მამაცი მეხანძრე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

მამაცი მეხანძრე

მამაცი  მეხანძრე ამ ცოტა ხნის წინათ ქ.ფოთის ჭალადიდელის ქ. №34-ში მოქალაქე დავით ბეგლარის - ძე გუნიას საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, რაც გამოიწვია დიასახლისის მიერ გახურებულ ღუმელში ნავთის შესხურებამ. ამას მოყვა აფეთქება და ცეცხლის გავრცელება ოთახში კედლებზე, ოთახში დიასახლისის გარდა იმყოფებოდნენ მისი ორი რძალი და მცირე წლოვანი შვილისშვილი. მათ მოახერხეს დაკვამლიანებულ და ცეცხლმოდებულ ოთახებიდან გართ გამოსვლა და კივილით ითხოვდნენ შველას. მეზობლების მოსვლამდე დიასახლისმა გადაწყვიტა ხანძრის ჩაქრობა და კვლავ შევარდა ოთახში, მაგრამ ის უძლური აღმოჩნდა ხანძრის სტიქიის წინააღმდეგ. კვამლმა, ცეცხლმა დაიმორჩილა იგი, საჭირო იყო ორიოდე წუთი და სიცოცხლეს გამოესალმებოდა დიასახლისი, მშველელი კი არავინ ჰყავდა.
კივილის ხმა მოესმა გზად მიმავალ ქალაქის პირველი სახანძრო რაზმის ათმეთაურის თანაშემწეს მიხეილ ეგნატეს ძე სტეფანიას, რომელიც სასწრაფოდ მიიჭრა შემთხვევის ადგილზე. ოთახში გაუვალი კვამლი და ცეცხლის ალი ტრიალებდა, ბრძოლა ხანძრის სტიქიასთან მეტად რთული იყო, მოფიქრების დროც არ იყო, ხანძარი ძლიერდებოდა. ამხ. სტეფანიამ გადაწყვიტა რაც არ უნდა დაჯდომოდა, შებრძოლებოდა ხანძრის სტიქიას და ეხსნა ადამიანის სიცოცხლე.
იგი შევარდა ცეცხლმოდებულ ოთახში, მოძებნა დიასახლისი, რომელიც ჩაკეცილიყო და კვამლისაგან გაგუდული ძლივს სუნთქავდა. მან გამოიყვანა გრძნობა დაკარგული დიასალისი, რომელსაც მიეღო მსუბუქი სიდამწვრე სახეზე. დიასახლისი სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი დაავადმყოფოში, ხოლო სახანძრო რაზმის მოსვლამდე ამხ. სტეფანიამ მეზობლების თ.ხარჩილავას, გ.ჩინჩალაძის, გ.კანდაროვის, ბ.ნოდიას, პ.გიგინეიშვილის, დ.იმნაძისა და ჯ.იმნაძის დახმარებით ხანძარს ლიკვიდაცია უყო უზარალოდ და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით.
ოდნავი დაყოვნება და ცეცხლი არა მარტო დავით გუნიას მეუღლეს, საცხოვრებელ ხის სახლს, გვერდით სათავსოში მყოფ მსუბუქ ავტომანქანას, საოჯახო ქონებას, არამედ მეზობლად მდებარე სახლებსაც გაანადგურებდა. ყველაფერი ეს კი უვნებელყო სტეფანიას გაბედულმა მოქმედებამ.
მიხეილ სტეფანიას მიერ პირველი როდია ასეთი მოქმედება ხანძრის სტიქიის წინააღმდეგ. იგი 1941 წლიდან ოცდაორ წელზე მეტია დგას სახელმწიფო დოვლათის, მოქალაქეთა პირადი ქონების, ადამიანთა სიცოცხლის ხანძრისაგან დაცვის სადარაჯოზე და კეთილსინდისიერად ემსახურება ამ საპატიო საქმეს.
ამხ. სტეფანიას დამსახურება ღირსეულად იქნა შეფასებული. საქალაქო საბჭოს აღმასკომმა აღძრა შუამდგომლობა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე მ. სტეფანიას მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ. 1963 წლ;ის 22 თებერვალს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დააჯილდოვა ქ.ფოთის პირველი სახანძრო რაზმის ათემეთაურის თანაშემწე მიხეილ ეგნატეს ძე სტეფანია მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“
ა.არჩაია
ფოთის სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილე.
გაზეთი „ახალი კოლხიდა“ 1963 წელი.


3261
    

კომენტარები -
2

SilasSquap 26 სექტემბერი 2022 10:01
https://colab.research.google.com/drive/1uU2kDq75AwG03GzmB17LMMSFcxuce-42
https://colab.research.google.com/drive/1sCLBwbPiHVhWMiN7nZNLz_rRGJ8I3VbQ
https://colab.research.google.com/drive/1eEl84G34rBLnSVlffAsuTTZEUHCso4dM
https://colab.research.google.com/drive/1LrrYAQUJKuJ515OqCzIgCP0ejRLGBr2e
https://colab.research.google.com/drive/1pxHFt6wigoZpikwmeEvY5xkV8yPGoIrH
https://colab.research.google.com/drive/1PfDEHhZKNZxqhgZA3uc_mB0YmK1fT_cS
https://colab.research.google.com/drive/1LRLrMyOfgbAZQFLSRMLt34mzl_rNq9a5
https://colab.research.google.com/drive/1VbzIoDz_VZ8tCRTTaP6Us-zsoCr4ysaV
https://colab.research.google.com/drive/1iME9ZbKc0h3EcTLl6Q3x0FQvVwtF4t1P
https://colab.research.google.com/drive/1mj_q1zPqnp6G9EEtq1N55lzh5XR8P0JV


https://peintures-descours.fr/fichier/files/lukoraxatizer.pdf
http://davobio.com/upload/files/dinepotub.pdf
https://midlanddevelopers.com/backend/web/kcfinder/upload/files/40001046496.pdf
http://modulobase.com/userfiles/file/64669787062.pdf
https://bekaxerovesujes.weebly.com/uploads/1/3/4/8/134856890/wuwufijaxode_bukame
b_kodujevikovup.pdf
https://zelene-centrum.cz/webpagebuilder/ckfinder/userfiles/files/96914234282.pd
f
https://nopufara.weebly.com/uploads/1/3/3/9/133999240/zukovinek_sufavesukajafek_
tatelon_vanel.pdf
http://balone.net/_upload/file/\/kinaxixakibo.pdf
https://amc-lda.com/assets/kcfinder/upload/files/vuloxujamu.pdf
https://tebolividinabam.weebly.com/uploads/1/4/1/2/141279201/filipuverafipexog.p
df
https://gusefokujugox.weebly.com/uploads/1/3/4/0/134040973/0e7739374e.pdf
http://torquaymuseum.org/userfiles/files/wiwija.pdf
http://lempreintedubois.fr/userfiles/lempreintedubois.fr/file/90141028488.pdf
https://temazerezeveleg.weebly.com/uploads/1/3/4/7/134763385/233024.pdf
http://zadonskiy.ru/wp-content/plugins/formcraft/file-upload/server/content/file
s/1623e57f51b5ec---potelipelitiwatew.pdf

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.