მეხანძრე-მაშველის ფიცი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

მეხანძრე-მაშველის ფიცი

-.doc [28 Kb] (ჩამოტვირთები: 1)


მეხანძრე-მაშველის ფიცი

მე, (გვარი, სახელი), ვიღებ რა მეხანძრე-მაშველის საპასუხისმგებლო ჟეტონს და ვიწყებ სამაშველო საქმიანობას, საზეიმოდ ვფიცავ:

განუხრელად დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, სამსახურის წესდების ყველა მოთხოვნა, უპირობოდ დავემორჩილო ხელმძღვანელის ბრძანებებს, კეთილსინდისიერად და ღირსეულად აღვასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი.

დავიცვა და გავუფრთილდე მეხანძრე-მაშველის პროფესიის საპატივცემულო და კეთილშობილურ ტრადიციებს.

არ დავუშვა, რომ რელიგიურმა, ნაციონალურმა, რასობრივმა, პოლიტიკურმა ან სოციალურმა მოტივებმა ხელი შემიშალოს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებაში.

ანგარებისა და ძალდატანების შემთხვევაშიც კი არ გამოვიყენო ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები კანონის საწინააღმდეგოდ.

დავიცვა პიროვნების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქვეყნის ტერიტორია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

მკაცრად დავიცვა სახელმწიფოებრივი და სამსახურეობრივი საიდუმლოებანი, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას.

ვფიცავ, მიღებული ფიცის ერთგული ვიქნები მეხანძრე-მაშველად მუშაობის პერიოდში.

ვფიცავ,

ვფიცავ,

ვფიცავ.
5105
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.