ქიმიური დამუხრუჭების ცეცლმქრობი საშუალებანი. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ქიმიური დამუხრუჭების ცეცლმქრობი საშუალებანი.

ქიმიური დამუხრუჭების ცეცლმქრობი საშუალებანი.

ქიმიური დამუხრუჭების ცეცხლმქრობ საშუალებებს განეკუთვნებიან ჰალოიდირებული ნახშირწყალბადები, როგორც განსაკუთრელად აქტიური ნივთიერებანი, რომლებიც გავლენას ახდენენ წვის რეაქციის მსვლელობაზე. ამ საშუალებათა გამოყენებას საფუძვლად უდევს წვის ქიმიურ რეაქციის თავისებურებანი.
წვის დროს წარმოიქმნება შუალედური პროდუქტები; ზოგიერთი მათგანი მაგალითად ატომები და რადიკალური ქაფის რეაქციის აქიურ ცენტრებს წარმოადგენენ. პირველი წარმოქმნილი აქტიური ცენტრი იწვევს მეორის წარმოქმნას,რომელიც თავის მხრივ იწვევს შემდგომის წარმოშობას. ასე იქმნება ჯაჭვური რეაქცია,რომელიც შეიძლება დაირღვეს მისგან აქტიური ცენტრების გამოთიშვით. აქტიური ცენტრების გამოთიშვა შეიძლება განხორციელდეს მათში ქიმიური რეაქციის, ჰალოიდირებული ნახშირწყალბადების ჩარევით. ამის შედეგად წარმოებს წვის რეაქციის ქიმიური დამუხრუჭება.
ქიმიური დამუხრუჭების ცეცხლქმრობი საშუალებებით წვის შეწყვეტის მექანიზმი საკმაო სიზუსტით ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის. არსებობს მხოლოდ თეირიული მოსაზრებანი, რომლებიც ემყარება მას, რომ წვის ზონაში ჰალოიდირებული ნახშირწყალბადების არსებობისას წვის შეწყვეტისათვის საჭირო არ არის ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება. მაგალითად, აზოტით წვის შესაწყვეტად ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია აუცილებელია დავიდეს 14 %-ად, ხოლო ჰალოიდური ნახშირწყალბადის გამოყენებისას ეს კონცენტრაცია შეიძლება იქნეს 20,6%.
ნახშირმჟავა გაზი,აზოტი და წყლის ორთქლი,რომელსაც ხანძრის საქრობად იყენებენ, წვის შეწყვეტის შემდეგ წვის ზონიდან ადრინდელი სახით გამოდიან დაწვის სხვა პროდუქტებთან ერთად. ჰალოიდირებული ნახშირწყალბადები წვის შეწყვეტის შემდეგ წვის ზონიდან ნაწილობრივ ახალი პროდუქტების ახალი პროდუქტების სახით გამოდიან.
ქიმიური დამუხრუჭეის საშუალებებს აქვს დუღილის დაბალი ტემპერატურა,დაბალი თერმიული სიმედეგე რადიკალებისა და ატომების წარმოქმნასთა ერთად,გახურებისას ადვილად გადადიან გაზისებურ მდგომარეობაში.
ხანძრის საქრობად გამოიყენება მხოლოდ ის ჰალოიდური ნახშირწყალბადები,რომლებსაც არ გააჩნიათ მაღალი ტოქსიკური თვისებანი: ბრომის ეთილი, ბრომის მეთილენი და ტეტრაფთორდიბრომეთანი.
ბრომის ეთილი წარმოადგენს სითხეს,რომლის ხვედრითი წონაა 1,46. 1 ლ. სითხიდან მიიღება 6,5-ჯერ ჰაერზე მძიმე ორთქლი. მისი დუღილის ტემპერატურაა 38c. ბრომის ეთილი ელექტროგამტარი არაა. მასში კარგად იხსნება ნახშირორჟანგი.
ბრომის მითელინი წარმოადგენს სითხეს, რომლის ხვედრითი წონაა 2,46. 1 ლ. სითხიდან მიიღება დაახლოებით 550 ლ. ორთქლი, რომელიც, როგორც ცეცხლმქრობი საშუალება 9-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ნახშირორჟანგა გაზი. ბრომის მითელინი კარგად ერევა ბრომის ეთილს და რამდენიმედ უფრო ცუდად ნახშირორჟანგს.
ხანძრის საქრობად იყენებენ არაცალკეულ ჰოლოიდირებულ ნახშირწყალბადებს, არამედ მათ საფუძველზე მიღებულ შემადგენლობებს. უფრო მეტად იყენებენ 3,5; 4HD; 7 ცეცხლმქრობ შემადგენლობებს.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი
223
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.