ასი ცეცხლოვანი წუთი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ასი ცეცხლოვანი წუთი

გრძელდებოდა ხანძართან ბრძოლა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ნავთობბაზაში, ცეცხლმა ვაჟკაცების წინაშე უკან დაიხია, მაგრამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა.

ცეცხლი 13 საათსა და 20 წუთზე გაჩნდა და 15 საათზე ჩააქრეს. ცეცხლთან ბრძოლის ამ ასი წუთიდან თითოეულს შეიძლებოდა კატასტროფა მოჰყოლოდა, რომლის შედეგები ძნელი წარმოსადგენია. მატერიალური ზარალი მილიონობით მანეთი, ადამიანის მსხვერპლი - ათობით სიცოცხლე. ხანძრის ასი წუთიდან თითოეულმა გამოსცადა ადამიანთა ვაჟკაცობა და გამბედაობა, საზრიანი და ზუსტი მოქმედების უნარი, მზადყოფნა საფრთხეში ჩაეგდოთ სიცოცხლე სახალხო დოვლათის დასაცავად. ადამიანებმა გაუძლეს ამ გამოცდას. მაგრამ ხანძრის ალმა დაგვანახა პრობლემა, რომელზეც ახლა, მომხდარი ამბის ცხელ კვალზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოდ.
მაშ ასე, 1979 წლის 12 აგვისტო, შუადღე, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ნავთობაზა. პატარა, სულ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია, სადაც ასობით ტონა ადვილად აალებადი ნივთიერებანია თავმოყრილი.
ნავთობბაზის ჩამოსასხმელ ესტაკატაზე რამდენიმე მუშა სინტინს ერთი რკინიგზის ცისტერნიდან მეორეში ტუმბავს. პაპანაქება სიცხეა ტემპერასტურა 40 გრადუსს აღწევს. ცისტერნისა და ტუმბოს გახურებული ლითონი ხელსა წვავს. შემდეგ, როცა ხანძარს ჩააქრობენ, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს მუშაკები გამოიტანენ ავტორიტეტულ დასკვნას: ტუმბოს ლითონის ტემპერატურა 45 გრადუსს შეადგენდაო. სიტინის ორთქთლის აალება 49 გრადუსზე ხდება და ამიტომ საკმარისი იყო მცირეოდენ სითხეს გაეჟონა, ტუმბოს ძრავას შეხებოდა, რომ ცეცხლი გაჩენილიყო.
აკი გაჩნდა კიდეც თან ისე, რომ ელვის სისწრაფით მოედო ბაზის ტერიტორიას.
მივცეთ სიტყვა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამართველოს ოფიციალური ცნობის ავტორებს: „ხანძრის შესახებ სახანძრო ნაწილს პირველმა აცნობა მუშაკმა ა.ბრეგვაძემ. ორი წუთის შემდეგ ბაზაში ორი შემდეგ ავტოცისტერნა მოვიდა. მეხანძრეებმა წყლის კედელი აღმართეს და ცეცხლი ახლო მდებარე რეზერვუარებს ჩამოაშორეს. ასე რომ, პრაქტიკულად ცეცხლის ქრობის მოქმედების დაწყებისთანავე შეუქმნეს მუშაობის საფუძველი სახანძრო ქვეგანყოფილების საბრძოლო ჯგუფეულს. რომლებიც დამატებით გამოიძახეს ქუთაისიდან, სამტრედიიდან, წულუკიძიდან, წყალტუბოდან, მაიაკოვსკიდან და სხვა ქალაქებიდან.“
შეზღუდულ, ნაგებობებითა და საცავებით ჩახერგილ ტერიტორიაზე საბრძოლო ჯგუფეულებს სამოქმედო ასპარეზი არ ყოფნიდათ. როგორც ჩვენმა ქუთაისელმა კორესპონდეტმა ს. ჭარხალაშვილმა გვაცნობა, რკინიგზელთა ჯგუფმა ჯ.კვერნაძის ხელმძღვანელობით ალმოდებულ ცისტერნებს თბომავალი ჩაუბა და ისინი ქარხნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო ზონაში გაიყვანა. მეხანძრეებს გაეხსნათ სამოქმედო ფრონტი. ალმოდებული ტერიტორია უბნებად დაინაწილეს - ასე უფრო ადცვილად გაუმკლავდებოდნენ ცეცხლს, მაგრამ არსებობდა მეორე, უაღრესად სერიოზული საფრთხე - აფეთქებათა საფრთხე, რომლებიც ნაცარტუტად აქცევდა საწარმოო შენობებს, სასწყობებს, ქარხნის უბნებს.
