
მიმართულების მაჩვენებელი ისარი - გამოიყენება მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნიშნებთან, რომლებზეც მინიშნებულია ხანძარსაწინააღმდეგო საშაუალებების ადგილმდებარეობა.
უსაფრთხოების ნიშანი „სახანძრო ონკანი“ - სახანძრო ონკანი არის ხანძარსაწინააღმდეგო კარადაში სახანძრო სახელოებისა და ლულის კომპლექტთან განთავსებული ეფექტური სახანძრო მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია წყალგაყვანილობის შიდა ქსელს და უზრუნველყოფს წყლის მუდმივი ნაკადის მიწოდებას.
უსაფრთხოების ნიშანი „სახანძრო კიბე“ - სახანძრო კიბე გამოიყენება ადამიანების გადარჩენისა და ევაკუაციისათვის, მეხანძრეების სწრაფი რეაგირებისათვის.
ცეცხლსაქრობი - ცეცხლსაქრობი არის ადრეული სტადიის ხანძრის ჩაქრობის ეფექტური საშუალება.
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის რამოდენიმე საშუალების განთავსების ადგილი
სახანძრო წყალსაცავი - ნიშანი განთავსებულია წყალსაცავებთან ან სახანძრო მანქანებისათვის ხელოვნურად შექმნილ პირსებთან.
სახანძრო მშრალი მილდგარი - ცარიელი მილი, რომელშიც გადაუდებელი აუცილებლობის (მაგალითად, ხანძრის) შემთხვევაში უშვებენ წყლის ნაკადს.
სახანძრო ჰიდრანტი - წყალგამტარი ქსელიდან წყლის მიწოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა. ჰიდრანტი მონტაჟდება ჭაში. ჰიდრანტის ნიშანზე მეტრებში გამოხატულია მანძილი ჰიდრანტიდან ნიშნამდე.
სახანძრო ავტომატიკის დანადგარის (სისტემის) ჩამრთველი ღილაკი - ღილაკი მონტაჟება შენობაში. მას მოქმედებაში მოყავს ხანძრის შეტყობინების, ქრობის, ლოკალიზებისა და ბლოკირების, კვამლის გაწოვის ტექნიკური საშუალებები.
სახანძრო განგაშის ხმოვანი მაუწყებელი - ნიშანი განთავსებულია ხმოვან შემტყობინებელთან ან სახანძრო ავტომატიკის ჩამრთავ ღილაკთან.
ტელეფონი ხანძრის შემთხვევისათვის - გამოიყენება ხანძრის შეტყობინების შემთხვევაში (არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან პირდაპირი კავშირის ტელეფონიც).
ხანძრის დროს აკრიფეთ 112
კომენტარები -1