გარდაიქმენბა გაზად. ასეთ შემთხვევაში ის წარმოადგენს არა მარტო გაცივების საშუალებას, არამედ მარეაგირებელ ნივთიერებათა შეზავების საშუალებასაც.
მყარი ნახშირორჟანგის აორთქლების სითბო მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე წყლისა, და შეიცავს 136,9 კკალ/კგ. მაგრამ მყარი ნახშირორჟანგისა და გახურებული ზედაპირის ტემპერატურათა შორის დიდი განსხვავების გამო ამ უკანასკნელის გაცივების სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე წყლის გამოყენებისას.
მთელ ფართობზე წვის ერთდროულად შეწყვეტისათვის მყარი ნახშირორჟანგი მიზანშეწონილია ზედაპირზე მოათავსონ სწორ ფენად.
მყარი მდგომარეობიდან გაზისებურში პირდაპირი გადასვლა ხსნის იმ ფაქტს, რომ მყარი ნახშირორჟანგი, რომელსაც აქვს დიდი ხვედრითი წონა, იმყოფება ზედაპირზე და არ იძირება ცეცხლმოკიდებულ სითხეში.
მყარი ნაშირორჟანგი წყვეტს ყველა ანთებული ნივთიერების წვას მაგნიუმისა და მისი შენადნობების, ლითონის ნატრიუმისა და კალიუმის გამოკლებით. ამ შემთხვევაში წვა ძლიერდება ნახშირმჟავა გაზის დაშლის ხარჯზე.
მყარი ნახშირორჟანგი ელექტროგამტარი არ არის და უვნებელია საწვავ ნივთიერებათა და მასალებისათვის. მას იყენებენ ელექტროდანადგარების, ძრავებისა და მოტორების ქრობისათვის, არქივებში მუზეუმებში, გამოფენებზე და სხვა ხანძართა დროს.
ცეცხლმოკიდებულ ნივთიერებათა ზედაპირზე მყარი ნახშირორჟანგის მიწოდება ხდება ცეცხლმქრობების, მოძრავი და სტაციონალური დანადგარების დახმარებით.
საწვავ ნივთიერებათა შერევა.ცეცხლმოკიდებულ ნივთიერებათა ზედაპირული ფენა შეიძლება გაცივდეს, თუ მას შეერევა სხვა ნაკლებად გახურებული ფენები. ეს ხერხი გამოიყენება თხევადი და ფხვიერი ნივთიერებებისა და მასალების წვის შესაწყვეტად.
წვის პერიოდში ზედაპირული ფენა არ ხურდება დიდი სიღრმით, გახურებული ფენის ქვეშ საწვავ ნივთიერებას აქვს ჩვეულებრივი ტემპერატურა გარემომცველი ჰაერის ტემპერატურის მიხედვით.
თხევად ნივთიერებათა წვის შესაწყვეტად შერევა უნდა მოხდეს ერთროულად მთელ გახურებულ ზედაპირზე, რომელიც წვაში მონაწილეობს. სითხის ქვედა გახურებულ ფენების ტემპერატურა 5-ით (არანაკლებ) უფრო დაბალი უნდა იქნეს ანთების ტემპერატურაზე. მაგალითად, 20c ტემპერატურისას შერევით შეიძლება ისეთი სითხის წვის შეწყვეტა, რომელსაც აქვს ანთების ტემპერატურა 25c და მეტი.
ამ ხერხს იყენებენ ფხვიერ ნივთიერებათა ხორბლისა და სხვა ზედაპირული წვის შესაწყვეტად.
იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებანი. იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს წვის ზონაში ატმოსფერული ჰაერის ან გაზისებური საწვავი პროდუქტების მოხვედრის სრულს ან ნაწილობრივ შეწყვეტას. ამას შედეგად სითბოს გამოყოფა წვის ზონაში მცირდება და წვა წყდება.
წვის ზონაში ატმოსფერული ჰაერის შეღწევის შეწყვეტა მიიღწევა ცეცხლმოკდიებბული სათავსის ჰერმეტიზაციით ან ქაფით გავსებით.
ცეცხლმოკიდებული სათავსის ჰერმეტიზაციას აქვს განსაზღვრული სიძნელენი, მნიშვნელოვან დროს მოითხოვს და ყოველთვის არ იძლევა წვის სრული შეწყვეტის გარანტიას. ამ ხერხს ხანძრის ქრობის პრაქტიკაში ძლიერ იშვიათად იყენებენ.
უკანასკნელ დროს შიგნითა ხანძრის ქრობისათვის უფრო ფართო გავრცელება პოვა ცეცხლმოკიდებული სათავსის ცეცხლმქრობი ქაფის გავსებამ.
წვის ზონაში საწვავი გაზისებური პროდუქტების შეღწევის შეწყვეტა უმეტესად აუცილებელია ადვილადაალებადი და საწვავი სითხეების ცალკეულ შემთხვევებში მყარ ნივთიერებათა და მასალების ქრობისას.წვის შესაწყვეტად გახურებულ ზედაპირზე ალის ქვეშ ათავსებენ ცეცხლმქრობი საშუალების მაიზოლირებელ ფენას. ამის შედეგად საწვავი გაზისებური პროდუქტების გამოსვლა მცირდება ან მთლიანად წყდება და ხვა ისპობა.
ამის გარდა, მაიზოლირებელი ფენა ცეცხლმოკიდებული ნივთიერების ზედაპირზე წყვეტს წვის გასაგრძელებლად სითბოს გამოსხივებით გადაცემას და აცივებს ზედაპირულ ფენას.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
1599
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.