მეხანძრენი ცეცხლში თბოსარეკლავი კოსტიუმებით შედიოდნენ, უკვე პატარ-პატარა აფეთქებები არყევდა მიწას, ისინი კი მიდიოდნენ. მათ მხარში ედგნენ ქარხნის ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმის წევრები, მუშები, ინჟინრები, ტექნიკოსები.
შემდეგ როცა ცეცხლის უკანასკნელი ენები გაქრა, როცა ხანძრიდან ნახანძრალიღა დარჩება, ქრობის ხელმძღვანელი ქუთაისის საქალაქო აღმასკომის შინაგან საქმეთა სამმართველოს სახნძრო დაცვის განყოფილების მოადგილე კაპიტანი ხუტა მუშკუდიანი შენიშნავს:
- ასე რთული ხანძრი ქუთაისს არ ახსოვსო...
ოფიციალური ცნობა გვაუწყებს იმ მეხანძრეთა სახელებს, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ცეცხლთან ბრძოლაში. ესენი არიან ა.მჟავანაძე, ა.ფხაკაძე, გ.გორაძე, მ.დორაონაძე, განყოფილების მეთაურები გ.ფხაკაძე, ა.ელიავა, შ.გვაზავა, ყარაულის უფროსი გ.ანაკაძე და სხვები (ნუ გვიწყენენ ამხანაგები ამ უპიროვნო გამოთქმას - სხვებიო), ყველას ჩამოთვლა შეუძებელია. მაგრამ ქარხნის და ქალაქმა სათითაოდ იცის იმათი სახელი, ვისი წყალობითაც სტიქიონს სძლიეს.
ერთნი მათ მოქმედებას სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებას უწოდებენ, მეორენი - ვაჟაკაცობისა და გულადობას. სწორი იქნებიან ერთნიც და მეორენიც, ვინაიდან ამ პროფესიის ადამიანთა ვალი სწორედ რომ ვაჟაკაცობისა და გულადობის გამოჩენააა. მაგრამ ქვეყნად არის სხვაგვარი ვაჟაკაცობაც, ისევე როგორც არის სახვა სტიქიონიც - ცეცხლზე უფრო საშიში.ეს სტიქიონი თავს იჩენს ფუქსავატური თვითდამშვიდების ინერციით, გულარხეინობით, საქმისადმი, მუშაკებისა და მთელი კოლექტივების უშუალო მოვალეობისადმი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით.’
ხანძარი იმიტომ გაჩდა, რომ დაღღვეული იყო ხანძარსაწინააღნმდეგო რეჟიმის მოთხოვნები. იგი ხანძარსაწინააღმდეგო წესების შეუსრულებლობის შედეგი გახდა.
ეს გაკვეთილი კარგად დაახსომდებათ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ნავთობბაზაში. იგი აუცილებლად უნდა შეითვისონ ყველა საწარმოსა და მეურნეობის კოლექტივებმა.
და ბოლოს ძალზე ცხელი აგვისტო დაგვიდგა. პაპანაქება სიცხემ მიწა გადაბუგა, გვალვა ეძებს უმცირეს საბაბს, რათა ააბრიალოს ბალახი და მარცვლოვანები, მასალები და შენობები, მექანიზმები და ნაგებობანი, მაშ ვიყოთ უაღრესად ფრთხილნი - დღეს, ხვალ, მუდამჟამს.
(საქიმფორმი)

გაზეთი „კომუნისტი“ №193 აგვისტო 1979 წელი
635
    

კომენტარები -
1

Michaeltug 6 ივლისი 2017 17:09
Хорошего много не бывает, да?

-------

отделка цоколя дома и утепление


Говорил же я, не верили, а вот оно и пришло.

-------

ключ лицензии для windows 7

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა