საწვავ ნივთიერებათა შერევა. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

საწვავ ნივთიერებათა შერევა.

ცეცხლმოკიდებულ ნივთიერებათა ზედაპირული ფენა შეიძლება გაცივდეს, თუ მას შეერევა სხვა ნაკლებად გახურებული ფენები. ეს ხერხი გამოიყენება თხევადი და ფხვიერი ნივთიერებებისა და მასალების წვის შესაწყვეტად.
წვის პერიოდში ზედაპირული ფენა არ ხურდება დიდი სიღრმით, გახურებული ფენის ქვეშ საწვავ ნივთიერებას აქვს ჩვეულებრივი ტემპერატურა გარემომცველი ჰაერის ტემპერატურის მიხედვით.
თხევად ნივთიერებათა წვის შესაწყვეტად შერევა უნდა მოხდეს ერთროულად მთელ გახურებულ ზედაპირზე, რომელიც წვაში მონაწილეობს. სითხის ქვედა გახურებულ ფენების ტემპერატურა 5-ით (არანაკლებ) უფრო დაბალი უნდა იქნეს ანთების ტემპერატურაზე. მაგალითად, 20c ტემპერატურისას შერევით შეიძლება ისეთი სითხის წვის შეწყვეტა, რომელსაც აქვს ანთების ტემპერატურა 25c და მეტი.
ამ ხერხს იყენებენ ფხვიერ ნივთიერებათა ხორბლისა და სხვა ზედაპირული წვის შესაწყვეტად.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
1206
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.