ფაქტები მაშტაბური ხანძრების შესახებ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ფაქტები მაშტაბური ხანძრების შესახებ

ფაქტები მაშტაბური ხანძრების შესახებ

მხოლოდ 2004 წელს მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა ჩინეთში, ლუხუანგოუს ნახშირის საბადოზე. ხანძარი 130 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნახშირი იწვებოდა.

1906 წელს, დამანგრეველი მიძისძვრის შემდეგ სან-ფრანცისკოს თავს უდიდესი ხანძარი დაატყდა. ის ქალაქის მაცხოვრებლებმა გამოიწვიეს. რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლებს წვავდნენ დაზღვევის მიღების მიზნით. ხანძრების ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა, რადგან წყალმომარაგების სისტემა მანამდე მომხდარმა მიძისძვრამ დააზიანა. ხანძარი გავრცელდა და მალე მთელი ქალაქი მოიცვა. 3000 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 25 000 სახლი განადგურდა.

1923 წელს ტოკიოში მომხდარი ძლიერი ხანძრის მიზეზიც მიწისძვრაც გახდა. მდგომარეობა ძლიერმა ქარმა დაამძიმა. რომელმაც ცეცხლი შორ მანძილზე გაავრცელა. ამ ყველაფერს კი ცუნამი და მიწიძვრაც დაემატა. 174 ათასი დაიღუპა და 500 ათასამდე დღემდე დაკარგულად ითვლება.

ჰალიფაქსი -ახალი შოტლანდია -1917 წელს პორტში ორი გემი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი „მონბლანი“ ფეთქებადი ნივთიერებით იყო დატვირთული. აფეთქების ტალღისა და ხანძრის შედეგად 2000-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით მძიმედ დაიჭრა. სიტუაცია დაამძიმა ცუნამმა და ქარიშხალმა. რომელიც ქალაქს დაატყდა თავს.

წყარო: 112.gov.ge
2043
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.