იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებანი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებანი

იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებანი

იზოლაციის ცეცხლმქრობი საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს წვის ზონაში ატმოსფერული ჰაერის ან გაზისებური საწვავი პროდუქტების მოხვედრის სრულს ან ნაწილობრივ შეწყვეტას. ამას შედეგად სითბოს გამოყოფა წვის ზონაში მცირდება და წვა წყდება.
წვის ზონაში ატმოსფერული ჰაერის შეღწევის შეწყვეტა მიიღწევა ცეცხლმოკდიებბული სათავსის ჰერმეტიზაციით ან ქაფით გავსებით.
ცეცხლმოკიდებული სათავსის ჰერმეტიზაციას აქვს განსაზღვრული სიძნელენი, მნიშვნელოვან დროს მოითხოვს და ყოველთვის არ იძლევა წვის სრული შეწყვეტის გარანტიას. ამ ხერხს ხანძრის ქრობის პრაქტიკაში ძლიერ იშვიათად იყენებენ.
უკანასკნელ დროს შიგნითა ხანძრის ქრობისათვის უფრო ფართო გავრცელება პოვა ცეცხლმოკიდებული სათავსის ცეცხლმქრობი ქაფის გავსებამ.
წვის ზონაში საწვავი გაზისებური პროდუქტების შეღწევის შეწყვეტა უმეტესად აუცილებელია ადვილადაალებადი და საწვავი სითხეების ცალკეულ შემთხვევებში მყარ ნივთიერებათა და მასალების ქრობისას.წვის შესაწყვეტად გახურებულ ზედაპირზე ალის ქვეშ ათავსებენ ცეცხლმქრობი საშუალების მაიზოლირებელ ფენას. ამის შედეგად საწვავი გაზისებური პროდუქტების გამოსვლა მცირდება ან მთლიანად წყდება და ხვა ისპობა.
ამის გარდა, მაიზოლირებელი ფენა ცეცხლმოკიდებული ნივთიერების ზედაპირზე წყვეტს წვის გასაგრძელებლად სითბოს გამოსხივებით გადაცემას და აცივებს ზედაპირულ ფენას.
იზოლაციის ცეცხლმქრობ საშუალებებს განეკუთვნებიან ქაფი, ფხვნილები და გადასაფარებლები.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
1422
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.